სტრიპტიზი ქმრის თანაგუნდელებისთვის
ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ სტუმრად ყოფნისას „პორტსმუთი“ დაამარცხა. მატჩის შემდეგ გამარჯვებული კლუბის ფეხბურთელებმა ადგილობრივ ბარში მოლხენა გადაწყვიტეს და თან მეგობარი გოგონები და ცოლები მიიყვანეს. მათ ბარი იქირავეს, მის ადმინისტრაციას კი უთხრეს, რომ დაწესებულება დაეხურათ და მარტო მათ მომსახურებოდნენ. ეს სიამოვნება ოცი ათასი გირვანქა დაჯდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო სხვა რამ არის: ცოტაოდენი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, გუნდის ფორვარდის, პიტერ კრაუჩის საცოლე, ები კლენსი, მაგიდაზე შეხტა და საქმროს თანაგუნდელებისთვის სტრიპტიზი იცეკვა.
არაფერი გასაოცარი ამაში არ არის. ები სტრიპტიზის პროფესიონალი მოცეკვავეა და საღამოებზე ხშირად ცეკვავს, თუმცა ამას ფართო საზოგადოებაში არ აკეთებს. მიხარია, რომ მისი ცეკვა ჩემს მეგობრებს მოსწონთ, – ასეთია კრაუჩის განცხადება და ვერც შეედავები: თუ მეგობრებს მოსწონთ, უნდა იცეკვოს.
არმაზ ხარძიანმა