კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჯდება საქართველოში სხვადასხვა ორგანოს გადანერგვა და შესაძლებელია თუ არა მათი გაყიდვა

 

ტრანსპლანტაცია ადამიანის სხვადასხვა ორგანოებისა (გულის, ღვიძლის, თირკმლის) და ქსოვილების (კანის, ძვლის ტვინისა და რქოვანას) გადანერგვას ნიშნავს. ორგანოთა გადანერგვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება. ტრანსპლანტაცია ხდება როგორც ცოცხალი დონორებისგან, ასევე გვამური დონაციის გამოყენებით. არის თუ არა აქტუალური საქართველოში ორგანოების გადანერგვა და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ტრასპლანტაციის მიმართ, ამ თემებზე საქართველოს ტრასნპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკის ხელმძღვანელს, ქრისტინე ალხაზოვას ვესაუბრეთ.

– რომელი ორგანოების გადანერვა არის შესაძლებელი საქართველოში და დაახლოებით რა ღირს ეს ოპერაცია?

 – საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ თირკმლის გადანერგვაა შესაძლებელი, ისიც, მხოლოდ ცოცხალი დონორიდან. დონორი კი აუცილებლად სისხლით ნათესავი უნდა იყოს; შესაძლებელია, ასევე, მეუღლე და უკვე ახალი კანონით, რომელიც 2010 წელს დამტკიცდა, დაემატნენ მეუღლის ახლო ნათესავები. რაც შეეხება ამ ოპერაციის ღირებულებას, მას სტანდარტული ფასი აქვს, რაშიც შედის წინასაოპერაციო გამოკვლევები, ოპერაცია და პოსტოპერაციული მკურნალობა. ეს ყოველივე პაციენტისთვის უფასოა. ამ ოპერაციას თავიდან ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო იღებს თავის თავზე.

 – დაახლოებით რამდენი ასეთი ოპერაცია კეთდება წელიწადში საქართველოში?

 – წელიწადში დაახლოებით ათი ოპერაცია კეთდება, რომელსაც, როგორც უკვე გითხარით, სახელმწიფო აფინანსებს. დღესდღეობით საქართველოში სულ 110 თირკმლის გადანერგვაა შესრულებული. ამ ეტაპზე კი ჩვენთან, საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზე გვყავს 112 პაციენტი, რომლებსაც თირკმელი ან ღვიძლი აქვთ გადანერგილი.

 – თქვენ ახსენეთ პოსტოპერაციული მკურნალობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ოპერაციის შემდგომაც განაგრძობს მკურნალობას?

 – დიახ, რასაკვირველია. პაციენტები ოპერაციის შემდგომაც განაგრძობენ მკურნალობას, უწევთ სპეციალური მედიკამენტების მიღება. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. თირკმელი, მოგეხსენებათ, უცხო ორგანოა და ის, შეიძლება, ორგანიზმმა ნებისმიერ დროს მოიშოროს. სპეციალური პრეპარატები კი მოშორებით გამოწვეულ რეაქციას თრგუნავენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მუდმივად მიღება. ეს პრეპარატები სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება.

 – თუ არსებობს დონორთა რეგისტრაცია, სადაც, სურვილის შემთხვევაში, ადამიანები დარეგისტრირდებიან?

 – ჩვენთან, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაში არის სპეციალური საინფორმაციო ბანკი, რომლის ხელმძღვანელიც მე  გახლავართ. ჩვენს ბანკში შედის რამდენიმე რეგისტრატურა, რომელთა შორის ერთ-ერთია დონორების რეგისტრატურა. ჩვენთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს დონორი. ეს, შეიძლება, მოხდეს ჩვენი საიტის მეშვეობით, „ონლაინ“ რეჟიმში, ან, პირდაპირ ჩვენთან მოვიდეს და შეავსოს სათანადო დოკუმენტაცია, მიიღოს დონორ-ბარათი და ამ ყველაფრის შემდეგ ის დონორი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დონორობაზე აცხადებს თანხმობას, მისი ორგანოები შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა პაციენტისთვის. შესაბამისი დოკუმენტაცია ჩვენთან ინახება ბანკში. ეს ყოველივე, რასაკვირველია, ოფიციალურად ხდება.

 – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დონორის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახის წევრმა ან ნათესავმა უარი განაცხადა მისი ორგანოების სხვისთვის გადანერგვაზე?

 – ოჯახის წევრების ან ნათესავების უარის შემთხვევაში, არ მოხდება ორგანოს გადანერგვა. მათ აქვთ ამ სერიოზული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენ მათ წინააღმდეგ ნამდვილად ვერ წავალთ. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან კანონით მიღებულია გვამური დონაცია, ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ შესრულებულა. ამას, გარკვეულწილად, ჩვენი ხალხის მენტალიტეტიც უშლის ხელს – ადამიანებს უჭირთ, თანხმობა მოგვცენ მათი ნათესავის ორგანოების გამოყენებაზე.

 – დონორობის მსურველთა რიცხვი დიდია?

 – სხვათა შორის, ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს. ჩვენს საინფორმაციო ბანკში უკვე ასზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს დონორობაზე და დღითი დღე უფრო და უფრო იმატებს დონორობის მსურველთა რიცხვი.

 – თვითონ ოპერაცია, ალბათ, ძალიან რთული პროცესია. დაახლოებით რამდენ ხანს მიმდინარეობს?

 – თირკმლის ან რომელიმე სხვა ორგანოს გადანერგვა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. ელემენტარულად, კბილის ამოღება რომ ავიღოთ, ისიც კი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, რთული პროცესი იქნება ისეთი ოპერაცია, როგორიც, მაგალითად, თირკმლის გადანერგვაა. ამ ოპერაციისთვის ჩვენ სათანადოდ ვამზადებთ პაციენტებს, მათ უტარდებათ გამოკვლევები, რათა ოპერაციას გართულებები არ მოჰყვეს.

 – აქვს თუ არა მნიშვნელობა, ნათესავი იქნება დონორი თუ სრულიად უცხო ადამიანი?

 – რა თქმა უნდა, გაცილებით უკთესია „ნათესაური“ თირკმელი, ვიდრე, სრულიად უცხო ადამიანის. თუმცა, ვინაიდან უცხოეთის თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება გვამური დონაცია, იქ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დონორი ნათესავი. იქ სხვანაირად აზროვნებენ, ვერ ხვდებიან, რატომ უნდა დამახინჯდეს ცოცხალი ადამიანი, თუ გვამიდანაც არის შესაძლებელი ორგანოს გადანერგვა.

 – შესაძლებელია თუ არა გადასანერგი ორგანოს გაყიდვა?

 – არა, გადასანერგი ორგანოს გაყიდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მსოფლიოს ძირითად ქვეყნებში ეს კანონით აკრძალულია. მაგალითად, ჩვენთან მსგავს ფაქტზე არის 8-დან 15 წლამდე პატიმრობა. ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ ნათესავები არიან დონორები. იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევა არ მოხდეს, ყოველი ოპერაციის წინ ვატარებთ ეთიკური კომისიის სხდომას, სადაც დასტურდება ნათესაური კავშირი პაციენტსა და დონორს შორის.

 – რომელი ორგანო იქნება შემდეგი, რომლის ტრანსპლანტაციაც შესაძლებელი გახდება საქართველოში?

 – შემდეგი ორგანო, რომლის ტრანსპლანტაციაც საქართველოში მოხდება, იქნება ღვიძლი. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ პროცესისთვის. ჩვენთან აღრიცხვაზე ღვიძლგადანერგილი პაციენტებიც არიან. დღესდღეობით საქართველიოში 11 ასეთი პაციენტია. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგარამ ოპერაცია უცხოეთში გაუკეთდათ. ჩვენთან ახალი დაწყებულია თვალის რქოვანას გადანერგვა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ეს არის გვამური რქოვანა, რომელიც უცხოეთიდან ჩამოდის და აქ ახორციელებენ გადანერგვას.

 

скачать dle 11.3