კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

 

მაკარი დიდი: ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარობაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ მასში ვპოვებდეთ მოსვენებას და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველი დანიშნულებითაც, სწორედ ამგვარ ერთობაშია პირველი ადამიანი შემოქმედ ღმერთთან.

არქიმანდრიტი იოანე: ამპარტავნების გამო სნეული ვარ ცნობისმოყვარეობით, სიახლეებისადმი ლტოლვით, თვალთმაქცობით, სიჯიუტით, კამათისა და ჩხუბის სიყვარულით, ურჩობით, შურით, ეჭვიანობით, ბოროტმეტყველებით, უმადურობით.

ანტონი დიდი: იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები. 

წმიდა სილუანი: გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმიდანი ხარ; მეორე – შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ, უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე: უფალი გაპატიებს.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვამცნობს თავის ნებას – რა უყვარს, რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა  – მავნებელი; რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და, ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, დანარჩენი კი, ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით, ჩვენვე უნდა აღვასრულოთ.

ილია მეორე: ჩვენი მიზანი მუდამ უნდა იყოს და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაცვა, მათი შენარჩუნება. დღეს ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა. ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის კულტურა და სად – ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი და დამღუპველია. აი, ეს უნდა დავინახოთ.

კიპრიანე კართაგენელი: ლოცვანისა და ფსალმუნების გარეშე ყოფნა არ შეიძლება. მათი კითხვით ისევე თბება გული, როგორც ღუმელში ცეცხლის შეკეთებით ძლიერდება შესუსტებული ცეცხლი, მაგრამ, როდესაც გული გათბება და საოცარი გრძნობა დაეუფლება მთელ სულს, მაშინ შეწყვიტეთ კითხვა და ილოცეთ თქვენი სიტყვებით.

თეოფანე დაყუდებული: ყოველდღიურ ყოფაში გვიხდება განუწყვეტელი შეჯახებები, განუწყვეტელი საწყენი შემთხვევები და მოჩვენებითი თუ აშკარა შეურაცხყოფები, რაც გვირღვევს გულის სიმშვიდეს. და აი, ის, რაც თითქმის გარდაუვალია, რაც თავისთავად გვატყდება თავს, უფალს სურს, ცხონების საზღაურად და შეწყალების მონაპოვრად გვაქციოს. ყოველწუთს შეურაცხგყოფენ? ყოველწუთს აპატიე და ყოველწუთს უფრო და უფრო ღრმად შეხვალ ღვთის გულმოწყალების, ყოვლად მიმტევებელი უფლის შეწყალების სფეროში და, ამ შეწყალებით, ვითარცა შესამოსელით შეიმოსები და დაცული იქნები ყველაფრისგან, რაც შენი ცხონების საქმეს უშლის ხელს.

გრიგოლ პალამა: როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის – შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისთვის, შენი შეურაცხმყოფელისთვის და არშეურაცხმყოფელისთვის, მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი, მაგრამ, სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ.

მარკოზ განშორებული: სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება და სხვა – ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით მხილება.

 

скачать dle 11.3