კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი რომანი?! – ნუ გეშინია...

 

 

არასოდეს შეგეშინდეს იმის, რაც ძალიან გინდა. გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოვა. მერე რა, თუ ერთხელ იმედი გაგიცრუვდა. ტკივილი გაივლის და სიყვარული გულში ჩაგიხუტებს. გინდოდეს სიყვარული – აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილია. ადამიანი მაინც სიყვარულისთვის არის გაჩენილი და ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაუჩნდება ამის მოთხოვნილება. სიყვარული ადამიანს ბედნიერს ხდის – ეს ფიზიკური პროცესია. შეყვარებული ორგანიზმი გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონებს – დოპამინს, სეროტონინს და ოქსიტოცინს. ფიზიკა ფიზიკოსებს დავუტოვოთ და იმაზე ვიზრუნოთ, როგორ „შემოვიჩვიოთ” სიყვარული, როგორ „მივიჩვიოთ” და „ჩვენიანად” ვაქციოთ. ერთხელ (თუნდაც ორჯერ), განცდილი წარუმატებლობა ნუ შეგაშინებთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ მარტო სურვილი იმისა, რომ გიყვარდეს, საკმარისი არ არის. ზოგჯერ საწინააღმდეგო ეფექტიც კი აქვს – რაც უფრო ძლიერ მივილტვით ამ გრძნობისკენ, მით მეტი დაბრკოლებები და ბარიერები გვხვდება გზაზე. არადა, ჩვენ ხომ ბევრი არც არაფერი გვჭირდება: ცოტა ალერსი, სითბო და საყვარელ ადამიანთან სიახლოვე.

იყოთ მზად ახალი გრძნობის დასახვედრად და მის მისაღებად, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ წარსულისგან დანატოვარი ნეგატივისგან. და, კიდევ ერთი: – უნდა დაასრულო ძველი, რომ დაიწყო ახალი! – ეს აქსიომაა.

არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ იმაზე, რომ ეს რომანიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც წინა. თუ თავიდანვე გათვალეთ, მართლა ცუდად წავა საქმე. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და, კიდევ –  თქვენს ახალ პარტნიორზე.

წარსულის დავიწყება არ ნიშნავს, მისგან კარგი გაკვეთილის არმიღებას. მაგალითად, იმას მაინც უნდა მიხვდეთ, პირადად თქვენ სად დაუშვით შეცდომა, ანუ, რა არ უნდა გაგეკეთებინათ. თუ სწორ კურსსა და სწორ მიმართულებას აიღებთ, თქვენი გრძნობათა ხომალდი სიყვარულის ზღვაში წარმოქმნილ რიფზე აღარ დაიმსხვრევა.

 

скачать dle 11.3