კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიღებულია შავი ხვრელის ყველაზე სრულყოფილი სურათი

 

 

„ნასას“ სწავლულებმა შეძლეს, მიეღოთ შავი ხვრელიდან ამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადის ყველაზე სრულყოფილი ფოტო. მასზე აღბეჭდილია მეზობელი გალაქტიკის – „ცენტავრ A-ს“ ნაწილი, რომლის განფენილობა სულ რაღაც 4,2 სინათლის წელს შეადგენს, რაც ნაკლებია, ვიდრე მანძილი მზესა და მის უახლოეს ვარსკვლავს შორის.

ერლანგენ-ნურენბეგის უნივერსიტეტის გერმანელ მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, კორნელია მიულერმა, განმარტა, რომ, ჩვეულებრივ, ნაწილაკების ასეთი ნაკადი შეიძლება დავინახოთ, როდესაც მატერია შავი ხვრელის შიგნით ხვდება. ამასთან, დააზუსტა, რომ სწავლულებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ ყალიბდება ასეთი მოვლენა. ნაწილაკების ასეთი ნაკადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გალაქტიკების განვითარებაში, თუმცა ეს პროცესები ჯერ კიდევ სრულად არაა შესწავლილი.

„ცენტავრ A-ს“ გალაქტიკაში იმყოფება სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა 55 მილიონჯერ აღემატება მზის მასას. ეს გალაქტიკა, რომელიც ცნობილია, აგრეთვე, როგორც „NGC 5128“, იმყოფება 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ჩვენი გალაქტიკიდან.

შავი ხვრელის ახალი ფოტოსურათი სამხრეთ ნახევარსფეროში განთავსებული  ცხრა რადიოტელესკოპის საშუალებითაა გაკეთებული. ასე შეძლეს მკვლევრებმა, მოეახლოებინათ გალაქტიკის შიდა ნაწილი და მიეღოთ მკაფიო გამოსახულება. „ნასას“ წარმომადგენელმა რუპეშ ოჯხამ განმარტა, რომ, გაუმჯობესებულმა კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცეს, შეეერთებინათ ცალკეული ტელესკოპებიდან მიღებული მონაცემები.

 

скачать dle 11.3