კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასაჯა სტალინმა ჩეკისტების ცოცხალი ლეგენდა, რომელიც სტალინისთვის სასწაულ გმირობებს ჩადიოდა

 

1966 წლის შემოდგომაზე, მოსკოვის რკინიგზის სადგურში, ბაქანზე მამაკაცების ჯგუფი გამოჩნდა. მათ მაშინვე, მიიქციეს ყურადღება – ერთნაირი მუქი ფერის საწვიმრები ეცვათ, ხელში უგემოვნოდ შერჩეული ყვავილების თაიგულები და დიპლომატები ეჭირათ. მათთან ხანშიშესულმა რკინიგზელმა მიირბინა და სპეციალურ ვაგონთან მიიყვანა. რამდენიმე წუთში ¹2 მატარებლიდან – „ვლადივოსტოკი-მოსკოვი“ რკინიგზის სადგურზე საპატიო სტუმარი გადმოვიდა. მან ყველა შეათვალიერა და სათითაოდ გადაკოცნა. დიპლომატებიდან შამპანურები და შოკოლადები ამოიღეს. პირველი ჭიქა სტუმარმა შესვა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა – გამარჯობა! ალკოჰოლის მირთმევის დანარჩენმა პროცედურამ სადღეგრძელოებისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა – ისე, რომ ყველაფერი გამოუცნობი საიდუმლო ლოჟის წევრების მიერ ჩატარებულ რიტუალს ჰგავდა.

***

თორმეტი წლის ტყვეობის შემდეგ, მოსკოვში ლეგენდარული ნაუმ ისააკის ძე ეიტინგონი დაბრუნდა. ადგილი, სადაც ნაუმი სასჯელს იხდიდა, ხელისუფლების მიერ საგულდაგულოდ იყო დაცული. მას მზრუნველობას არ აკლებდნენ, სწორედ ამიტომ არ ეტყობოდა, რომ ყოფილი პოლიტპატიმარი გახლდათ, პირიქით, საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა – სრულიად ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე. ლუბიანკის ყოვლისშემძლე გმირს იდეალური დახვედრა მოუწყვეს. შამპანურისა და ყვავილების გარდა, დედაქალაქში კომფორტული სახლის ორდერიც კი გადასცეს...

1952 წელს ეიტინგონის ავისმსურველებმა გაბედეს და სტალინის მიერ ხელშეუხებელ პიროვნებაზე, უშიშროების სამსახურის ფასდაუდებელ მუშაკზე „ხალხების მამას“ არასასიამოვნო, მაკომპრომეტირებელი მასალები წარუდგინეს. ბელადი იძულებული გახდა, მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო. ასეც მოიქცა, ბრძანა: „ნაკაზაც, კაზნიც ნელზია, პამილოვაც“. კრემლის პატრონმა მიცემული სიტყვა არ გატეხა – სანამ ვიცოცხლებ, თმის ერთი ღერიც არ ჩამოგივარდებაო. ცხადია, ბრძანება ორაზროვანი, ანუ რთული შესასრულებელი იყო. ზუსტი გადაწყვეტილება თავად უშიშროების გენერალიტეტს უნდა მიეღო – მათ, ვისთვისაც ნაუმ ეიტინგონი ცოცხალი ლეგენდა იყო. დილემა ამოუხსნელი ჩანდა – რომ დაეჭირათ, სტალინის რისხვას დაიმსახურებდნენ, ისევე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ ზომებს არ მიიღებდნენ. ვინ იყო მაშინ შეუსრულებელი დავალებების შემსრულებელი? რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერია, რომელიც იმდენად „გათავხედდა“, ბელადთან შევიდა და პირდაპირ უთხრა, ამ კაცის დასჯა, მით უმეტეს, ლიკვიდაცია, არ შეიძლებაო. დისციპლინური გადაცდომის  გამო ჩემი უწყების პროფესიონალს ბოლომდე დავიცავ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე დავისჯებიო. ბერიამ ჯოჯოხეთი გაიარა, სანამ ამ, უდავოდ ვაჟკაცურ, ნაბიჯს გადადგამდა. მაგრამ, როცა სტალინი ქართულად იწყებდა ლაპარაკს, ეს იმას ნიშნავდა, კარგ ხასიათზე გახლდათ. ჩემგან რა გინდა, შენი ხალხისთვის ვერ მოგივლია. შენ კადრზე ჩემთან პრეტენზიები მოდის, რეაგირება არ მოვახდინო?! სადაც გინდა, წაიყვანე და დააბი, გარეთ გამოსული არ დავინახოო. სწორი გადაწყვეტილების მიღება მოხერხდა. ეიტინგონი თანამდებობიდან გადააყენეს და მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე დააბინავეს. იქ სრულ კმაყოფაზე იყო, ყველაფერი ჰქონდა, საჭმელი, სასმელი, ქალბატონებიც არ აკლდა და სხვა სტუმრებიც აკითხავდნენ... ყველაფერი ჰქონდა, გარდა თავისუფლებისა. ბოლოს ინფორმაციის ყოფილ შეფს რეჟიმი ისე გაუმკაცრეს, რომ ნაუმმა სტალინის სიკვდილიც კი ვერ გაიგო. ამას მაშინ მიხვდა, როცა პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს და 12 წელი მიუსაჯეს. დღეს ამ პიროვნების წარმოშობასა და გმირულ საქმეებზე თითქმის არავისთვის არაფერია ცნობილი. თუმცა, დაინტერესებული ადამიანებისთვის მცირე ინფორმაციის მიწოდებას ჩვენც შევძლებთ. ნაუმ ეიტინგონის მამამ, რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე ლაიფციგში ჰოსპიტალი დააარსა. ამ დამსახურებისთვის ქუჩას დღესაც მისი სახელი ჰქვია. ძმა – მარკი ევროპაში ცხოვრობდა, ექიმი ფსიქიატრი იყო და, როგორც ჩანს, ნაუმის მოკავშირეობას და ფინანსურ აგენტობას ითავსებდა. თავად ეიტინგონმა კარიერა, ჯერ კიდევ სამამულო ომის დროს, ჩეკისტობით დაიწყო, შემდგომ კი „ენკავედეს“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ფაქტიური ხელმძღვანელი გახდა უცხოეთის ქვეყნებში დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების ხაზით. ის სულ დასავლეთში ცხოვრობდა. მაგალითად, პარიზში ერთ-ერთ ფირმას და კრემატორიუმს ფლობდა. ეს დაწესებულებები შენიღბვის მიზნით ჰქონდა. იდუმალებით მოცულ პიროვნებაზე შემდგომში ხმებიც კი დადიოდა, ორივე დაწესებულებას შენიღბვის მიზნით იყენებდა და იქ არაერთი ადამიანი და საიდუმლო განადგურდაო. ვინ იყო და რა დამსახურება ჰქონდა ისეთი, რომ სტალინმა შეცდომა აპატია, ამის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მაგრამ, ვიცით, რომ მის ანგარიშზეა რუსეთის საზოგადოებრივი სამხედრო კავშირის (POBC) ხელმძღვანელობის დატყვევებისა და მოტაცების ორგანიზება, რაც წარმოუდგენლად რთული შესასრულებელი იყო. ოპერაცია დაზვერვის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში შესულია, როგორც უპრეცედენტო. გენერლები – კუტეპოვი და მილერი ისე გაიტაცეს, რომ მეორე დილას მათ თავი საკუთარ შტაბში ეგონათ და ბრძანებებსაც კი იძლეოდნენ. ნაუმმა გადმოიბირა თეთრგვარდიელი გენერალი სკობლინი, რომლის მეშვეობით, სტალინმა დეტალური ინფორმაციები მიიღო მარშალ ტუხაჩევსკიზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქცია კი, რისთვისაც სტალინისგან მადლობა მიიღო, იყო ტროცკისა და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაცია-ლიკვიდაცია. ამ საქმისთვის სპეციალურად მექსიკაშიც კი გადასახლდა. აღმოჩნდა, რომ ფოსტალიონი, რომელსაც ტროცკის მიმოწერის კონტროლი ევალებოდა, წესიერი და პატიოსანი კაცი იყო. ამიტომ, მას აგენტი ქალი მიუჩინა. სწორედ ამ ქალის მეშვეობით ედო მაგიდაზე სტალინს ყველაფერი, რასაც ტროცკი წერდა. ამის შემდეგ ტროცკის გარემოცვაში თავისი საყვარლის შვილი – ესპანეთის არმიის ლეიტენანტი, რამონ მერკადერიც შეაგზავნა, რომელსაც ორი მილიონი ამერიკული დოლარი და საბჭოთა კავშირის გმირობა შესთავაზეს ტროცკის მოკვლისთვის. სტალინის მეტოქის მკვლელობასთან დაკავშირებით, ადრეც გვქონდა საუბარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოცი წლის პატიმრობის შემდეგ, 1960 წელს მერკადერი საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, რომ სტალინი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, დამსახურებული ფულიც მიიღო და გმირის ოქროს ვარსკვლავიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბელადს გრძელი ხელი ჰქონია და სიკვდილის შემდეგაც აკონტროლებდა სიცოცხლეში მიღებულ გადაწყვეტილებებს, ცხადია, მისი აღზრდილი ჩეკისტების მეშვეობით. მაშინ იმ ავადსახსენებელ წლებში კი, გერმანელების მიერ ოკუპირებულ პარიზში, სტალინმა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა ლეგენდარული მზვერავის ჩამოსაყვანად. მიღებას ესწრებოდნენ: ბერია, კაგანოვიჩი, მოლოტოვი, ვოროშილოვი... თითქმის მთელი პოლიტბიურო. ბელადმა დიდი თანამდებობა შესთავაზა მას და უსაფრთხოების სრული გარანტია მისცა. ვერაფერს ვიტყვით – სიტყვა შეუსრულა!

***

ციმბირში მიშვებენ, წერდა კობა ცოტა ხნით ადრე იქიდან ჩამოსულ ნატაშა კირთავას, – ციხესთან დამხვდი. ქალმა 10 მანეთი და ცოტა საჭმელი წაუღო. კობა შილიფად მხოლოდ, ქართული ჩოხითა და ჩექმებით გაემგზავრა, ხელთათმანების გარეშე. როცა ის ციხის თბომავალზე ავიდა, რომელიც როსტოვისა და ნოვოსიბირსკის გავლით მიდიოდა, გაყინულ ციმბირში მიმავალ სითბოში გაზრდილ ჯუღაშვილს, ნატაშა ბაქნიდან უქნევდა ხელს. 

საიმონ სებაგ მონტეფიორე –

„ახალგაზრდა სტალინი“

სტალინმა ყველაზე კარგად იცოდა, თუ როგორი იყო პატიმრის ხვედრი. თავად საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ციხის საკნებიც და ყინულოვან ოკეანესაც იცნობდა. ალბათ, ამიტომ არ გასწირა ბელადმა დამსახურებული ჩეკისტი – სამოციანი წლების ბოლოს, როგორც ცნობილი რუსი მეცნიერები – რაპაპორტი და გელერი აღნიშნავდნენ, გამომცემლობაში „საერთაშორისო წიგნი“ ახალი თანამშრომელი გამოჩნდა – მოხუცი კაცი. ის მხნედ გამოიყურებოდა, ბრწყინვალედ ფლობდა უცხო ენებს, იცოდა ყველაფერი ყველაფერზე. მან მრავალი ახალგაზრდა გამოზარდა. კოლექტივში ფეხით მოსიარულე ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახდნენ. ნაუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა სიტყვაძუნწი, როცა საქმე მის პირად ცხოვრებას და ისტორიას ეხებოდა. არც ფხიზელს და არც მთვრალს სიტყვა არ წამოსცდენია. ის მარტო ცხოვრობდა. სახლში არავის პატიჟებდა, ადამიანური, ახლობლური ურთიერთობები არავისთან ჰქონდა. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ ნაუმს მარტოობაში ამოხდა სული. არავინ იცის, თუ როდის გარდაიცვალა ის და სად არის დასაფლავებული.

 

скачать dle 11.3