კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიწყოთ სახლში SPA ატმოსფერო, ანუ რჩევები მათთვის, ვინც SPA სალონებში სიარულს ვერ ახერხებს

 

1) იყიდეთ ფერადი სანთლები, დეკორატიული ქვები (შეგიძლიათ, ზღვისპირეთიდან შარშან ჩამოტანილი კენჭებიც გამოიყენოთ), სურნელოვანი ჩხირები (ასანთებად, ოღონდ, შეარჩიეთ ნაზი და მსუბუქი სურნელი), მინდვრის ყვავილების რამდენიმე პატარა კონა (რომლის სურნელიც განსაკუთრებით გსიამოვნებთ).

2) აბაზანაში აანთეთ ფერადი სანთლები და სურნელოვანი ჩხირი. დეკორატიული კენჭები დააწყვეთ მრგვალ სინზე და დადგით ჯაკუზის ან ნიჟარის მახლობლად. მინდვრის ყვავილები ჩააწყვეთ ლარნაკებში და დააწყვეთ ისეთ ადგილას, რომ აბაზანის მიღებისას კარგად ხედავდეთ. ჩართეთ მშვიდი, სასიამოვნო მუსიკა (დაბალ ხმაზე), ჩაწექით ზღვისმარილიან აბაზანაში, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით.

3) მთელ სხეულზე გაიკეთეთ შაქრისა და დაფქული ყავის სკრაბი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4) 20-25 წუთის შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი, ჩაიცვით პირსახოცის ხალათი და დალიეთ გვირილის ან პიტნის ჩაი (შეგიძლიათ, თქვენი საყვარელი მურაბა მიაყოლოთ).

5) ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კარგი იქნება, ერთი საათით წამოწვეთ და უყუროთ კომედიური ჟანრის ფილმს ან წაიკითხოთ ისეთი წიგნი, რომელიც თქვენს ნერვულ სისტემას დაამშვიდებს.

თუ კვირაში ერთხელ მაინც მოიცლით საკუთარი თავისთვის და ამ პროცედურებს ჩაიტარებთ, გვერწმუნეთ, სამუდამოდ დაგემშვიდობებათ დაღლა, სტრესები და ნევროზი, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს გარეგნობაზე.

 

скачать dle 11.3