კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

 

კითხვა: მყავს ახლობლები, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. მათი მშობლები და ბებია-ბაბუები წესიერი, პატიოსანი ხალხი იყო, მაგრამ ღმერთის არ სწამდათ. ჩემს ახლობლებს, სამწუხაროდ, მშვიდი ცხოვრება არ ეღირსათ, განსაცდელი განსაცდელზე მოსდით, მიზეზს კი ვერ პოულობენ. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მათი წინაპრები ურწმუნოები იყვნენ და ეს ცოდვა ამძიმებთ მათ. ეს მართალია?

პასუხი: უფალი, თავისი გულმოწყალებით, წინაპრების ცოდვას შთამომავალთ არ მოჰკითხავს, თუ, რა თქმა უნდა, თვითონაც არ იმეორებენ ამ ცოდვას. ყოველი ადამიანი თავის ცოდვებზე აგებს პასუხს. თუმცა, ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიც ღვთის გმობაა, ბუნებრივია, ამძიმებს შთამომავლებს. ეს დიდი ტვირთია და მისგან თავის დაღწევა ეკლესიური ცხოვრებით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით მიიღწევა.

კითხვა: რატომ უნდა მოინათლოს ადამიანი ბავშვობის ასაკში?

პასუხი: ბავშვებს მცირე ასაკში იმიტომ ვნათლავთ, რომ გამოვყოთ ისინი ურწმუნოთაგან და შევუერთოთ უფალს ჩვენსას; რათა ისინი აღვზარდოთ პირველქმნილი ცოდვის გარეშე, უფლის მადლით მოსილნი; რათა მივსდიოთ ქრისტეს შეგონებას: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი” (მათე 19,4); ასევე, ადამიანი მცირე ასაკში ინათლება იმიტომ, რომ, არავინ იცის, როდის გარდაიცვლება ის და ამ დროისთვის ის მონათლული უნდა იყოს. გარდა ამისა, ნათლობის შემდეგ პატარებს თავისი მფარველი ანგელოზები ჰყავთ და ისინი იფარავენ.

კითხვა: რატომ მიიჩნევა წმიდანების გარდაცვალების დღეები უფრო დიდ დღესასწაულად, ვიდრე მათი დაბადების დღეები? როგორც წესი, წმიდანის ხსენების დღედ მიჩნეულია სწორედ მათი გარდაცვალების დრო.

პასუხი: მართლაც, ქრისტიანულ სარწმუნოებაში ადამიანის გარდაცვალების დღეები უფრო მნიშვნელოვანი თარიღია, ვიდრე მისი დაბადების დღე, რადგან გარდაცვალების შემდეგ უერთდება ის მარადისობას. ასეა წმიდანების შემთხვევაშიც.

კითხვა: არის თუ არა აუცილებელი გარდაცვლილის საფლავზე ჯვრის აღმართვა?

პასუხი: გარდაცვლილი ქრისტიანის საფლავზე ჯვრის აღმართვა აუცილებელია. საფლავზე გარდაცვლილის სურათის გამოსახულებიანი ქვის დადებას, გიჯობთ, ჯვარი აღმართოთ – ჯვრის გარეშე საფლავს ბოროტი ძალები ეპატრონებიან.

 

скачать dle 11.3