კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოვლინებები აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს

 

 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქცია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაა. ჯირკვალი გამოიმუშავებს სამ ჰორმონს – ორ თირეოიდულს და ერთ კალციტონინს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განპირობებულია ჰორმონების გამომუშავების ორი ტიპის დარღვევებით. ის პირდაპირ არის დაკავშირებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობასთან. ჰორმონების სიჭარბის დროს, ვითარდება თირეოტოქსიკოზი, ანუ ეგრეთ წოდებული „ბაზედოვის დაავადება,” ხოლო ჰორმონების ნაკლებობისას კი ჰიპოთირეოზი. „ბაზედოვის დაავადების” დროს აღინიშნება სამი სიმპტომი, კერძოდ, ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სიმპტომია და არა დაავადება; თვალის ეგზოფთალმი – კაკლების გადიდება, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. დაავადების დროს იცვლება ადამიანის ხასიათი, რადგან ირღვევა ორგანიზმში ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ასევე, აღინიშნება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში, ვითარდება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მუდმივად სიცხის შეგრძნება, ხშირი პულსი, ხელების კანკალი, გულის არეში ტკივილის შეგრძნება, ადვილად დაღლა.

ჰიპოთირეოზის დროს ჯირკვლის მიერ გამომუშავდება ჰორმონების მცირე რაოდენობა. დაავადება შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ჰიპოთირეოზი ვითარდება ორგანიზმში იოდის დეფიციტის ფონზეც, ამ დროს იზრდება ფარისებრი ჯირკვალი.

ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: წონაში მატება, მიუხედავად მადის უქონლობისა, ადამიანს ემტვრევა ფრჩხილები და ექერცლება კანი. კიდურები მუდმივად ცივი აქვს, პულსი წუთში 60-ზე ნაკლები, აღენიშნება შეშუპება და ყაბზობა. ადამიანი ამ დროს აპათიურია, ენერგიისგან დაცლილი და დეპრესიული.

 

скачать dle 11.3