კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნახავს მამას ვანო ფიფიას „ნიჭიერში“ გამოსვლა და ვინ დაინტერესდა ავსტრიიდან მისი ისტორიით

 

რამდენიმე იმედგაცრუების შემდეგ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მომცა სიამაყის საშუალება, როდესაც „ნიჭიერში” ყველაზე მეტი ხმა პატარა მომღერალმა ვანო ფიფიამ მიიღო. ვანო ფინალისთვის ემზადება და ყველა იმ ადამიანის ნახვასა და ჩაკოცვნას ნატრობს, რომელმაც ერთი ხმა მაინც მისცა.

ვანო ფიფია: ახლა 14 წლის ვარ. დავიბადე ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჯვარში.

– ფიფია კარდენახში როგორ მოხვდი?

ნანა (ვანოს დედა): ვანო პირველი ქორწინებიდან მყავს. 3 წლის იყო, როდესაც ქმარს გავშორდი და იმის შემდეგ ვანო ჩემთან იზრდება. მეორედ კახეთში გავთხოვდი.

– სულით და გულით კახელი ხარ?

ვანო: მეგრული ლაპარაკი და რაღაცეები ვიცი, აბა როგორ, მაგრამ, სადაც გაიზარდე, კაცმა ის ადგილი უნდა ახსენო, სადაც არ უნდა მიგიწვიონ. ზოგი მეგრელი მეუბნება ხოლმე, ბიჭო, რატომ არ ამბობ სამეგრელოსო. ვეუბნები: შე კაი კაცო, სადაც გაიზარდე, ის ადგილი თუ არ ახსენე, რა კაცი ხარ-მეთქი. კახეთისგან განსაკუთრებული სითბო მივიღე.

ნანა: თერთმეტი წელია, იქ იზრდება და თავიდანვე ყველამ ძალიან კარგად მიიღო. მეზობლებმა ძალიან შეიყვარეს, ყველა უვლიდა. თვითონაც ისეთი განსაკუთრებული იყო, სერიოზული, სულ პატარა ასაკიდან დიდი კაცივით ლაპარაკობდა, სამი წლისამ „ვეფხისტყაოსნის” იმხელა კუპლეტები ზეპირად იცოდა. 

ვანო: დედაჩემი რასაც კითხულობდა, მესამე ჯერზე უკვე ზეპირად ვეუბნებოდი.

ნანა: ძალიან ნიჭიერია, მარტო სიმღერაში არა, ყველაფერში. წიგნებს ძალიან მალე კითხულობს და შინაარსს ეგრევე ყვება.

ვანო: მაგრამ, ყველაზე მეტად რაც მიზიდავდა, ეს სიმღერა იყო. პაპაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: შვილო, მე თუ მოვკვდები იცოდე, შენ სიმღერას გაჰყევიო. 

ნანა: პატარა, რომ იყო ავადმყოფობდა და ხშირად იყო ჩემს მშობლებთან სვანეთში, ისინი მეხმარებოდნენ ვანოს გაზრდაში. პატარაობიდანვე სულ მღეროდა. სამი წლის იყო და ლექსენი და ეგეთ სიმღერებს მღეროდა. ყველა ამბობდა, ამ ბავშვს სიმღერის ნიჭი აქვსო. მამაჩემი დაისვამდა გვერდით და სვანეთში განთქმულ სიმღერებს დაამღერებდნენ ხოლმე. მთელი მეზობლები იკრიბებოდნენ, ესენი რომ სიმღერას იწყებდნენ. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, იმის შემდეგ ეს მიდრეკილება არ განელებია. ამიტომაც გამოაცხადა „ნიჭიერში”, რომ ამ სიმღერას პაპაჩემს ვუძღვნიო.

ვანო: სიმღერის ნიჭი კი მაქვს, მაგრამ, ფინალში რომ გადავედი, იმ ბიჭების დიდი დამსახურება იყო, ვინც ჩემთან ერთად სცენაზე იყვნენ. 

ნანა: ვანოს სერიოზული ნიადაგის მომზადება სჭირდებოდა იმისთვის, რომ კარგად ემღერა. მართლა არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მომემზადებინა, სადმე მიმებარებინა. ვიღაცას რომ აიყვან, ფული უნდა გადაუხადო. ღმერთმა დალოცოს ეს ბიჭები, თვითონ გამოჩნდნენ და დღე და ღამე მუშაობდნენ. სამსახურის შემდეგ, თორმეტ საათზე მოვიდოდნენ და ღამის ოთხზე ამთავრებდნენ მეცადინეობას. 

– შენ არ იღლებოდი?

ვანო: ასეთ სიმღერას ვმღეროდი და რა დამღლიდა, გენაცვალე. მაგ სიმღერით თუ დავიღალე, რაღა გამოვა.

– სკოლაში რა ხდება, სწავლაშიც ასეთივე წარმატებული ხარ?

– კი. სწავლით კარგად ვსწავლობ, მაგრამ აი „ნიჭიერიდან” რომ დავბრუნდი, ყველაზე ძალიან ის მეწყინა, ბავშვები როგორც შემხვდნენ – ისე დამხვდნენ, თითქოს სკოლაში დიდი კაცი მივიდა. მერე დავისვი ჩემი მეგობრები და ვუთხარი, ბავშვებო, თქვენგან არ დავინახო ასეთი საქციელი, რაც ვიყავი, ისევ ის ვარ-მეთქი. 

ნანა: ერთი ქალი შეხვდა ქუჩაში – ბატონო ვანო, გილოცავთო და, ეს გადაირია – ვაიმე, ბატონი არ მითხრათ, მე ვანო ვარ, ისეთივე ბავშვი, როგორიც ყველა 14 წლის ბავშვიო.

– ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები პატარაობიდან დაეწყო?

– ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შვიდთვიანი დაიბადა, ინკუბატორში იზრდებოდა. გულზე ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები – სისხლძარღვების შევიწროვება და, ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ფეხებსა და თვალებზე პრობლემებს გამოიწვევსო. მასაჟები იყო საჭირო, მაგრამ იმ დროს თითის მიკარება არ შეიძლებოდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ერთი თვალი მართლა სულ გაშავებული ჰქონდა, მაგრამ, მერე და მერე გამოუსწორდა. ფეხებზე პრობლემები კი მანამდე ვერ შევამჩნიე, სანამ სამი წლის არ გახდა და არ გაიარა. პატარა რომ იყო და ფეხებს ერთმანეთს მივადებდი, ყველაფერი თანაბარი ჰქონდა, სულ არ ეტყობოდა არაფერი, ორივე ფეხი სწორად ჰქონდა, მაგრამ მერე მყესები დაიჭიმა და ერთი ფეხი უფრო მოკლე აღმოჩნდა მეორეზე. ერთი ოპერაცია უკვე გავუკეთეთ. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სკოლა-ინტერნატში მივიყვანე გურჯაანში. ორშაბათს ვტოვებდი, პარასკევს სახლში მომყავდა. პირველი იყო სკოლაში, ყველაფერში ძალიან დიდი ნიჭი გამოავლინა. თბილისიდან ჩასულმა ექიმებმა ნახეს ვანო, მეორე დღესვე გამოგზავნეს პროფესორი, რომლემაც გასინჯა და დაუდგინა, რომ ოპერაციის გაკეთება იყო საჭირო.

– ესე იგი, შესაძლებელია, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?

– რა თქმა უნდა. პირველ ოპერაციამდე საერთოდ ვერ დადიოდა, ორ ნაბიჯს ვერ დგამდა, საშინელი ტკივილები ჰქონდა. ახლა რა შედარებაა, გაცილებით უკეთესადაა. მაგრამ, კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, რაც ძალიან ძვირი ღირს. გადაწყვეტით არ ვიცი, მაგრამ გვპირდებიან კეთილი ადამიანები, რომ დაგვეხმარებიან.

ვანო: აქ ოცი ათასი დოლარი ჯდება ეგ ოპერაცია, უცხოეთში კი – ორმოცი ათასი. 

– ვიცი, რომ შენზე ფილმსაც იღებენ.

ნანა: არის ასეთი უნიჭიერესი გოგო, ნათია არაბული, კინორეჟისორი, რომელიც ახლა ავსტრიაში ცხოვრობს. ეს სახლი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ზაფხულობით გაქირავებული აქვს ავსტრიელებზე, მაგრამ, იმის გამო, რომ ჩვენ თბილისში უნდა ჩამოვსულიყავით და სახლი არ გვქონდა, ჩამომსვლელებს უარი უთხრა...

ვანო: ჩვენ გამო ათასი დოლარი დაკარგა. უკეთილშობილესი ადამიანია.

ნანა: „ნიჭიერისთვის” უყურებია და იქიდან გამოაგზავნეს ვანოზე მასალების გადასაღებად. ეს გოგო ჩვენთან იყო ჩამოსული. ამ დროს დაგვირეკეს „რუსთავი 2-დან”, რომ თბილისში უნდა ჩამოხვიდეთ სასწრაფოდ, ვანო ნახევარფინალისთვის უნდა მოამზადოთო. ბინასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს-მეთქი, ვუთხარი. ცოტა ხანს კიდევ რაღაცას გავახერხებდი, მაგრამ, ქირას ბინაში ნამდვილად ვერ გადავიხდიდი. ნათიამ ეს გაიგონა და მითხრა, თუ ვანო ჩემთან, ჩემს სახლში იცხოვრებს, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებაო. წამოგვიყვანა აქ. საოცარი ადამიანია. მარტო სახლი კი არა, რომ ჩამოვედი, ბანკიდან ფულის გამოტანა ვერ მოვასწარი (ვანო პენსიას იღებს) და ორი კვირა ამ გოგომ თავისი ფულით შეგვინახა. 

– შენ თვითონ მოიფიქრე „ნიჭიერში” მონაწილეობა?

ვანო: არა. ეს იყო ჩემი პედაგოგის, ლეილა ვარამაშვილის იდეა. მაგრამ, ვინც მე „ნიჭიერის” საფუძველი ჩამიყარა და აქ მომახვედრა, ეს არის ქალბატონი ლეილა ბედენაშვილი. ამ ორი ადამიანის დამსახურებაა ყველაფერი. პირველად რომ გამოვედი სცენაზე, ისე ვინერვიულე, სიმღერის ერთი სტროფი გამომრჩა – „გამარჯობა“ არ ვთქვი... ახლა უკვე, ნახევარფინალში, რეები არ გავაკეთე, საერთოდ არ მინერვიულია. ისეთი ბიჭები იყვნენ ჩემ გვერდით, რაღა მანერვიულებდა, მაგათ ვენაცვალე. ნეტა ყველა, ვინც დამიმესიჯა, მანახა და დამაკოცნინა, მადლობა ყველას! 

– სამეგრელოში გაიგეს, ხომ, შენი წარმატებები? მამაც, ალბათ, ამაყობს.

– მამამ ვერ უყურა „ნიჭიერს”, თურქეთშია. ბიძაჩემი იყო აქ და ის ამბობდა, ახლა რომ ჩავალ სამეგრელოში, როგორი გახარებულები დამხვდებიანო. ივნისის ბოლომდე ვერ ჩამოვა მამაჩემი და, ალბათ, ფინალსაც ვერ ნახავს. 

ნანა: ნახევარი საქართველო გულშემატკივრობს ვანოს – სვანეთი, კახეთი, სამეგრელო... ქუჩაში ერთი ამბავია, ამას რომ ხედავენ. დღეს „რუსთავი 2-ში“ მივდიოდით და ძლივს ავაღწიეთ ტრანსპორტში. სამჯერ წაგვივიდა „მარშუტკა” – ერთს წავართმევდი ბავშვს, ვხედავ, მეორეს მიჰყავს; მეორე მოიყვანდა, მერე მესამეს მიჰყავდა. შეყავდათ მაღაზიებში, საჩუქრებს ჩუქნიდნენ... მთელი საქართველო ფეხზე დადგა ვანოს გამო და ესეც მათთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

 

скачать dle 11.3