ხორვატ წყვილს მიმბაძველები გამოუჩნდნენ
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დინო დრპიჩი ორი წლის წინ ინგლისთან გამარჯვების შემდეგ თავის საცოლესთან, ნივესთან ერთად ზაგრების „დინამოს“ სტადიონზე წავიდა და შუა მოედანზე სექსით დაკავდა. ეს ამბავი თავად წყვილმა გაახმაურა და შედეგად, „დინამოს“ ხელმძღვანელებმა იგი გუნდიდან გაუშვეს. დინამომ კონტრაქტი გერმანულ „კარლსრუესთან“ გააფორმა, ნივესს კი თითქმის ყოველთვე გერმანული ჟურნალ-გაზეთები პირველ გვერდზე შიშველ მდგომარეობაში ბეჭდავენ.
ჰოდა, როგორც ჩანს, მათი საქციელი გერმანელ მოდელს, ვინმე კონის, ძალიან მოეწონა. მას გულით უნდა, რომ იგივე მოიმოქმედოს, ოღონდ მას ამისთვის ბრემენის „ვერდერის“ არენა აქვს შერჩეული.
„ვერდერს“ ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და ძალიან მინდა, რომ შუა მოედანზე იგივე გავაკეთო, რაც ნივესმა და დინომ მოიმოქმედეს. დარწმუნებული ვარ, ეს განსაკუთრებული შეგრძნება იქნება. საამისოდ ჩემი მეგობარი ბიჭი მყავს შერჩეული და თუ კლუბის ხელმძღვანელები ნებას მოგვცემენ, ის თანახმაა, ჩემი იდეის ხორცშესხმაში დამეხმაროს“, – აცხადებს კონი.
სხვათა შორის, ხორვატებმა სასიყვარულო აქტი ღამის პირველ საათზე, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარეს. ისე, როგორ აპირებს ამის გაკეთებას, კონი არ აკონკრეტებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, მანაც ცარიელი ტრიბუნების წინ უნდა „იმოქმედოს“, თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, ტრიბუნები სავსე რომ იყოს და სამოცი ათასი კაცი და ქალი ჭკუის სწავლებას რომ დაგიწყებს, ასე და ისე ქენიო, რა მოხდება?!