კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადარია მაკა ზამბახიძე და ვისზეა შეყვარებული ნოდიკო ტატიშვილი



მაკა ზამბახიძემ და ნოდიკო ტატიშვილმა ერთმანეთი „იურმალის“ შესარჩევ კონკურსზე გაიცნეს, იმ დროს ნოდიკო „სლავიანსკი ბაზარზეც“ მიდიოდა. ისე მოხდა, რომ მაკამ და რატიმ „ახალი ტალღა“ მოიგეს, ნოდიკო კი „სლავიანსკი ბაზარზე“ მეორე ადგილზე გავიდა. ამხელა წარმატების შემდეგ ისინი კიდევ უფრო დამეგობრდნენ და დღეს მაკა „ჯეოსტარელი“ ნოდიკოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მაკა ზამბახიძე





– შენ ხომ იცი, ყოველთვის იყავი ჩემი „გოლას აზიი“ და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომღერალი. სხვათა შორის, სულ მესმის, რად უნდოდა ნოდიკოს კონკურსი, ის უკვე პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყოო, მაგრამ ამაში არავის ვეთანხმები. მეც კი სიამოვნებით მივიღებდი „ჯეოსტარში“ მონაწილეობას, რადგან ეს ძალიან მრავალფეროვანი კონკურსია. ბევრ სხვადასხვა ჟანრის სიმღერას მღერი, ბევრს წვალობ. ამიტომ, მიხარია, რომ იქ ხარ. მითხარი, რა იგრძენი, როდესაც პირველად გახვედი იმ სცენაზე და პირველი სიმღერა იმღერე, გულმა რა გიქნა?

– შენ ხომ კარგად იცი, ამ დროს რაც ხდება?! სულ ვამბობ, როდესაც სცენაზე ნერვიულობას იწყებ, იმ წუთშივე უნდა იცოდე, რომ იმის მეოთხედს აჩვენებ, რაც რეალურად შეგიძლია. მიუხედავად ამისა, მაინც ვნერვიულობ. რაღაც ღელვა არის, სხვანაირად ვერ მოახერხებ, უგულო ხომ არ ხარ? მაგრამ მერე უკვე ვეღარაფერს ვხედავ.

– ხალხს უყურებ თუ ჟიურის?

– მართლა ვეღარავის ვხედავ. არა, ემოციებსა და რეაქციებს სულ ვგრძნობ ყველა ადამიანისგან, მაგრამ ეს ერთ მთლიანობაში მოდის, ზოგად სიტუაციას ვხედავ. ჟიურის ვერ ვუყურებ, იმიტომ კი არა, რომ არ მინდა, მართლა ვერ ვახერხებ.

– მე კიდევ ზეპირად გეტყვი, იურმალაში ვინ ვის რა გადაულაპარაკა, პუგაჩოვა როგორ მისმენდა, კრუტოი საით გადაიხარა და სხვა.

– სხვათა შორის, „სლავიანსკი ბაზარზე“, მეორე დღეს სცენაზე, რომ გავედი არავისთვის შემიხედავს, მარტო ჟიურის წევრებს ვუყურებდი გიჟივით და ვუმღეროდი „თენდებაა“... ანუ როგორი სახე მქონდა იცი, მაღალი ქულები უნდა დამიწეროთ-მეთქი. იქ ჟიური მაინც მტრულად არის განწყობილი, ჩვენთან კი ჟიური ისეთ სახეს არასდროს იღებს, რომ შენში ცუდის დანახვა უნდოდეს, აშკარად გგულშემატკივრობს. მათაც გადავხედავ ხოლმე, მაგრამ კონკრეტულად ვერ ვაკვირდები.

– მოგწონს რა რეპერტუარსაც გირჩევენ?

– კი ძალიან. მაკა მეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა „ჯეოსტარში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ხშირად მესმის, რომ ამბობენ – რატომ გავიდა, უკვე წარმატებული მომღერალი იყოო. მაგრამ, ვერ წარმოიდგენ რა სიამოვნებაა ამ კონკურსში ყოფნა. ჯერ მარტო რამხელა ბედნიერებაა ბენდთან ერთად მუშაობა რეპეტიციის დროს, რომელიც სულ გამოხატავს შენს მიმართ კარგ დამოკიდებულებას. ემოციურები არიან.

– რეპეტიციაზეც ისე იხარჯები, როგორც სცენაზე?

– კი, მაგრამ სცენას კიდევ სხვა ხიბლი აქვს, შენ ეს იცი, ჩემო მაკა. (იცინიან) რეპეტიციაზე უფრო განვიცდი ყველაფერს, არაფერი მომწონს, როგორც კი ვიმღერებ, ვამბობ, რა საშინელებაა-მეთქი. იმიტომ რომ, იქ მუშაობ, ეძებ. რომ გითხრა მელმიზებს ვიგონებ, რომელსაც მერე სცენაზე გავაკეთებ-მეთქი, მოგატყუებ. იქ შესაძლოა, სულ სხვა რაღაცამ დამარტყას თავში, კიდევ უფრო უკეთესმა და ის გამოვიდეს. ანუ, სცენას სულ სხვა მუხტი აქვს.

– არ არის რთული, როდესაც იცი ესემესებმა უნდა გადაწყვიტოს შენი ბედი?

– ძალიან ვნერვიულობ ამ თემაზე, რადგან ესემესები მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ვეთანხმები ამ პროექტს, შესაბამისად, მის ყველა წესს. ასეთი პროექტია და მორჩა. ხალხის და საზოგადოების დიდი იმედი მაქვს.

– იმდენი უნდა გააკეთო, რომ საზოგადოებას ძალიან მოეწონო და ნოდიკოს 3007 აკრიფოს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ჟიურის თავისი სიტყვის თქმა უნდა შეეძლოს. ყველაზე ძალიან სწორედ ის მახარებდა ამ კონკურსში, რომ ჟიურის თავისი რჩეულის გადარჩენა შეეძლო. ზუსტად ვიცი, რომ შენ ამ კონკურსში ერთ-ერთი ლიდერი ხარ, თუ გრძნობ ამას შენც?

– ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ დამთავრებული არ არის კონკურსი, მაგრამ ყველა, ვინც ამ პროექტის გარშემო ტრიალებს, უდიდეს სითბოს გამოხატავს ჩემს მიმართ. მეუბნებიან, მაგარი ხარო. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი მასტიმულირებელია მომღერლისთვის. შემდეგ უამრავი ჩემი კოლეგა მირეკავს, არ ჩერდება ჩემი ტელეფონი და ეს როგორ მახარებს, იცი?! ქუჩაშიც ხან ტაშს მიკრავენ, ხან – მიღიმიან. ხალხის აღიარებაა ჩემთვის ყველაზე მთავარი, გავხდე მათი საყვარელი მომღერალი.

– ნოდიკო, მოდი მოვყვეთ, როგორ გავიცანით ერთმანეთი?

– ვიცეკვეთ. (იცინიან).

– თან როგორ ვიცეკვეთ. მთელი კლუბი ჩვენ გვიყურებდა და ყველა ჩვენნაირად ცეკვავდა. მაბზრიალებდი, „კაკ ვსიგდა“.

– მოსკოვში გავიცანით ერთმანეთი. (მე მომმართავს. ს.გ.). „იურმალის“ ქასთინგზე, ღამის კლუბ „ბაკარაში“. იქვე დავმეგობრდით.

– უამრავი კონკურსანტი იყო, მაგრამ ჩვენ რაღაც უცებ გავუგეთ ერთმანეთს. ნოდიკო საოცრად გვგულშემატკივრობდა „იურმალაზე“, ჩვენ კი – „სლავიანსკი ბაზარზე“. შემდეგ უკვე, როდესაც ჩამოვედით, გადავწყვიტე მოვსულიყავი იმ კლუბში, სადაც მღეროდი. მინდოდა, თავიდან ბოლომდე, სრულყოფილად მომესმინა შენი სიმღერისთვის. მოვედი სპეციალურად შენს მოსასმენად. იქ ატყდა ჩახვევები და გადახვევები, მილოცვები, ამბები და ნოდიკომ დაიწყო სიმღერა. ისე გადავირიე, სკამზე დავრჩი, გავგიჟდი, ისეთი მაგარი იყო. მერე იქაც ვიცეკვეთ... (იცინიან).

– ჩვენი ცეკვა არის განუმეორებელი, ეს ყველამ იცის. იმის შემდეგ რატიმ და მაკამაც დაიწყეს კლუბში სიმღერა და არ არსებობს დღე, რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ. ერთმანეთს ვუსმენთ.

– ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს, მაგრამ ჩვენთვის ბუნებრივია ერთმანეთის სცენაზე მოწვევა. ჩვენს საღამოებზე სულ მღერის. ერთი სიმღერა გვქონდა გაკეთებული მე და რატის, მაგრამ სპონტანურად სურვილი გამიჩნდა ჩემთან ერთად შენ გემღერა...

– ეს რომ გამოაცხადა, რა რეაქცია მექნებოდა, ხომ წარმოგიდგენია. როდესაც მე ვმღერი, თქმაც არ გჭირდება, რომ ჩემს გვერდით უნდა იყო. (იცინიან).

– ისე როგორი მაგარია ბენდთან ერთად მუშაობა ხომ?

– საოცრად. „სლავიანსკი ბაზარზე“ ორკესტრთან ერთად ვმღეროდი და იქ ჩავრჩი. იმის შემდეგ ჩემს უკან სულ ორკესტრები უკრავენ. (იცინიან) ახლა ვართ „თუ საიდში“, სადაც ბენდთან ერთად მუშაობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. მიხარია, რომ ერთმანეთს ვაფასებთ და ერთმანეთის გვერდით ვართ.

– შენ ხარ ძალიან ტკბილი, თბილი და ჭკვიანი ადამიანი და ეს სულ ჩანს შენს სიმღერაში. ძალიან იშვიათია მომღერალი, რომელიც შენსავით, დეტონაციების გარეშე მღერის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი არ შეგცვლის.

– შენ ახლა ბოდვებში ხარ, ხომ?! რამ უნდა შემცვალოს ნუ გადამრიე...

– არა, მე კი ვიცი, მაგრამ მკითხველმაც მინდა გაიგოს, რა ოქრო ხარ.

– რაც შენ და რატის დაგემართათ, მეც ის დამემართება. როგორ ვერ იცლიდი დღეს ინტერვიუსთვის?! არ დაგივიწყებ! (იცინიან) დაგირეკე და მივხვდი, რომ აბსოლუტურად ზედმეტი ვიყავი.

– ვახო მაწვალებდა, მიღუტუნებდა, სახლში რაღაცეებს ვგიჟობდით, როდესაც შენ დარეკე. (იცინიან) ყოველ მეორე სიტყვაზე ვკიოდი. (იცინიან).

– და, მივხვდი, რა ცუდ დროსაც დავრეკე. თან ისიც გამახსენდა, რომ ბავშვი გინდათ. შენს სიცილზე მივხვდი, რომ მეორე დღეს უნდა დამერეკა.





ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი





– როგორ ახერხებ, რომ სცენაზე ასეთი საოცარი მუხტი მოდის შენგან. გარდა იმისა, რომ მაგრად მღერი, სცენაზე ისეთი შარმი გაქვს, თითქოს სულ იცვლები. სცენაზე ისე ხარ, როგორც საკუთარი, ოჯახში.

– ვერ ვხვდები, არადა, ამას ძალიან ბევრი მეუბნება. არაფერს ვაკეთებ ამისთვის, არანაირ ნიღაბს არ ვიკეთებ. სცენაზე გავდივარ და ასეთი ვარ. შენ ხომ მაინც მიცნობ, რომ ცხოვრებაშიც ასეთი ტიპი ვარ, გიჟი, გადარეული, სულ მხიარული, ლაღი, არ მახასიათებს დეპრესიები. ალბათ, ეს ყველაფერი სცენაზეც ჩანს.

– კი, მაგრამ სცენაზე კიდევ სხვა რაღაც გემართება, ვერ ვხსნი ზუსტად. არა, ისეთივე იდიოტი ხარ, მაგრამ სხვანაირი შარმით და მუხტით.

– ძალიან მსიამოვნებს სიმღერა და ეს მემჩნევა ალბათ. თან მსიამოვნებს ამ დროს მაყურებელთან ურთიერთობა, ვუღიმი მათ, მათთვის ვმღერი. ამის გარეშე არაფერი გამოდის. სულ რომ დავანგრიო დარბაზი, თუ არ გავიღიმე ნული იქნება იმ ნამღერის ფასი.

– ახლა შენ თვისებებზე ლაპარაკობ, მაგრამ კიდევ სხვა რაღაც ხდება და ალბათ, ამას თავადაც ვერ ხსნი. კარგია, ესე იგი სიღრმიდან მოდის ყველაფერი. მითხარი, როდის უნდა ველოდოთ ბავშვს?

– (იცინიან) ძალიან, ძალიან გვინდა მე და ვახოს შვილი, მაგრამ მანამდე რაღაცეები გვაქვს მისახედი, ბინის ყიდვა გვინდა. ბევრი ნიუანსია მოსაგვარებელი. თან ღამით ვიღაც მომღერლები მირეკავენ ხოლმე...

– მე დამაბრალე ახლა ყველაფერი. (იცინიან).

– არა, ვხუმრობ ჩემო კარგო. ისე რა დროს ბინაა, ფინანსებს ვზოგავ შენი ფინალისთვის, სერიოზულად ვემზადები, რომ გვერდით დაგიდგე.

– აი სწორედ. ახლა მჭირდება ყველა ჩემიანის გვერდში დგომა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის. რას გრძნობ ხოლმე, როდესაც ვმღერი?

– ზუსტად აგიხსნი: კონცერტის დღეს მე და ვახო ყოველთვის სახლში ვართ, მარტოები, რომ არავინ შეგვიშალოს ხელი. ტელევიზორი ბოლო ხმაზეა აწეული. ყველა კონკურსანტის გამოსვლაზე ძალიან ვნერვიულობ, მაგრად განვიცდი. როდესაც შენი გამოსვლის დრო მოდის აბსოლუტურად ვეშვები, არ ვნერვიულობ. ვახო დაჭიმული ზის ხოლმე სავარძელში, ისე განიცდის, ვერ წარმოიდგენ. მაშინ, როდესაც შენი სიმღერა განვითარებას იწყებს, მიდის კულმინაციისკენ, ჩემი მდგომარეობა იცვლება. რომ მთავრდება, მერე ვხვდები, რომ თურმე სულ სველი ვარ. ისე გადასცემ ყველას შენს ემოციებს, იმ ყველაფერს, რასაც თავად განიცდი, რაც შენში ხდება, რომ ყველაზე მოქმედებ. იგივე შემიძლია ვთქვა, რატიზე. სულ იღვრება, ისე იხარჯება სიმღერის დროს.

– მგონია, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი შენ და რატი, იმისთვის რომ სულ ერთად იმღეროთ.

– ისე, როცა გვიყურებ, არ გქონია სურვილი შენც გყავდეს პარტნიორი გოგო, რომელთან ერთადაც იმღერებდი? თუ მაინც მარტო გირჩევნია წინსვლა?

– რა თქმა უნდა, მიფიქრია და მინატრია კიდეც. თუმცა ისიც მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი ადამიანის პოვნა.

– ნოდიკო, შეყვარებული გყავს?

– არა.

– მატყუებ?

– (იცინიან) ხომ იცი, რომ არ გატყუებ. შეყვარებული ცოტა სხვა რაღაცაა.

– შეყვარებული რომ იყო, უფრო გაგიადვილდებოდა კონკურსში ყოფნა თუ პირიქით?

– იცი რა, როდესაც შეყვარებული ხარ, სულ სხვანაირად მღერი, კიდევ უფრო ემოციურად და მგრძნობიარედ, ვიდრე მანამდე. მაგრამ კონკურსის პირობებში ეს ცოტა რთულია. მართალია, მაქვს სიმპათიები ერთი გოგოს მიმართ, მაგრამ ეს ჯერ არ არის სიყვარული. იცი, სიყვარული ვფიქრობ, ისეთი რამეა, რომელიც არ უნდა ეძებო, ნამდვილი სიყვარული თავისით მოდის. მას თავისით შეგახვედრებს ცხოვრება და მაშინ მიხვდები, რომ ეს არის შენი ცხოვრების პარტნიორი, თანამგზავრი. რაც შეეხება კონკურსის დროს ნერვიულობას, ალბათ, უფრო მეტად ვინერვიულებდი, რომ ვიცოდე, დარბაზში ჩემი შეყვარებული ზის, მაგრამ თან ვუმღერებდი. შენ რას გრძნობდი ვახოსთან დაკავშირებით?

– ახლა ცოტა მივეჩვიე. თავიდან ძალიან განვიცდიდი. ხანდახან ვფიქრობ, კონკურსის დროს რომ დაწყებულიყო ჩემი და ვახოს ამბავი, შესაძლოა, ძალიან ცუდად ემოქმედა ამას.

– რა სისულელეს ამბობ, კონკურსის დროს ხომ იცნობდი?

– არა, შენ თავს ვფიცავარ, ჩამოვედი თუ არა, პირველ აგვისტოს გავიცანი, პრეზიდენტმა რომ საჩუქარი გადმოგვცა, იმ დღეს. ერთი წელი თვითონ მიცნობდა, უბრალოდ, მე არ ვიცნობდი. მერე მიყვებოდა, თურმე ბაკურიანში ერთ პერიოდში ვყოფილვართ. კიბეზე ჩამოვდიოდი და ვახოსთვის შემიხედავს. „დუტის“ ქურთუკი გეცვაო, მიყვება და ისე საყვარლად შემომხედე, გავგიჟდიო. ეს მომენტი საერთოდ არ მახსოვს. ხომ ხვდები, რაშია საქმე?! (იცინიან).

– როგორც მამაკაცი, როდის დაინახე პირველად? როდის გამოიწვია შენში გრძნობები?

– გაცნობიდან მესამე დღეს, როდესაც პირველი საჩუქარი მომიტანა.

– რა იყო ეს?

– პარფიუმერიის ნაკრები.

– ხედავ, რა ხდება?! მანამდე კი ხედავდა, მაგრამ მასზე არ უფიქრია. ეს ცოტა სხვა გოგოა ჩემო სალომე. (მე მომმართავს – ავტორი). თავიდანვე დააფიქსირა, რომ ამ ბიჭს მოსწონს, მაგრამ სანამ საჩუქარი არ გადასცა, ყურადღება არ მიუქცევია. (იცინიან).

– რა ბოროტი ხარ, ნოდიკო, მომისმინე. მოკლედ, გადმომცა ეს საჩუქარი, მანქანიდან გადმოვდიოდი და...

– აი, გაცნობიდან მესამე დღეს უკვე მისი მანქანიდან გადმოდიოდი?! (იცინიან).

– სახლში მომაცილა ჩემს მამიდაშვილებთან ერთად, დებილო. რა ალალი ვარ, ღმერთო ჩემო! (იცინიან) მოკლედ, მანქანიდან გადმოვედი და ვუთხარი, დიდი მადლობა-მეთქი და უცებ თავჩაღუნული ვახო ამბობს, მადლობა შენ, რომ არსებობო! ამან ისე იმოქმედა ჩემზე, მაშინ სითბო ჩამეღვარა სულში. ძალიან სიღრმიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, საოცარი გულწრფელობა ვიგრძენი.

– არადა, როგორი განებივრებული იყავი თაყვანისმცემლებით.

– ჩემს ცხოვრებაში სულ იყვნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ არავის მიმართ არ მქონია ასეთი დამოკიდებულება. შენ როგორი გოგო წარმოგიდგენია შენს გვერდით?

– შენ როგორ გგონია?

– ისეთი პუწკუნა გოგო უნდა იყოს, ძალიან მაღალი – არა. უნდა იყოს მხიარული, ლაღი და არა მოღუშული. ისეთი მხიარული, როგორიც შენ ხარ.

– ეს შენ არ გინახივარ არასდროს ცუდ ხასიათზე. როგორი მოწყენილიც არ უნდა ვიყო, მაკას დავინახავ თუ არა, ოთხმოცდახუთივე კბილი მიჩანს ეგრევე. შესაბამისად, მაკას ცუდ ხასიათზე არ ვუნახივარ. (იცინიან).

– ანუ ესე იგი ჩემნაირი გოგო გინდა გვერდით. გამოტყდი, აღიარე.

– ასე გამოდის. აუცილებლად უნდა იყოს, როგორ თქვი?! პუწკუნა და ქერა არა...

– ხვანცალა გოგო უნდა იყოს.

– კი, ყველგან რომ ხვანცალებს. (იცინიან).

– აუ, დამთავრდა ინტერვიუ, არადა ახლა შევიჭერით როლებში. (იცინიან).



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3