კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოვუყალიბოთ ზრდასრულ ძაღლს სასურველი ხასიათი და რატომ განიცდის პატრონი უარყოფით ემოციას მისი პირველად გასეირნებისას

 

ბევრს აქვს სურვილი, სახლში ძაღლი იყოლიოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი და ფინანსური მდგომარეობა არ კმარა. მთავარია, ზუსტად იცოდეთ როგორ, რა დროს, რა პირობებში უნდა მოიყვანოთ ოჯახის ახალი წევრი. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.  

– ყველას ვისაც ძაღლის აყვანა სურს და ამ საკითხში სათანადო გამოცდილება არ აქვს, აინტერესებს ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი – რა ასაკშია ლეკვის აყვანა იდეალური. ამასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას გაუწევთ ძაღლის მომავალ პატრონებს?

– გეთანხმებით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და, კარგია, თუ ეს აინტერესებთ. არსებობს ორი ვარიანტი: აიყვანოთ პირდაპირ დედისგან, ან აიყვანოთ უკვე წამოზრდილი ლეკვი ყველა აცრის გაკეთების შემდეგ. მეორე შედარებით უკეთესი ვარიანტია.

– რატომ?

– წამოზრდილი ლეკვი ჯანმრთელია, აცრილია, გასეირნება შესაძლებელია და სახლს ნაკლებად  აბინძურებს ან საერთოდ არ სვრის. უფრო მეტიც, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და ლეკვი სრულიად დამოუკიდებელია დედისგან. ასევე, როცა ლეკვი დიდხანსაა დედასთან და თავის და-ძმებთან, ის უკეთესადაა გარკვეული ძაღლებთან ურთიერთობაში, კარგად ესმის ძაღლების ენა და ჟესტიკულაცია. ამ პერიოდისთვის მას გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბებული აქვს ხასიათი. მიუხედავად აღნიშნული პლუსებისა, უმჯობესია, ლეკვი აიყვანოთ 8-10 კვირის ასაკში და ჩვენ თვითონ მივაჩვიოთ ის ტუალეტში გასვლას, სხვა ქცევის წესებს და თქვენი სურვილისამებრ ჩამოუყალიბოთ მას ხასიათი, ვიდრე უკვე არასწორად ჩამოყალიბებული ხასიათის ცხოველი გყავდეთ სახლში. ამ ასაკში აყვანილი ლეკვი, გარდა იმისა, რომ ადვილად ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან და უფრო კომუნიკაბელურია, ადვილად იკავებს თავის ადგილს იმ გარემოშიც, სადაც მას ცხოვრება მოუწევს. 

– იმ ძაღლებზე რას იტყვით, რომლებიც ძაღლსაშენებში იზრდებიან?

– ლეკვები, რომლებიც გარკვეული პერიოდი იზრდებიან დაკეტილ ძაღლსაშენებში, ვოლიერებში, შეიძლება, გაიზარდონ თავისი ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლები ექსტერიერში, მაგრამ, არასწორი ფსიქიკა ჩამუყალიბდეთ. ასეთი ძაღლი, შეიძლება, შევადაროთ ბავშვ მაუგლის, რომელიც თავისი თავის რეალიზაციას ვერ ახდენს ადამიანთა საზოგადოებაში. ლეკვი, რომელიც თავის დროზე არ არის გაცნობილი მრავალფეროვან სამყაროს, უფროს ასაკში ვერასოდეს მიეჩვევა ტრანსპორტში ჩაჯდომას, ქალაქის ხმაურს და ასე შემდეგ. ასეთ ცხოველს ვერ გავასეირნებთ და აღნიშნული ხასიათის კორექცია პატრონისგან მოითხოვს ძალიან დიდ და შრომატევად მუშაობას. 

– ანუ, მაინც უმჯობესია, ლეკვი პატარა ასაკში მოვიყვანოთ სახლში და ისე გავზარდოთ, როგორც ჩვენ გვინდა?

– პატარა ასაკში ლეკვი სახლში მოხვედრისთანავე ადვილად ეჩვევა ოჯახის წევრებს. ამიტომ, ამ შემთხვევაში  ნაკლები პრობლემა იჩენს თავს. 

– ხშირად ისეც ხდება, რომ სახლში კატა და ძაღლი ერთად არიან. ბევრს ჰგონია, რომ ეს დაუშვებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ერთად გაზრდილ ცხოველებს ერთმანეთის მიმართ აგრესია არ უყალიბდებათ.

– მართალია, შეიძლება, კატა და ძაღლი გარეთ ერთმანეთს ერჩიან და ეს ხშირ შემთხვევაში ასეც არის, მაგრამ, ლეკვებს, რომლებიც სახლში კატებთან ერთად იზრდებიან, შემდგომში უყალიბდებათ კატების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და მათ არ ერჩიან. მაგალითისთვის ანალოგიურია მეცხვარე ძაღლების მაგალითი – მათში მონადირის დამოკიდებულება ცხვრების მიმართ ქრება. ასევე არიან სოფლის ძაღლები, რომლებიც არ ახრჩობენ ქათმებს და ეზოს სხვა ბინადრებს, თუ მათთან ერთად იზრდებიან. 

– იმ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ იგივე შედეგი მივიღოთ, როცა სახლში უკვე ზრდასრული ძაღლი მიგვყავს?

– იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ზრდასრული ძაღლის ხასიათი და მათი დამოკიდებულება სხვა ადამიანისა და ცხოველების მიმართ, ძაღლს უნდა შეუქმნათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. საერთოდ, ძაღლებში გარესამყაროს აღქმა და დამახსოვრება იწყება 4 კვირის ასაკიდან 16 კვირამდე. ლეკვი სწავლობს ძაღლებთან ურთიერთობას, ძაღლურ ენას, ამყარებს იერარქიულ ურთიერთობებსა და სოციალურ კონტაქტებს. ამიტომ, დედიდან და თავისი და-ძმებიდან ადრე წამოყვანილი ლეკვი შემდგომ ავლენს განსაკუთრებულ აგრესიას ძაღლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლია რამე ზიანის მიყენება, ან, პანიკური შიში ეწყება ძაღლების მიმართ.

პირველი გასეირნებისას პატრონს, შეიძლება უარყოფითი ემოციები ჰქონდეს თავისი ძაღლის ქცევიდან გამომდინარე, რადგან, სხვა ძაღლებთან შეხვედრისას, ემოციებისგან ძაღლმა შეიძლება, უნებლიედ მოშარდოს, ან პირიქით, თავს დაესხას სხვა ძაღლს. ამიტომ ამ დროს საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ და გავამხნევოთ შეშინებული ლეკვი, ხოლო მეტი აგრესიულობისას დავტუქსოთ. სასურველია, ყოველთვის ვეცადოთ, რომ ჩვენს ძაღლს ძაღლებთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს.  

 იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ ძაღლს ვერ იმორჩილებთ და თავისებური ხასიათის გამო ის დამოუკიდებლად მოქმედებს, სასურველია, მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ ლეკვის აღზრდაში.

 

скачать dle 11.3