კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველ მომღერალთა საქველმოქმედო საღამო მეთორმეტე საუკუნის ეკლესიის გადასარჩენად

 

  მომღერალი გიორგი ჩიტაური დიდი ხანია უკრაინაში ცხოვრობს, სადაც უკვე 10 წელია, ფუნქციონირებს ქართული ცენტრი „იბერია”. მისი პრეზიდენტი მანანა სულაქველიძე კი ქართულ საქმეს უანგაროდ ემსახურება. გიორგი ამ ცენტრში მუშაობს და ქართველ ბავშვებს ფანდურზე დაკვრასა და სიმღერას ასწავლის. ის ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა, რომ მეგობრებთან ერთად, ფუძნარის ეკლესიის აღსადგენად საქველმოქმედო საღამო ჩაატაროს. 

გიორგი ჩიტაური: თიანეთში არის მეთორმეტე საუკუნის ფუძნარის ეკლესია, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს. ტაძარი დღითი დღე იშლება – სავალალო მდგომარეობაშია, შეიძლება, ბოლომდე დაიშალოს. რა თქმა უნდა, მის აღდგენას დიდი თანხები სჭირდება და გვსურს, ჩვენც შევიტანოთ პატარა წვლილი. ამასთან დაკავშირებით 9 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში, მეუფე თადეოზის კურთხევით, გაიმართება საქველმოქმედო საღამო. თანხა კი მთლიანად ეკლესიის რესტავრაციასა და აღდგენას მოხმარდება. კონცერტზე, შესრულდება ჩემი ძველი და ახალი სიმღერები. ჩემთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, ნინო ბაშარული, ჩემი მეგობარი „ფანდურა”, ანსამბლი „ჩელა”, საღამოს კი წაუძღვება გელა დაიაური. ღონისძიება ჩატარდება „თებულო ტურის” ორგანიზებით, რომლის ხელმძღვანელებს – გელა დაიაურსა და პაატა ვარდანაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვაპირებთ, რომ საქველმოქმედო ღონისძიება უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ. ვისაც სურს, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და ყველამ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

 

скачать dle 11.3