კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

 

კითხვა: სასარგებლოა თუ არა მანდარინი?

პასუხი: კანადელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მანდარინი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. გამოკვლევების მსვლელობაში მათ აღმოაჩინეს მანდარინში ნივთიერება ნობილეტინი, რომელიც ხელს უშლის ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარებას.

კითხვა: რა ასაკში უნდა მივიდეთ სპეციალისტთან კბილების გასასწორებლად?

პასუხი:  როგორც კი მუდმივი კბილები ამოიჭრება და მშობლები შენიშნავენ კბილების ან ყბების მდებარეობაში დარღვევებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ორსულობის დაგეგმვა საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, თუ ჯერ მკურნალობაა საჭირო? 

პასუხი: სანამ ორსულობას დაგეგმავთ, საჭიროა „ფარული“ ინფექციების გამორიცხვა, ნაცხის ჩაბარება ციტოლოგიაზე და შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის ბიოფსიაც.  გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, სამკურნალოა ეროზია ორსულობამდე თუ მშობიარობიდან 2 თვეში. საშვილოსნოს ყელის ინფექცია შეიძლება, აღმავალი ინფექციის წყარო აღმოჩნდეს.

კითხვა:  მაქვს პირველი ტიპის ჰერპესი, ვარ ორსულად და თითქმის ყოველთვე მახსენებს თავს. რა გართულება შეიძლება, მოჰყვეს ამას და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი:  ნებისმიერი ტიპის ჰერპესის ვირუსმა შეიძლება საშვილოსნოსშიდა ინფექცია გამოიწვიოს. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ორსულობის დროს ძირითადად გამოიყენება იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები. 

კითხვა: როგორ მოქმედებს კონიაკი სისხლძარღვებზე? შეიძლება თუ არა მისი დალევა მომატებული შიდა ქალის წნევის დროს?

პასუხი: ალკოჰოლი  აფართოვებს სისხლძარღვებს, კონიაკი არ არის გამონაკლისი. 30 გრამამდე ალკოჰოლი დღე-ღამეში ამცირებს მიოკარდის ინფარქტის საშიშროებას, მაგრამ მომატებული შიდა ქალის წნევის დროს, კატეგორიულად აკრძალულია.

კითხვა:  რა ხდება ორგანიზმში ცილების უკმარისობის დროს?

პასუხი: ცილების საგრძნობი უკმარისობის დროს ვითარდება შეშუპებები, კუნთების სისუსტე, ზრდაში ჩამორჩენა, A, B12, D, K და სხვა ავიტამინოზები, რაც ასევე მოქმედებს კლინიკურ სურათზე.

რუბრიკას უძღვება

ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3