კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბერას პირველი ქართული სიმღერა

 

სამშაბათს, 7 ივნისს, საღამოს 8 საათზე, რადიო „ფორტუნა+-ის” ეთერში შედგება ბერას ახალი, ქართულენოვანი სიმღერის პრემიერა, რომელსაც კომპანია „ქართული ოცნება” წარმოადგენს. სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „სიზმარი”, შეგიძლიათ მოისმინოთ და გადმოიწეროთ ბერას ოფიციალური ვებ-გვერდიდან: www.bera.ge

„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა“, – ამბობს დამწყები პოპ-მომღერალი, ბერა. მას კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, თუმცა მუსიკის წერა ჯაზის სიყვარულმა დააწყებინა. „შემიძლია დავუკრა ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც რადიოთი მოვისმენ და მომეწონება,” – ამბობს პარიზში დაბადებული ბერა, რომელიც სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს. ბერას სურდა, თავისი მომავალი თავადვე წარემართა და სწორედ ამიტომ, 2010 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი – „ქართული ოცნება,” სადებიუტო ალბომზე მუშაობაც მალევე დაიწყო. „ბუნებით მეოცნებე ვარ”, – ასე განმარტავს ბერა საკუთარ ფსევდონიმს – Mr. Dream-ს. „პირველი სიმღერა სიზმარში დავწერე...”

ბერა ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა ყველასთვის საოცნებო Grammy Award-ს. ამასთანავე აცხადებს: „არ მინდა, ვიყო სუპერვარსკვლავი, არ მინდა მიუწვდომელი გავხდე, როდესაც ვინმე ჩემზე ან ჩემს მუსიკაზე ფიქრობს, მსურს იღიმებოდეს... მინდა, უბრალოდ, გგავდეთ თქვენ, შეიგრძნოთ ჩემი მუსიკა და ჩემთან ერთად ისიამოვნოთ ამ მუსიკით. მე მხოლოდ ის მინდა, ჩემი გრძნობები გაგიზიაროთ...”

 

скачать dle 11.3