კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა თქვას თუ არა უარი გათხოვილმა ქალმა მამაკაცთან მეგობრობაზე და რა საშიშროების შემცველია მათი ურთიერთობა

 

 

ღალატი ის ფენომენია, რომელსაც მრავალმხრივი, წახნაგოვანი ფორმა გააჩნია და მნიშვნელობა არ აქვს ამ „ფიგურაში” მოხვედრილი ადამიანის სქესს. ქალს და კაცს ერთნაირად უჭირთ ლაბირინთიდან თავის დაღწევა. მართალია, ქალს საზოგადოება შედარებით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, მაგრამ, თითოეული ჩვენგანი, უპირველესად, საკუთარი თავის წინაშეა პასუხისმგებელი – საკუთარ თავს უნდა წავუყენოთ პრეტენზიაც და მოვთხოვოთ პასუხიც. მაგრამ, ადამიანში მაინც მუშაობს თავდაცვის კოდირებული  მექანიზმი და, მექანიკურად, მაინც საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობს.

ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, არსებობს თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის. არის თუ არა ის გულწრფელი და აქვს თუ არა ამ მეგობრობას „სქესი”? შეუძლებელია, ამ საკითხზე მასშტაბურად იმსჯელო, რადგან ადამიანი მაინც ინდივიდია და ნებისმიერ გარემოში ინდივიდუალურად მოქმედებს.

მაცაცო (27 წლის): მე, უბრალოდ, მოგიყვებით იმას, რაც შემემთხვა. ეს რომ არ გავაკეთო, ნამდვილად გული გამისკდება. საშინელებაა, როცა შენში ეს ყველაფერი წვეთ-წვეთობით გროვდება, გროვდება და გრძნობ, როგორ ივსები საზიზღარი ემოციებით. სასოწარკვეთილი და დათრგუნული ხარ, ვერ პოულობ გამოსავალს და არ იცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. კი ამბობენ, დრო ყველა ჭრილობას აშუშებსო, მაგრამ, მეეჭვება, ამ სიცარიელესა და სინდისის ქენჯნას რამე მოერიოს. ვიცი, რასაც ზოგადად ფიქრობენ ხოლმე ჩემს სიტუაციაში მყოფ ადამიანებზე – თუ არ უნდოდა, სინდისს შეეწუხებინა, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. პატარა ხომ არ იყო, ჭკუა დაეყოლებინა თავისი საქციელისთვისო. მაგრამ, ასე მარტივადაც არ არის საქმე. ძალიან ადვილია უკვე მომხდარზე ლაპარაკი, მაგრამ, ურთულესია, წინასწარ მიიღო ზომები, რომ მოსახდენი არ მოხდეს. ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა დაუშვას და მერე ამ შეცდომებზე ისწავლოს. მართალია, ზოგი საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც დავაშავე, ის გავიმეორო. ჯერ იმაზეც ნერვიულობით ვკვდები, რაც დამემართა. არ ვიცი, როგორ შევძლებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ძალიან გამიჭირდება, ძალიან. ვერ ვბედავ, გული გადავუშალო იმ ადამიანს, რომელიც მართლა მიყვარს – ახლა უკვე დარწმუნებული ვარ ამაში. ქალისა და მამაკაცის მეგობრობაზე რა აზრის ხართ? ანუ გჯერათ თუ არა, ეს მაინტერესებს.

– ზოგადად მჯერა, თუმცა, ალბათ, მაინც, კონკრეტულად ადამიანებზეა დამოკიდებული.

– ალბათ, მართალი ბრძანდებით. კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩემს ქმარს, მაგალითად, არ სჯერა, ირონიულად და უნდობლად უყურებს ასეთ ურთიერთობებს. ამბობს, რომ ეს მგლისა და ბატკნის მეგობრობას ჰგავს. ერთხელაც, მოშივდება მგელს და, შორს წასვლა თუ დაეზარება, გადაყლაპავს თავის „მეგობარს.”

– არის ამაში რაღაც ლოგიკა.

– რა თქმა უნდა. მაგრამ, ჩვენ ხომ ტყეში არ ვცხოვრობთ. საკუთარი გრძნობების კონტროლი უნდა შეგეძლოს. სხვანაირად, მარტო ქალები და კაცები კი არა, ზოგადად ადამიანები შეჭამენ ერთმანეთს. მე და ჩემი ქმარი სულ ვკამათობდით ამ საკითხზე. საქმე ისაა, რომ, როცა გავთხოვდი, მე ძალიან ახლობელი მეგობარი მყავდა. სკოლიდან ვმეგობრობდით და, ჩემი დაქალიც ის იყო და ძმაკაციც. მისგან დაფარული არაფერი მქონია, ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდი. გოგოებთან და ჩემს დასთან უფრო მქონდა კომპლექსი, ვიდრე მასთან. ძალიან კარგად მიგებდა და ძალიან ჭკვიანურ რჩევებს მაძლევდა. თუ რამე მიჭირდა, მაშინვე მასთან გავრბოდი.

– არასდროს დაინტერესებულხართ, ის რას განიცდიდა თქვენ მიმართ?

– ვიცი, რასაც გულისხმობთ. სიმართლეს გეტყვით – არ დავინტერესებულვარ. მე ჩემს უერთგულეს მეგობარს როგორც მამაკაცს, ისე არ აღვიქვამდი.

– ჰო, მაგრამ იქნებ ის აღგიქვამდათ ქალად?

– საბოლოოდ ასეც გამოვიდა და ამაში მას ვადანაშაულებ. თავისი გრძნობების შესახებ ადრევე უნდა ეთქვა და მაშინ ასეთი ამბავი აღარ დაგვემართებოდა. მე თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ, პასუხისმგებლობა მომხდარზე მასაც ეკისრება. სანამ ჩემს ქმარს შევხვდებოდი, განუყრელი მეგობრები ვიყავით.

– და არ გიგრძნიათ, რომ უყვარდით? არასოდეს? არც ერთხელ? ქალები ინტუიციით გრძნობენ ხოლმე ამას.

– ანუ, მაინც მე უნდა მეფიქრა ამაზე და გამეთვალისწინებინა, ხომ? მაგრამ, თუ მთელი ამ წლების განმავლობაში ვუყვარდი, ერთხელ მაინც, როგორ არ უნდა ეთქვა?

– მას რატომ არ ჰკითხეთ ეს?

– ახლა რაღა უნდა ვკითხო, უარესი აღარაფერი მოხდება. გვიანია ლაპარაკი იმაზე, რასაც ვეღარ უშველი. მაშინ მაინც ეთქვა, ჩემს მიმართ გრძნობა რომ ჰქონდა, როცა ვუთხარი, მგონი, შეყვარებული ვარ-მეთქი.

– რომ ეთქვა, რამე შეიცვლებოდა?

– ახლა უკვე მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მე მზად ვიყავი სიყვარულისთვის. იქნებ, შეცვლილიყო კიდეც, მაგრამ, მან გაჩუმება ამჯობინა და მომცა საშუალება, სხვა კაცის ცოლი გავმხდარიყავი.

– იმიტომ, რომ თქვენ უთხარით, ის მიყვარსო. თქვენ გამო აღარაფერი თქვა.

– ესე იგი, მე ეგოისტი გამოვედი, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვიფიქრე და მის გრძნობებს არ ჩავუღრმავდი. რა ვქნა, ვერ წარმოვიდგინე. ეტყობა, ჩემთვის სიყვარული სხვა რამე იყო, ახლაც სხვა რამეა. მიუხედავად ყველაფერ იმისა, რაც მოხდა, ჩემი ქმარი მიყვარს, როგორც მამაკაცი. გვაქვს პრობლემები ურთიერთობაში – რომ არ გვქონოდა, აქამდე არც მივიდოდით, მაგრამ, მე დღესაც მის გვერდით ყოფნა მინდა. გულიც მატკინა, თავისი საქციელით ძალიან ცუდი რაღაც ჩამადენინა, მაგრამ, ჩემი მეორე ნახევარი ის არის და ამას ვეღარ შევცვლი. სამი წელიც არ არის, რაც მისი ცოლი ვარ. ბავშვზე სპეციალურად არ ვიფიქრეთ. ორივე ერთ აზრზე ვიყავით – ახალგაზრდები  ვართ, ჯერ ერთმანეთი უფრო გვინდა; ჯერ მოსაწყობ-დაულაგებლები ვართ. ბავშვი კი სერიოზული საქმეა და, ცოტა მოვიცადოთო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ქმარს საერთოდ არ უნდოდა ბავშვი. უბრალოდ, მეც არ ვიყავი მზად დედობისთვის. ოჯახური ცხოვრებაც არ აღმოჩნდა მარტივი. ჩემს ქმარსაც არ ჰქონდა ოჯახის მართვის გამოცდილება და ორივე დავიბენით. თან, ფინანსურადაც ავირიეთ. არავისზე დამოკიდებულები არ ვართ, მაგრამ, თითქოს ვეღარ ვართმევდით თავს. რამდენჯერმე ძალიან ვიკამათეთ. ერთმანეთს „საქმეები ვურჩიეთ,” თუმცა, ალბათ, მარტო ეს არ იყო მიზეზი, რომ კარი გაიჯახუნა და წავიდა. მითხრა, შენთან ცხოვრება ძალიან ძნელია, არ შემიძლია, ვიყო ქალთან, რომელსაც პრეტენზიები აქვს და ამ პრეტენზიებს წიწინითა და ისტერიკებით გამოთქვამს. მოვძებნი იმას, ვინც სიმშვიდესა და სიმყუდროვეს შემიქმნის. შენ სახლში მოსვლა შემაჯავრე. აღარ მინდა, შენ შენთვის იყავი, მე ჩემი გზით წავალო. მოხვეტა თავისი ტანსაცმელი და მართლა წავიდა. მინდოდა, გამოვკიდებოდი, მაგრამ ფეხი ვერ გადავდგი, ვერც საჭირო სიტყვები მოვძებნე მის დასაბრუნებლად. ვხვდებოდი, რომ, რაც, არ უნდა მეთქვა, მაინც წავიდოდა. მარტო რომ დავრჩი, ლამის გავგიჟდი. ისეთი სასოწარკვეთილი და უსუსური ვიყავი, ხმამაღლა ვტიროდი, რომ საკუთარი ხმა მაინც გამეგონა. მერე რამდენჯერმე დავურეკე ჩემს ქმარს, მან კი მობილური გამორთო. ძალიან ცუდად ვიყავი. ღმერთმა არც ერთ ქალს არ გამოაცდევინოს ის, რაც მე მაშინ განვიცადე. ვფიქრობდი, ახლა ნამდვილად გავგიჟდები-მეთქი. ნერვული სპაზმი მახრჩობდა. ნუ განმსჯით იმისთვის, რომ დავურეკე ადამიანს, რომელიც იმ მომენტში ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

– თქვენს მეგობარს?

– დიახ. ჩემი ნამტირალევი ხმა რომ გაიგონა, საერთოდ არაფერი უკითხავს, მაშინვე ჩემთან გაჩნდა. მოვეხვიე და ტირილით მოვუყევი, რაც მოხდა. იმ წუთში მისი მამაკაცური, ძლიერი მკერდი და მკლავები, მისი სითბო ჩემთვის ხსნა იყო, ხავსი, რომელსაც მოვებღაუჭე. თქვენ არ გქონიათ მომენტი, როცა გიფიქრიათ, რომ, მორჩა, დედამიწა გეცლებათ ფეხებს ქვემოდან და ცა გემხობათ თავზე? ზუსტად ამას ვგრძნობდი და ისე მაგრად ვეხუტებოდი ჩემს გადამრჩენს, თითქოს მისგან ველოდი შველას. იმ წუთებსა და იმ სიტუაციაში მე ჩემს თავს ვერ ვამტყუნებ. გასაგებია, რომ ემოციამ აჯობა გონებას, მაგრამ, ისე მტკიოდა შიგნით, ისე მაწუხებდა უსუსურობის განცდა, სხვანაირად ნამდვილად მოვკვდებოდი. ფიზიკურ სიკვდილს არ ვგულისხმობ. თუმცა, შეიძლება დიდმა შინაგანმა ტკივილმა, ფიზიკურ განადგურებამდეც მიიყვანოს ადამიანი. მე მინდოდა ჩემი მეგობრისგან ალერსი. ის მეფერებოდა და ეს ძალიან მსიამოვნებდა. რამდენჯერმე ჩემი ქმრის მისამართით ვიფიქრე, აი, თუ არავის ვუნდივარ და არავინ შემიყვარებს-მეთქი.

– ანუ, სამაგიერო გადაუხადეთ?

– არა, არა. სამაგიერო გადავუხადე – ეს ძალიან ცუდი სიტყვებია. მე არც შურისმაძიებელი ვარ და არც „საბედისწერო ქალი”. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ. ვიყავი ძალიან ცუდად – გულნატკენი, განადგურებული, სასოწარკვეთილი, სრულიად უიმედო მდგომარეობაში და ამ ადამიანმა იმ მომენტში საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. მე, ჩემი გამოუვალი მდგომარეობის გამო, ჩვენი მეგობრობა გამოცდის წინაშე, ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩავაყენე და მან ამ გამოცდას ვერ გაუძლო – მოსახდენი მოხდა. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ სინდისმა მაშინვე შემაწუხა. პირიქით, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი. ის ღამე და მეორე დილა ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა. სიამოვნებით ვიღებდი ალერსსაც, სითბოსაც და მზრუნველობასაც და ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩემი მეგობარი სიყვარულში გამომიტყდებოდა, რომ მისთვის მე ყველაზე სასურველი ვყოფილვარ. ყოველთვის მარტო მე ვყვარებივარ და ახლა, რადგან მე თვითონ მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, არავითარ შემთხვევაში აღარ შემელევა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მარტო მისი ვიყო; აღარ დაუშვებს, რომ ვინმემ მატიროს. თუ საჭირო გახდება, მთელ ქვეყნიერებას აუმხედრდება, რომ შემინარჩუნოს... ვუსმენდი და მივხვდი, რომ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ იმ მომენტში ეს კიდევ ვერ გავაცნობიერე კარგად, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, ქმარი აღარ დამიბრუნდებოდა.

– თუ ქმარი არ დაგიბრუნდებოდათ, მიიღებდით თქვენი მეგობრის სიყვარულს და დარჩებოდით მასთან?

– ალბათ, დავრჩებოდი, რადგან მარტოობის ისე მეშინოდა – ამას ყველაფერი მერჩივნა. ისიც არ მითქვამს ჩემი მეგობრისთვის, რომ მაინც ჩემი „უვარგისი” ქმარი მიყვარდა. რა აზრი ჰქონდა ამის თქმას? კაცს უკვე თავისად მივაჩნდი.

– არ გაგიკვირდათ, სიყვარულში რომ გამოგიტყდათ? ხომ თქვით, ჩვენი მეგობრობა ყოველთვის უსქესო იყოო. 

– მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნამდვილად არ მქონდა გაკვირვების თავი. ძალიან გთხოვთ, კარგად გამიგეთ. არც სიბრალული მჭირდება ვინმესგან და არც პატიებას ვითხოვ. მე უნდა ვაპატიო საკუთარ თავს – ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. თუმცა, შეიძლება, ძალიან ცუდი რაღაც გითხრათ ახლა, მაგრამ, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ არც ჩემი ქმრის და არც ჩემი მეგობრის წინაშე. ერთმა თუ თავისი გულგრილობით და კაცური ეგოიზმით მიმიყვანა სასოწარკვეთილებამდე და ღალატამდე, მეორემ ჩემი მდგომარეობა გამოიყენა სათავისოდ – მიპოვა მომენტი და გადაწყვეტილება უჩემოდ მიიღო. რომ, მორჩა, უკვე მისი საკუთრება ვიყავი.

– კი მაგრამ, თქვენ თვითონ არ დაუძახეთ და არ მიიღეთ მხსნელად? 

– მერე რა, რომ დავუძახე? მე სასოწარკვეთილი ვიყავი. ის ჩემი მეგობარი იყო. მასზე ახლობელი არავინ მყავდა და, აბა, ვისთვის უნდა დამერეკა? მე მეგობრობა უანგარო მესმოდა და მესმის. როცა გიჭირს და გტკივა, მაშინ გჭირდება თანადგომაც და ჩახუტებაც. მართალია, მარტოობას ყველაფერი მერჩივნა-მეთქი, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევიყვარებდი. მე მარტო ჩემი ქმარი მიყვარს და მეყვარება, მიუხედავად მომხდარისა. ეს უკვე ვუთხარი ჩემს მეგობარს. გაგიჟებულია – შენ მე გამომიყენეო. თითქოს ძალით მოვიყვანე ჩემთან. მიჭირდა, დავუძახე და მოვიდა. ხომ არ მითქვამს, რომ მიყვარს?! მსგავსი არაფერი დამცდენია. ორი დღის შემდეგ დამირეკა ჩემმა ქმარმა და მითხრა, რომ უჩემოდ ვერ ძლებს, რომ ჩემი „პრეტენზიების” გარეშე ცხოვრება არ შესძლებია და დაბრუნდა. ჩვენმა სიყვარულმა ახალი ძალით იფეთქა. ახლა უკვე ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ ბავშვი ძალიან გვაკლია. ჩემს ყოფილ მეგობარს (უკვე აღარ არის მეგობარი) ველაპარაკე და ყველაფერი გულახდილად ვუთხარი. აშკარად ვერ გამიგო. არ მოინდომა, გაეგო და მე რაღაც დონეზე მესმის მისი, მაგრამ, მეშინია, ბოღმა არ ჩაიდოს გულში და, რაც ჩვენს შორის მოხდა, ჩემს ქმარს არ მოუყვეს – ამით სამუდამოდ დამინგრევს ცხოვრებას. თუ მართლა ვუყვარვარ, არ გააკეთებს ამას. ღირსეული კაცი ქალზე შურს არასოდეს იძიებს. მე, იქნებ, ვიყავი დამნაშავე, მაგრამ სასოწარკვეთილებამ მიბიძგა ამისკენ. თუ მართლა როდისმე ვუყვარდი და ვუყვარვარ, არ უნდა გამწიროს!

 

скачать dle 11.3