კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიმკა თეიმურაზოვი – ქართველი მომღერალი უკრაინულ “ჯეოსტარში”

 

 

 ალბათ, ყველას ახსოვს სოულის არაჩვეულებრივი შემსრულებელი – დიმკა თეიმურაზოვი, ჯგუფ „ისინის” ყოფილი წევრი. ახსოვთ მისი სოლო სიმღერა და კლიპი, სადაც მოქმედება მიტოვებულ სანაპიროზე ვითარდებოდა და თეთრებში ჩაცმული დიმკა ხის ქოხში უმღეროდა გოგონას. ამის შემდეგ მის შესახებ დიდხანს არავის არაფერი გაუგია. როგორც აღმოჩნდა, დიმკა წლების განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში. სულ ცოტა ხნის წინ კი, ის უკრაინულ მუსიკალურ შოუში აღმოჩნდა, რომელიც ტელეკომპანია „1+1-ზე” გადის. „გოლას უკრაინი” – უკრაინის ხმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუა მთელ ქვეყანაში. პროექტში ცნობილი ადამიანები არჩევენ კონკურსანტებს ისე, რომ პირველ ტურში მათ ზურგშებრუნებული უსმენენ, ანუ ვერ ხედავენ. დიმკამ ჯეკსონის ყველა დროის ჰიტი „ბილი ჯეინი” იმღერა, საოცარი ზემოქმედება მოახდინა ჟიურის წევრებზე (რომელთა შორისაა ცნობილი რუსლანაც) და მოკლე ინტერვიუს შემდეგ, ოთხი წევრიდან ყველა ნანობდა, რომ სწორედ ერთმა მოასწრო მათ ღილაკზე ხელის დაჭერა. დიმკას მენეჯერი, პროდიუსერი თუ პროტეჟე ამ შოუში ალექსანდრ პანამარიოვია,  – უკრაინელი მომღერალი, სახალხო არტისტი. მას საკუთარი საპროდიუსერო კომპანია აქვს. პროექტი ამჟამად ისევ მიმდინარეობს და მოვლენების განვითარების შესახებ, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას.

 

скачать dle 11.3