კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვემშვიდობებოდი.

 

როგორ გაუბედურდა ბედნიერი ოჯახი ჯვრისწერის დღეს და რატომ ეძინა შვილს დედის კუბოში

ამბობენ, ადამიანები ამქვეყნად იმიტომ მოდიან, რომ განსაცდელს გაუძლონ, აიტანონ გაჭირვება, ტკივილი, დარდი და იმქვეყნად, სადაც არ არის სიდუხჭირე, ტკივილი და დარდი, სამუდამო განსასვენებელი დაიმკვიდრონო. ბევრი ამ აზრს არ ეთანხმება და ვერც იმ ტკივილს უძლებს, რასაც ახლობელი ადამიანების გარდაცვალება ჰქვია. გარდაცვალება ზოგადი ცნებაა, რადგან ზოგი შემზარავი, ტრაგიკული სიკვდილით ტოვებს ამ ქვეყანას, მათი ახლობლები კი ამ ტკივილს ვერ უძლებენ, აღარ სურთ მათ გარეშე ცხოვრება და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. ზოგიც, ლანდივით, ჩამქრალი თვალებით დადის და სიკვდილის მოახლოვებას ნატრობს.

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ნინო, მართლაც რომ განადგურებული და ცხოვრებისგან გამწარებული დედა და ბებიაა. მისი შემხედვარე, ყველა მიხვდება, რომ თავს საშინელი ტრაგედია დაატყდა და მის ცხოვრებას სამუდამო დაღი დააჩნდა – ცხოვრება ერთ დიდ კოშმარად ექცა.

ნინო: ხანდახან ვფიქრობ, არის თუ არა ამქვეყნად ჩემი ადგილი და ამის პასუხს ვერ ვიგებ. ცხოვრებამ ისე გამტანჯა და გამამწარა, ვფიქრობ, სუსტი რომ არ ვიყო, თავი ჩემი ხელით უნდა მომეკლა. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია, რომელსაც ყველაფრის ატანა და მოთმენა შეუძლიაო. ჰოდა, მეც ასე ვარ, დავდივარ ლანდივით ქუჩებში და ვგრძნობ, ჩემი გულშემატკივარი არავინაა. ღამით გული რომ წამივიდეს, წყლის მომწოდებელი აღარ დამრჩა. რა ვქნა? ასეთი ბედის ვყოფილვარ, სატანჯველად და სადარდებლად გავჩენილვარ...

– ქალბატონო ნინო, პირად საუბარში შვილი ახსენეთ. ახლა კი მეუბნებით, ამქვეყნად გულშემატკივარი არ მყავს და მარტო ვარ ამ ცოდვილ დედამიწაზეო. ეს როგორ გავიგოთ?

– ახლავე მოგახსენებთ. ერთი ბიჭი მიყვარდა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალიდან ვადევნებდი თვალყურს. რაიონიდან გახლდით და თბილისში დეიდასთან ვიყავი სტუდენტობის დროს. თენგომ, ასე ერქვა იმ ბიჭს, თავგზა ამიბნია, ისეთ დაპირებებს მაძლევდა, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა დედამიწაზე. ისიც რაიონიდან გახლდათ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ერთ დღესაც დამპატიჟა მასთან სტუმრად და ღამით აღარ გამომიშვა. დეიდაჩემი კინაღამ გაგიჟდა თურმე იმ ღამით. ახლა რომ ყველას მობილური უჭირავს და არ არის პრობლემა – გაიგო, ვინ სად არის, მაშინ ასე კი არ იყო. მეორე დღეს კი მივედით და ვუთხარით, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და დავოჯახდითო, მაგრამ რაღა დროს. ქალი თავის ჭკუაზე აღარ იყო. გამიყვანა მეორე ოთახში და მითხრა, ვინ არის, შვილო, რა ოჯახიდანაა, როგორი მშობლები ჰყავს, ხომ უნდა ვიცოდეთ, მამაშენი და დედაშენი მომკლავენ, ჩაბარებული ბავშვი ხარ და შარში არ გამხვიოო. მოვეხვიე და დავამშვიდე: დეიდა, კარგი ბიჭია, მთავარია, ერთმანეთი გვიყვარს და მშობლები წინააღმდეგები როგორ იქნებიან-მეთქი. მოკლედ, არ გავიდა ერთი კვირა და თენგოს მშობლები დაგვადგნენ თავზე. გამლანძღეს, გამთათხეს, სულ ქუჩის ქალი მეძახეს. მითხრეს, თენგოს ცოლიც ჰყავს და შვილიც, ოჯახს რატომ უნგრევო. მაშინ მივხვდი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და მოტყუებული დავრჩი იმ მამაკაცისგან, რომელიც ტკივილამდე მიყვარდა. რასაკვირველია, იმ დღესვე ჩავალაგე ჩემი ბარგი და დეიდაჩემთან დავბრუნდი. ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. თენგო იმ დღის შემდეგ აღარც მინახავს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვი გავაჩინე და ისე გავზარდე, არაფერი დამიკლია. მართალია, არც სიყვარული აკლდა, არც საჭმელი, არც სასმელი და არც ჩასაცმელი, მაგრამ მამის სითბოს მე ვერ შევუცვლიდი, ფაქტია. მთელი ბავშვობა მსაყვედურობდა, ჩემს ამხანაგებს რომ მამები აკითხავენ სკოლაში, მე რა დავაშავეო. თვრამეტი წლის რომ გახდა, ცოლი მოიყვანა. ვიცოდი, თეონა რომ უყვარდა, მისი კლასელი იყო, არაჩვეულებრივი გოგო, მაგრამ ვეუბნებოდი, ჯერ ადრეა, მე ხომ წინააღმდეგი არ ვარ, ჯერ ჩააბარეთ უმაღლესში, გაიკვლიეთ გზა და მერე დაოჯახდით-მეთქი. არ დამიჯერეს და ერთად ცხოვრება მოისურვეს. ერთად და ტკბილად ვცხოვრობდით მე, დეიდაჩემი, საბა და თეონა. რომ იტყვიან, ჩვენი სახლიდან ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გადიოდა. ერთი წლის თავზე პატარა გოგონა გაჩნდა ჩვენს სახლში. მას ჩემმა ბიჭმა და რძალმა ჩემი სახელი დაარქვეს და ეს ისეთი სიხარული იყო ჩემთვის, ენით ვერ გადმოგცემთ. სამი წლის რომ გახდა ნინიკო, თეონა ორსულად დარჩა და მითხრა – დედა, ისეთი ბედნიერი ვარ თქვენს ოჯახში რომ მოვხვდი, ამდენი სითბო და სიხარული მომანიჭეთ, ალბათ, ამას ვერასდროს გადაგიხდითო. ისე მესაუბრებოდა, გულში ცუდად გამკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ვუთხარი, შვილო, აბა, რას ამბობ, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, ჩემი შვილის მოსიყვარულე ცოლი და შვილიშვილის დედა და როგორ არ გვეყვარები, როგორ არ გცემთ პატივს-მეთქი. მუცელზე მოვეფერე, ვაკოცე და 

– ასეთი გრძნობა რატომ გაგიჩნდათ?

– ვერ გეტყვით, მაგრამ ამბობენ, ადამიანს წინათგრძნობა აქვს და ხვდება, რომ რაღაც ცუდი ელის წინო. სწორედ ასეთი გრძნობა დამეუფლა მეც. ამ საუბრიდან ერთი კვირის თავზე, საბამ და თეონამ გადაწყვიტეს, ჯვარი დაეწერათ. მითხრეს, არ გვინდა, ბავშვები უკანონოდ ითვლებოდნენ, ჯვარს დავიწერთ და ღმერთისგან დალოცვილები ვიქნებითო. დიდის ამბით ემზადებოდნენ. ტანსაცმელი შეიკერეს, ყველაფრის ორგანიზება მოახერხეს და სტუმრებიც დაპატიჟეს. ჯვრისწერის დღეს, ნინიკოს სიცხემ აუწია. ვერა და ვერ დავუგდეთ სიცხე. თეონას და საბას ვუთხარი: შვილო, მე და ნინიკო სახლში დავრჩებით, თქვენ მშვიდად წადით, დარდი არ გქონდეთ, მე მივხედავ და არაფერს დავაკლებ-მეთქი. მაკოცეს და გამოპრანჭულებმა გაიხურეს კარი... ეს ბოლო წამი იყო, როცა მათ გახელილ და სიხარულით სავსე თვალებს ჩავხედე ჩემი დასაბრმავებელი თვალებით. სულ რაღაც ორ საათში მოვიდა ჩემი ნათესავი და მითხრა, ავარიაში მოყვნენ თეონა და საბა, მძიმედ არიან და საავადმყოფოში წაიყვანესო. ნინიკოს მაღალი სიცხე ვერ დავუწიე, მარტოს ხომ ვერ დავტოვებდი? გადავირიე, ავტეხე კივილ-წივილი. ღმერთს  ვევედრებოდი, არ გამწირო, გადამირჩინე შვილები-მეთქი. ის ღამე თეთრად გავათენე, მეორე დღეს კი ორივე შვილი მომისვენეს სახლში. საშინელება ტრიალებდა. ყველა დასტიროდა საცოდავებს და ვერაფერს მეუბნებოდნენ სანუგეშოს. ერთადერთი, ყველა იმას იმეორებდა, ახლა ნინიკოს შენ სჭირდები და გამაგრდიო. სიმართლე გითხრათ, მის გამო ვიკავებდი თავს, რომ თავი არ მომეკლა. ბავშვი კალთაში მეჯდა და არ მშორდებოდა. ვერ ხვდებოდა, რატომ მოდიოდა ამდენი ხალხი, რატომ ტიროდა ყველა, რატომ იდგა სახლში ორი სასახლე და რატომ ივსებოდა პატარა ბინა ყვავილებით. სანამ საბას და თეონას გავასვენებდით, წინა ღამეს, ნინიკო საწოლში ჩავაწვინე, მეგონა, დავაძინე. მე კი მეორე ოთახში გავედი. ნათესავები რჩებოდნენ და მათ ვესაუბრებოდი. დაახლოებით, ღამის ოთხი საათი იქნებოდა, რომ „ზალაში“ შევედი. დავჯექი სკამზე და ტირილი დავიწყე. გავიხედე, თეონას სასახლეზე გადაფარებული ქსოვილი ამოძრავდა. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი. კარგად დავაკვირდი და მივხვდი, არ მოვტყუვდი. ავდექი, მივედი და ქსოვილი გადავხადე. მაშინ მივიღე ნამდვილი შოკი.

– იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

– მეგონა, ნინიკო დავაძინე. არადა, თურმე ამდგარა, აბობღებულა და დედამისის სასახლეში ჩაწოლილა. თან, ზემოდანაც გადაუფარებია და ისე დაუძინია მიცვალებული დედის გვერდით. ვეცი ბავშვს, ავიტაცე ხელში, ჩავიკარი გულში და ვკითხე – ბებო, აქ რა გინდა, მე ხომ საწოლში დაგტოვე-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? მოგატყუე ბებო, მე დედასთან და ჩემს პატარა ძამიკოსთან მინდოდა დაძინება, ხომ მეუბნებოდი, შენი ძამიკო რომ დაიბადება, მერე ერთად დაიძინებთ ხოლმე და მარტო აღარ იქნებიო. გული დამეწვა, ვეღარ შევიკავე თავი და ისე ავბღავლდი, ბავშვი გადავრიე.

– ახლა შვილიშვილთან ერთად ცხოვრობთ?

– ნეტავ, ასე იყოს და ვიტყოდი, ბედნიერი ვარ-მეთქი... ნინიკო ხუთი წლის რომ გახდა, მითხრეს, სუსტი ძვლები აქვს და ურეკში რომ დაასვენოთ კარგი იქნებაო. რასაკვირველია, წავიყვანე. ოღონდ ის მყოლოდა კარგად და ყველაფერს გადავიტანდი, იმ ტკივილსაც, რომელიც შვილმა და რძალმა დამიტოვა სამუდამოდ. ვერ გეტყვით, რა მოხდა. ჩემს გვერდით იჯდა ნინიკო და თამაშობდა სილაში. მე კი ჟურნალს ვკითხულობდი. უცებ, ჩოჩქოლი ატყდა. ხალხი ზღვაში კივილ-წივილით შევარდა. წამოვხტი, მივიხედ-მოვიხედე და ნინიკო ვეღარ დავინახე... თურმე, ბავშვი ზღვაში შემეპარა და ვერ დავინახე. ღრმული ყოფილა და იქ ჩავარდნილა. ისიც გამომეცალა ხელიდან და მისი მშობლებისა და არდაბადებული დედმამიშვილის გვერდით დავკრძალეთ. მას მერე, ასე ცოცხალ-მკვდარი დავდივარ და ღმერთს ყოველდღე ვეხვეწები, მომკალი-მეთქი. ასეთ გაწამებულ სიცოცხლეს რა ვუთხარი მე... ასე გამამწარა ცხოვრებამ და ამდენი დარდით რომ გული არ მისკდება, მიკვირს. მაგრამ როგორც გითხარით, ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია.

 

скачать dle 11.3