კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახეზე გამონაყარი – ენტეროკოლიტის მანიშნებელია, ტუჩების სილურჯე კი – ვარიკოზის ნიშანი

 

 

ესა თუ ის დაავადება, თუ კარგად დააკვირდებით, სახეზეც ამოიკითხება. მაგალითად:

ტუჩების გალურჯების მიზეზი კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის მოშლისა და სისხლძარღვების მუშაობის შენელების მანიშნებელია. ტუჩის მუდმივად ლურჯი ფერი მოწმობს ვენური ქსელის დარღვევას, ანუ,  ეს ვარიკოზის ნიშანია.

სახეზე გამონაყარი, თუ ის ინფექციური ხასიათის არ არის, ჩნდება ჩვეულებრივი დისბაქტერიოზის, ენტეროკოლიტისა და ენტერიტის დროს.

დიდი ზომის პიგმენტური ლაქები ღვიძლის ცუდი მუშაობის შედეგია. პატარა ლაქების მიზეზი კი – ნაღვლის ბუშტია. სახეზე მკრთალი ლაქები ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შედეგად.

ლოყაზე წითელი ლაქების გამოჩენა ბრონქული სისტემის მოშლის მანიშნებელია.

კაპილარული ქსელი ლოყაზე მეტყველებს სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლის დაწყებასა და ჰიპერტონიაზე. ასევე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოუწესრიგებლობაზე. რაც უფრო დიდი ზომის არის ქსელი, მით მეტად არის დაავადებული ღვიძლი.

წითელი შეფერილობის ცხვირი და ნიკაპი სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლაზე მეტყველებს. ამ დროს, დარღვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქცია. თუ სახე მუდმივად წითელია, ეს ჰიპერტონიის სიმპტომია.

 

скачать dle 11.3