პუტინის რჩეული ნოიერი
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინისა და „გაზპრომის” პირადი სურვილია, „შალკე”-სა და გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს გელზენკირხენულ კლუბთან. ამის თაობაზე ცნობა გერმანულმა „ბილდმა” გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ „შალკეს” სპონსორი „გაზპრომია”, ხოლო პუტინი ნოიერის, როგორც მეკარის ნიჭის თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. ბოლო პერიოდია, ვრცელდება ცნობა, თითქოს 25 წლის მეკარე მიუნხენის „ბაიერნის” რიგებში ჩაირიცხება და მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონ ევროს მიაღწევს. „ბილდის” ცნობით, „გაზპრომის” შეფობამ უკვე შესთავაზა ნოიერს განახლებული კონტრაქტი, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რაც ერთი მილიონით მეტია „ბაიერნის” შეთავაზებაზე.