კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

 

 

სოლომონ მეფის სიბრძნე

ერთხელ ვიღაც კაცი მივიდა სოლომონთან მაშინ, როდესაც ის სანადირო ფრინველებით ერთობოდა და უთხრა:

– მეფეო, მიშველე, სადარდებელი გამიჩნდა. გუშინ ჩემი მონები გავათავისუფლე. დღეს კი მათ ჩემს სახლს ქვები დაუშინეს. 

მეფემ დაკვირვებით შეხედა და ჰკითხა: – რატომ გაათავისუფლე მონები?

რჩევის საკითხავად მოსულმა კაცმა უპასუხა: 

– დიდძალი მემკვიდრეობა მერგო და გადავწყვიტე ის მონები გამეთავისუფლებინა, ვისთან ერთადაც ბავშვობა გავატარე. ვოცნებობდი, მათთვის ბედნიერება მიმენიჭებინა.

მაშინ სოლომონმა ჰკითხა:

– ვინ გითხრა, რომ თავისუფლებაა ბედნიერება და ბედნიერება – თავისუფლება? ამასთან ერთად, ნათქვამს დაამატა: – შეხედე ამ შევარდენს! ახლა ის გალიაში ზის, მაგრამ ნადირობისას ბატონი და მბრძანებელია. თუ მას ნადირობა არ სურს, ვერავინ აიძულებს ამის გაკეთებას. ინადირებს თუ არა, საღამოს თავის წილ ბოცვერს მაინც მიიღებს. თუ მოუნდება, გაფრინდება კიდეც და ვერავინ შეაჩერებს. ესე იგი, ის ჩემთან მანამდეა, ვიდრე ეს თვითონ მას სურს. თავისუფლება მისთვის ბედნიერება კი არა, ცხოვრებაა. აქვე სოლომონმა დასძინა: – არსებობს სხვა ფრინველიც – ქათამი. მთელი თავისი დღე და მოსწრება ის ან ეზოშია, ან კვერცხებზე ზის გამოსაჩეკად. ის რომ ვრცელ მინდორში გაუშვა, თავისუფლება ჭკუას დააკარგვინებს და მეორე დღესვე მოკვდება. თავისუფლება მისთვის ბედნიერება კი არა, სიკვდილია.

სასოწარკვეთილმა კაცმა ჰკითხა: 

– მაშ, სად ვეძებო სიბრძნე?

ამაზე სოლომონმა უპასუხა: 

– ბატონის სიბრძნე ის არის, რომ შევარდენი და ქათამი ერთმანეთისგან გაარჩიოს. ეს თუ არ იცი, პირველს ტყვეობით დაღუპავ, ხოლო მეორეს – თავისუფლებით. და კიდევ – შევარდენი ცოტაა, ქათამი – ბევრი, მაგრამ ერთსაც სჭირდება გაფრთხილება და მეორესაც.

კაცმა უპასუხა: 

– მიგიხვდი, მეფეო, რისი თქმაც გსურდა.

– მაშინ წადი და იცოდე, რომ ერთი მეორისგან უნდა გაარჩიო. რჩევის საკითხავად მისულმა კაცმა თაყვანი სცა მეფეს და ჩაფიქრებული გაეცალა.

ხის ქანდაკება

იყო ბუდას ერთი ერთგული კაცი. მას ბუდას ძველისძველი მშვენიერი ხის ქანდაკება – ნამდვილი შედევრი ჰქონდა. მისთვის ეს ქანდაკება უძვირფასესი განძი იყო. ზამთრის ერთ ცივ საღამოს კაცი ჩალის ქოხში მარტო დარჩა. საშინლად ყინავდა და ის სიცივისგან კანკალებდა. იფიქრებდით, მისი აღსასრულის დრო დადგაო. კაცს შეშის ნაფოტებიც კი არ ჰქონდა, რომ ცეცხლი დაენთო. შუაღამისას სიცივისგან გათოშილს ბუდა გამოეცხადა  და ჰკითხა:

„რატომ არ მწვავ?“ ხის ქანდაკება კი ისევ კედელთან იდგა. კაცს ძალიან შეეშინდა. იფიქრა, დემონი ხომ არ არისო? „რა თქვი, ბუდას ქანდაკება დავწვა? არასოდეს! არაფრის დიდებით!“

ბუდამ გაიცინა და თქვა: „თუ შენ ქანდაკებაში მხედავ, ცდები. მე შენში ვარ და არა ქანდაკებაში. მე სალოცავ ნივთში კი არა, მლოცველში ვარ. ეს მე ვკანკალებ შენში! დაწვი ქანდაკება“.

 

скачать dle 11.3