კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად სჭირდება თიკო სადუნიშვილს ნოდარ მელაძე და ვისთან არ შედგა მისი რომანი ვნებიანი ამბორის შემდეგ

 

 

თიკო სადუნიშვილს ერთადერთ პარტნიორად მამაკაცებს შორის ნოდარ მელაძე წარმოუდგენია... ყოველ შემთხვევაში, ეკრანზე მაინც.  თიკომ და ნოდარმა პირად ცხოვრებაზე ბევრი ისაუბრეს და აღმოჩნდა, რომ მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს ყოფილა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკო სადუნიშვილი

– რას შვრები, ნოდარ, როგორ ხარ?

– საშინლად დაღლილი ვარ და თავი მტკივა.

– კარგი, გადავიდეთ სერიოზულ კითხვებზე: როგორ ფიქრობ, შენი ოცნების კარიერა უკვე შედგა?

– არა. როგორც კი ცხოვრების რაღაც ეტაპს მიაღწევ, მერე ახალ მიზნებს ისახავ. ათი წლის წინ რომ გეკითხა, შეიძლება, ეს ყოფილიყო ჩემი ჟურნალისტური კარიერის მწვერვალი, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. როგორც კი მიღწეულით დაკმაყოფილდები, კარგავ საკუთარი თავის კონტროლს. საკუთარი თავის კონტროლის დაკარგვა კი გაკეთებულით კმაყოფილებას ნიშნავს და ეგრევე დაიწყებ ამ საფეხურიდან უკან ჩამოსვლას.

– საკუთარი თავის მიმართ ობიექტური და კრიტიკული ხარ?

– ვცდილობ, ობიექტურად შევაფასო და ყველაზე კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ ვიყო. ძალიან იშვიათად მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ხუთასმა კაცმა რომ დამირეკოს და მითხრას, ვაიმე, რა მაგარი იყოო, შეიძლება, მაინც არ მომეწონოს. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალიან მომწონებია რაღაც, კმაყოფილი დავრჩენილვარ, მაგრამ, ძირითადად, სხვანაირად ხდება ხოლმე.

– შენი მიზნის მწვერვალს ზუსტად ხედავ? ანუ, იცი, რომ, აი, აქ რომ მიხვალ, აუცილებლად გაჩერდები, მაგალითად „ბიბისი”.

– კონკრეტული მიზანი არ არსებობს. „ბიბისი”, ალბათ, იდეალური სამყაროს ოცნება შეიძლება იყოს. რაღაც ოცნებები მაქვს და მისრულდება ხოლმე. ოცნებებიც ცვალებადია. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთი ოცნება გაქვს, რომელიც წლებთან, დროსთან ერთად იცვლება და მერე სხვა ოცნებები იბადება. ცოტა რეალისტიც უნდა იყო და, რეალური შესაძლებლობებიდან და არეალიდან გამოხვიდე.

– დღეს კმაყოფილი ხარ შენი მდგომარეობით? ანუ, სამსახურით, პირადი ცხოვრებით...

– პირადი ცხოვრება არ მაქვს და საშინლად უკმაყოფილო ვარ ამით. ეს ტელევიზია, ეს შენობა არის ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. დილიდან გვიან საღამომდე აქ ვარ და, 9 საათის შემდეგ, გადაღლილი, ერთ-ორ მეგობარს თუ ვნახავ. გრაფიკივით რომ გაქვს, ხომ იცი – ვინც დიდი ხანი არ მინახავს, იმის მიხედვით ვირჩევ, რომელი მეგობარი ვნახო. პირად ცხოვრებაში არის ხოლმე შიგადაშიგ პატარ-პატარა გაელვებები, მაგრამ, ისევ ამ დაკავებულობისა და უყურადღებობის გამო, ეს გაელვებებიც ისევე მალე ქრება, როგორც ინთება. 

– შეიძლება, შენს მეორე ნახევრად ცოტა ხანში თანამშრომელი მოგვევლინოს?

– არა. შენც კარგად გაქვს გაცნობიერებული, რომ ორი „ტელევიზიონშიკი” ერთად, ეს არის შეუძლებელი; ესაა ორი პლუსი, რომლებიც ერთად ვერ იქნებიან...

– ანუ, ცოლად ვერ მომიყვანდი?

– შენ „ნიუსავიკი” არ ხარ (იცინიან) ხანდახან, დერეფანში ჩავლილს რომ დაგინახავ ხოლმე, შორიდან შემოგცქერი შეყვარებულის თვალებით და ვფიქრობ, სადმე ხომ არ წავსულიყავით ერთად-მეთქი, დღეს საღამოს ნეტავ რას აკეთებს-მეთქი. 

– დღეს შენს მეორე ნახევრად ვინ წარმოგიდგენია?

– მეორე ნახევარი არ მყავს...

– კი მაგრამ, ზოგადად ცოლის მოყვანას ხომ აპირებ?

– რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნას ვაპირებ, მაგრამ, სიყვარული და გრძნობები ასე მარტივად არ მოდის, რომ ადგე და შეუკვეთო. სხვათა შორის, ასე ვცხოვრობ – აბსოლუტურად ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ, ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილი მაქვს, მაგრამ, პირადი ცხოვრება ის არის, რასაც „ბუქინგ ქომზე” ვერ შეუკვეთავ.

– სადღაც აუცილებლად შეგეჯახება.

– სადღაც შეგეჯახება და თავბრუს დაგახვევს. ამის მჯერა.

– დიდი ანაზღაურების შემოთავაზების შემთხვევაში კონკურენტ არხზე სამუშაოდ თუ გადახვიდოდი?

– არ არსებობს. 

– დაიფიცე!

– გეტყვი, რატომ. არასდროს ჩემს ცხოვრებაში, ამა თუ იმ სამსახურის დაწყებისას ხელფასი არ ყოფილა მთავარი პირობა.

– ახლა ამას მართალს ამბობ?!

– კი, ზუსტად იმას ვამბობ, რაც ხდება. არც ერთი უფროსისთვის სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრებაზე არ მიკითხავს, რამდენი უნდა ყოფილიყო ჩემი ხელფასი. ყოველთვის მერიდებოდა ამ თემაზე ლაპარაკი. ყოველთვის ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რამდენი უნდა გადამიხადონ.

– და, ანაზღაურება გაკმაყოფილებს.

– შეიძლება, არ გაკმაყოფილებდეს, ეს არ იყოს შენი საოცნებო ანაზღაურება და ფიქრობდე, რომ მეტი უკეთესი იქნება, მაგრამ, ამ თემაზე საერთოდ არ ილაპარაკო. 

– რა არ იციან იმ ადამიანებმა შენზე, ვინც მხოლოდ საინფორმაციოში, ჩართვების დროს გხედავს?

– ყველას, ვინც არ მიცნობს, საშინელი მონსტრი, თავხედი და უტიფარი ტიპი ვგონივარ. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვთ ჩემზე. ცხოვრებაში კი ასე ნამდვილად არ არის. ბევრს უთქვამს,  საერთოდ სხვა ადამიანი ყოფილხარო. 

– ლაშა ხარაზიშვილის ნაცვლად „სპეცრეპორტაჟს” წაიყვანდი?

– არა, და გეტყვი, რატომ. თავიდან ბოლომდე, მოწოდებით „ნიუსავიკი” ვარ. ძალიან მომწონს „ახალ ამბებში“ მუშაობა. ძალიან ბევრჯერ შემომთავაზეს სხვადასხვა ფორმატის გადაცემები, რაზეც უკვე ნათქვამი მაქვს უარი.

– რატომ, არ ხარ საკუთარ ძალებში დარწმუნებული?

– საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და, რაღაცას თუ ხელი მოვკიდე, მასზე ასი პროცენტით ვიხარჯები.

– კი, ამას ვხედავ.

– მაგრამ, ყოველთვის ზუსტად ვხვდებოდი, რა ეტაპზე რა მჭირდებოდა და, მიმაჩნია, რომ ახლა „ნიუსებში“ მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგია. როცა „ნიუსების“ რიტმს სცდები, რაღაც უნარები უკვე პასიურ მდგომარეობაში გადადის, უფრო დუნდები, ისეთი ოპერატიული არ ხარ. ამ გიჟურ ცხოვრებას რომ ეჩვევი, გიჭირს მასთან შელევა.

– შენ რომ საინფორმაციოს უფროსი იყო, რას შეცვლიდი? აბა,  გაიხსენე, რითი ხარ უკმაყოფილო?

– არ ვიცი, ასე ზუსტად არ მახსენდება, რადგან ძალიან თავისუფლად ვმუშაობთ. თუ რამე არ მოგვწონს, პირდაპირ მივდივართ და ვამბობთ – ამის პრობლემა არ გვაქვს. ისეთი სიტუაციაა, რომ დილით სამსახურში მისვლა არ გეზარება, თან საქმეს ვაკეთებთ, თან ვხალისობთ.

– სულ ბომბების გარემოცვაში რომ ხარ, არ გეშინია? ამ დროს რაზე ფიქრობ?

– კადრზე, მხოლოდ კადრზე. 2008 წლის აგვისტოში ყოველ მეორე დღეს ვიყავი ისეთ ადგილებში, სადაც სკდებოდა ჭურვი, სადაც, შეიძლებოდა, მომხდარიყო აფეთქება – კოკოითის კაბინეტში, ცხინვალის ციხეში და სხვა.

– ანუ, შეეწირებოდი პროფესიას?

– არასდროს არ ვფიქრობ ხოლმე ამაზე იმ კონკრეტულ მომენტში. შეიძლება, მერე, როცა გაივლის ეს ყველაფერი, შიშის მომენტი გაჩნდეს, მაგრამ, უკვე გვიანია, რაღას შეცვლი. იყო მომენტი, როდესაც შუა ქუჩაში რაღაცას ვიღებდით მე და ჩემი ოპერატორი და, უცებ, ორი საპირისპირო მხრიდან სროლა დაიწყო. პირველი სიტყვა, რაც მაშინ ვიფიქრეთ, ეს იყო – „კადრი!“ არავის ახსოვდა, რომ შუაში ვიდექით. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნოდარ მელაძე

– თიკო, რატომ ასოცირდება შენი სახელი სკანდალებთან?

– კიდევ ასოცირდება?! ძირითადად, იმის გამო, რომ, რასაც ვფიქრობ, ზუსტად იმას ვამბობ, ამას კი ადამიანები მიჩვეულები არ არიან.

– ცხოვრებაშიც ისეთივე სკანდალური ხარ?

– არა. შენი აზრით, ცხოვრებაშიც ასეთივე სკანდალური ვარ?! მეგობრებთან შეიძლება, გარკვეულწილად ვარ ასეთი. ცხოვრებაში ძირითადად ოჯახში და სამეგობრო წრეში ვტრიალებ და, თუ მათ რაღაც პირადულს ან უხერხულს შევეკითხები, ეს ბუნებრივად ჩანს და ამის გამო სკანდალური არ ვხდები. რაც შემიძლია, რომ ჩემს მეგობარს ვკითხო და რა თემებზეც შეიძლება, ვისაუბროთ, იგივე მაინტერესებს უცხო ადამიანებისგანაც. უცხოებში, ვგულისხმობ არამეგობრებს, თორემ, მგონი, ამ სფეროში უცხო აღარავინ არის.

– ეს იმიჯი შენ თვითონ მოიფიქრე, ვინმემ გირჩია თუ, რეალურად ნახე, რომ მსგავსი ტიპის წამყვანი არ არსებობდა და ეს ნიშა თავისუფალი იყო?

– ზუსტად ეს დავინახე, რომ, ქართულ შოუ-ბიზნესს, თავმდაბალი ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი, ჩემნაირი წამყვანი წყალივით სჭირდებოდა. 

– ხომ არ ფიქრობ, რომ საზოგადოებამ გარკვეულწილად იქონია შენზე გავლენა და ისეთი სკანდალური და პირდაპირი აღარ ხარ, როგორც აქამდე იყავი. მაგალითად, ტანსაცმლის იარლიყს აღარ ატრიალებ.

– იარლიყის ამბავი ერთხელ იყო, ორჯერ იყო და მესამედ უკვე აღარავის დააინტერესებს. მგონია, რომ ზუსტად იმავე ტემპით მივდივარ, უფრო მეტად ვერ გავმწვავდები. უბრალოდ, მაყურებელი და ხალხი, ვისთანაც, ჩემი გადაცემიდან გამომდინარე, ურთიერთობა მიწევს, მიეჩვია ამ ყველაფერს, ნაკლებად უკვირთ, ნაკლებად აღაშფოთებთ. ვიღაცა, შეიძლება, ფიქრობს, რომ ჩაქრა, მაგრამ, არაფერი ჩამქრალა. 

– მწვავე შეკითხვებს შენი მუდმივი რესპონდენტებიც მიეჩვივნენ ხომ?

– რა თქმა უნდა. ადრე, პირველი რამდენიმე გადაცემის დროს, თავზე რომ ვაცხრებოდი და რაღაცეებს ვეკითხებოდი, გარბოდნენ, კამერას ხელს აფარებდნენ, რაღაც სისულელეებს ამბობდნენ. ახლა შედარებით მზად არიან. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ძალიან ბევრი კითხვას მიბრუნებს. რაღაცას ვკითხავ და ეგრევე მომიბრუნდებიან. „და, შენ“?

– სექტემბრიდან ახალი სეზონი დაიწყება. რა გეგმები გაქვთ?

– გადაცემის განახლება გვინდა. „თბილისი ლაივი” იგივე დარჩება, მაგრამ, დაემატება სტუდიაც. შეიძლება, მეორე წამყვანიც გახდეს საჭირო და, პირადად მე, დიდად მოხარული ვიქნებოდი, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყოს. არ ვიცი, დაგვთანხმდები თუ არა, რადგან, როგორც წეღან თქვი, არავითარი შოუს წაყვანის სურვილი არ გაქვს. 

– მთლად ასეც ნუ იტყვი.

– ერთი სიტყვით, გვექნება სტუდია, გვეყოლება საინტერესო სტუმრები, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება სტაფი, გვეყოლებიან რედაქტორები და  ეს აღარ იქნება ერთი მიკროფონიანი გოგოს გადაცემა.

– ყველაზე მეტად მკითხველს მაინც თიკოს პირადი ცხოვრება აინტერესებს. რა ხდება ამ მხრივ?

– ცოტა ხნის წინ მკითხეს, ყველაზე მეტად რომელი კითხვა გაღიზიანებსო და ვუპასუხე: „რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?“ პირადი ცხოვრება მაინცდამაინც მეორე ნახევარი და სასიყვარულო ურთიერთობები ხომ არ არის? ამ ეტაპზე აბსოლუტურად არაფერი არ ხდება სასიყვარულო ურთიერთობებში, ჯერ კიდევ ველოდები. 

– რატომ უკავშირდება შენი პირადი ცხოვრება გარკვეულ მოულოდნელობებს, სკანდალებს? მაგალითად, ახალი წლის ღამეს ვნებიანი ამბორი სცენაზე საკმარისი იყო, რომ მომდევნო ექვსი თვე ამ თემაზე ელაპარაკათ. რა ერქვა იმ ბიჭს?

– ლევან ჩიჩუა, თიელი, ქართველებისთვის – ჯასთინ თიმბერლეიკი. 

– რა ხდება შენსა და ჯასთინს შორის (იცინიან)?

– არაფერი არ ხდება. როგორც ჩანს, მოვლენებს ჩამორჩი. ვთქვი კიდეც, რომ ამ ბიჭზე უფასოდ აღარ ვისაუბრებ-მეთქი, რადგან ოთხი თვე მხოლოდ ამაზე იყო ლაპარაკი და უფასოდ ვუკეთებდი რეკლამას. ახალი წლიდან მე და თიელი პრესის საშუალებით ერთმანეთს „ვესპარინგებით”.

– ნიღაბი ხომ არ არის ეს ყველაფერი, რომ თქვენი ურთიერთობები საზოგადოებას დაუმალოთ?

– მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ჯასთინ თიმბერლეიკზე და, როგორც იქნა, გამოჩნდა. კი ვიცი, რომ არ ვარ ბრიტნი სპირსი, მაგრამ, ხომ შეიძლება, ქართველებისთვის მაინც ყოფილიყო ასე? (იცინიან) არ ვიცი, შეიძლება, ყველაფერი ისე მომხდარიყო, რა კონტექსტითაც ახლა ამას მეკითხები, მაგრამ, იმ ყველაფრის მერე, რაც მან გააკეთა, არ ვარ მის ორიენტაციაში დარწმუნებული. 

– ბევრი გყავს შენზე განაწყენებული რესპონდენტი? რაღაც რომ გადაგიღია მერე აღარ მოჰყოლია ამას განხილვები: ეს რატომ გაუშვი, ის რატომ ამოჭერი?

– ხშირად ბრაზდებიან ხოლმე, მაგრამ, სერიოზულ გარჩევებში ეს არ გადაზრდილა (იცინიან). თუმცა, გვყავს განაწყენებული რესპონდენტები, რომლებიც არაფერზე დაფიქრებულან, უბრალოდ, ადგნენ და გაბრაზდნენ. 

– შენ ერთადერთი ხარ სატელევიზიო სივრცეში, ვისაც მსგავსი ფორმატის გადაცემა აქვს, რომელიც საუბრობს შოუ-ბიზნესზე, აკრიტიკებს მათ. კიდევ რამდენ ხანს ხედავ შენს თავს შოუ-ბიზნესში?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ჯერჯერობით ისევ შოუ-ბიზნესში ვრჩები. ამბიციები მაქვს და, ამასთან, შენსავით, საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, ძალიან ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან. მომავალში გარკვეული გეგმები მაქვს – შეიძლება, საინფორმაციოში შემოგივარდე, მაგრამ, ჯერჯერობით ისევ აქ ვრჩები. 

 

скачать dle 11.3