კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაყრა ამერიკულად



შელდონ სურეი ამერიკული ჰოკეის ნაციონალური ლიგის კლუბ, „ედმონტონის“ ღირსებას იცავს. მისი რჩეული ცნობილი მოდელი, ანჟელიკა ბრიჯესი გახლავთ და მათ ორი შვილიც ჰყავთ. წყვილმა გასულ ზაფხულს გაყრა გადაწყვიტა. რადგან დაშორება ორივეს სურვილი იყო, ისინი ერთმანეთს უხმაუროდ გაეყარნენ და სასამართლომაც მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ანჟელიკა ალიმენტის სახით თვეში 18 ათასი დოლარის მიღებას დასთანხმდა, მაგრამ ახლა სიტუაცია აირია – ქალი სასამართლოში ჩივის და ქმრისგან 14 მილიონ დოლარს ითხოვს.

„შელდონმა დამიმალა, რომ, როცა გაყრა გადავწყვიტეთ, ის კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ახალ კონტრაქტზე აპირებდა ხელის მოწერას. როცა მან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ჯერ კიდევ მისი ცოლი მერქვა და, შესაბამისად, წილიც მეკუთვნის“, – ასეთია ანჟელიკას საჩივრის არსი.

საქმე ისაა, რომ, ახალი კონტრაქტის მიხედვით, შელდონმა მომდევნო ოთხ წელიწადში 27 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს და ცოლყოფილიც ამ თანხიდან ითხოვს 14 მილიონს.

„არაფრის გადახდას არ ვაპირებ. პირიქით, მინდა, რომ მას შვილებიც წავართვა, რადგან, როგორც გავიგე, შინ უცხო მამაკაცები მიჰყავს, მათთან ერთად ოთახში იკეტება და ბავშვებს ათასგვარ სიბინძურეს ასმენინებს“, – ასეთია ჰოკეისტის პასუხი. თავადაც ხვდებით, რომ ეს საქმე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ მოგვარდება.


скачать dle 11.3