კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკო გომელაურის ახალი კრებულის პრეზენტაცია

 

 

 ნიკო გომელაურის მეუღლემ, ნინა ჩოდრიშვილმა ინტერვიუში ახსენა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა, ნიკოზე გადაღებული ფილმისა და მისი ახალი კრებულის პრეზენტაცია ერთ დღეს ყოფილიყო კინოთეატრებში. თუმცა, იმ კოლოსალური სამუშაოს გამო, რომელიც ფილმს და წიგნს სჭირდებოდა, წიგნის პრეზენტაცია გადაიდო. ის გრიბოედოვის თეატრში, პირველ ივნისს შედგა. საღამოს რვა საათზე ნიკოს მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები თეატრის შენობაში შეიკრიბნენ. საღამო მსახიობსა და ნიკოს ახლო მეგობარს, კახა მიქიაშვილს მიჰყავდა და რამდენიმე ლექსიც წაიკითხა. პრეზენტაციას საოცრად უხდებოდა ვერიკო ტურაშვილის სიმღერები, რომლის საოცრად თბილი ხმა გარემოს კიდევ უფრო ათბობდა. თუმცა, მეტი სევდითაც ავსებდა. ვერიკოს სიმღერაც ნიკოს ლექსზე იყო დაწერილი. სიმღერებთან ერთად, პრეზენტაციაზე ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილმა პოეტებმა – ბიჭი ივანიშვილმა და ირაკლი გაფრინდაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ნიკოს ლექსები წაუკითხეს. შემდეგ კი რამდენიმე საკუთარი ლექსიც წაიკითხეს, მათ შორის, ბიჭი ივანიშვილის ნიკოსადმი მიძღვნილი ლექსიც. კრებული „ოცნებები ცნებებივით ირღვევიან”, სქელტანიანი წიგნია, რომელშიც ნიკოს ქართულ და რუსულ ენაზე დაწერილი ლექსებია შესული. პრეზენტაციის ბოლოს კი ნიკოს შემოქმედების თაყვანისმცემელთა პოეტისადმი მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს, რომლებსაც ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში წერილების სახით ნინასთან გზავნიდნენ. ერთ-ერთი ლექსი ავტორმა თავად წაიკითხა. პრეზენტაცია ნინას სამადლობელი სიტყვით დასრულდა. 

 

скачать dle 11.3