კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთვარის წარმოშობის თეორია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

 

 

„ამერიკელი სწავლულების მიერ მიღებული ახალი მონაცემები იმის შესახებ მეტყველებენ, რომ მთვარე არ წარმოქმნილა დედამიწასთან მსხვილი კოსმოსური ობიექტის შეჯახების შედეგად“, – მთვარის წარმოქმნის ეს თეორია დომინირებს სამეცნიერო წრეებში ამჟამად.

მკვლევრებმა შეისწავლეს მთვარის გრუნტის ნიმუშები, რომლებიც 1972 წელს „აპოლონ 17-ის“ ექსპედიციამ ჩამოიტანა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედამიწის თანამგზავრის ქერქი 100-ჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ეს გვაიძულებს, გადავხედოთ მთვარის წიაღის ქიმიურ შემადგენლობას და მისი  წარმოქმნის გარემოებებს. სწავლულები დარწმუნებული არიან, რომ უმძლავრესი დარტყმის შედეგად გამოყოფილ ენერგიას მთვარეზე თითქმის მთელი წყალი უნდა აეორთქლებინა. 

ვაშინგტონის კორნეგის ინსტიტუტის სწავლულთა ჯგუფმა, რომელსაც ერიკ ჰაირი ხელმძღვანელობს, მთვარის ზუსტად ამ გრუნტში აღმოაჩინა ვულკანური წარმოშობის, შუშის ნარინჯისფერი მრგვალი ნაწილაკები ტიტანის მაღალი შემადგენლობით.  ახლა კი კვლევების ავტორებმა თანამედროვე იონური მას-სპექტრომეტრის დახმარებით გაზომეს მაგმაში შემავალი წყლის მოლეკულების შემცველობა, რომლებიც დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინათ ჩამოყალიბდნენ. ამ შემადგენლობამ არ განიცადა დეგაზაცია. ვულკანური წარმოშობის მინერალთა უმრავლესობისგან განსხვავებით, მაგმის შემადგენლობა „შეფუთულია“ კრისტალური გარსით, რომელიც იცავს  აორთქლებისგან წყალსა და სხვა აორთქლებად ნივთიერებებს ამოფრქვევის დროს. ამ ნიმუშების ანალიზი საუკეთესო შესაძლებლობაა მთვარის წიაღში წყლის შემცველობის შეფასებისთვის.

გაზომვებმა აჩვენა, რომ ამ ნარევებში წყლის შემცველობა 615-დან 2 410-მდე ნაწილს შეადგენს მილიონიდან, რაც 20-100-ჯერ მეტია იმ მნიშვნელობაზე, რაც ადრე იქნა მიღებული – მილიონიდან 50 ნაწილი. ამგვარად დადგინდა, რომ წყლისა და რიგი სხვა ნივთიერებების – გოგირდის, ფტორისა და ქლორის შემცველობა დედამიწისა და მთვარის მანტიებში ერთნაირია. 

მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მთვარის ფორმირების წარმოშობის თეორიაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

 

скачать dle 11.3