კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ინიციალი ამოისვირინგა ნინუცა მაყაშვილმა კისერზე და რატომ აღარ სურს მას მეორედ გათხოვება

 

 

სერიალ „შუა ქალაქში” ბოლო დროს კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი – ეკა  გამოჩნდა. ნინუცა მაყაშვილი, რომელიც ეკას ასახიერებს რუსთაველის თეატრის მსახიობია. მას მართლაც რომ გაუმართლა და, საკმაოდ პატარა ასაკში, რეჟისორ რობერტ სტურუას შერჩევით, თავის დასთან, რუსკა მაყაშვილთან ერთად მოხვდა ბევრი გამოცდილი მსახიობის საოცნებო თეატრში. 

ნინუცა მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი იყო. წყვილი გასულ წელს განქორწინდა და წლის და 7 თვის შვილი ჰყავთ. როგორც თავად ამბობს, ჩვენი რესპონდენტი, ექსმეუღლისგან განსხვავებით, ოჯახის შექმნაზე აღარ ფიქრობს და მთლიანად კარიერაზეა გადართული.

ნინუცა მაყაშვილი: ჩემთან ბევრი კარგი რამ ხდება. დაუღალავად ბევრს ვმუშაობ და, მინდა, კიდევ მეტი და მეტი ვაკეთო. 

– ბოლო დროს „ახალ არხზე” გამოჩნდი, ახლახან კი – „შუა ქალაქში.” 

– ისეთი დროა, გინდა-არგინდა, ფერად ეკრანზე უნდა „გახვიდე,” რადგან ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ტელევიზორს და, ამ გზით, ისევ და ისევ შენი პროფესიით შეიძლება, მიგიწვიონ სადმე და იმუშაო, რაც ძალიან კარგია. ქასთინგის შემდეგ „ახალ არხზე“ ამიყვანეს, ახლახან კი – „შუა ქალაქში.” კარგა ხნის წინ მე და რუსკა ქასთინგზე მივედით, მაგრამ მაშინ მე და ჩემი და ძალიან პატარები ვიყავით და არ აგვიყვანეს. მერე ისე მოხდა, რომ რუსკა აიყვანეს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან.” მეც დამირეკეს, მაგრამ, მაშინ 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ვერ მივედი. ბავშვი რომ გავაჩინე, მერე კიდევ დამირეკეს, მაგრამ, სხვადასხვა ხელის შემშლელი მიზეზების გამო, ვერც მაშინ წავედი. რომ ვიფიქრე, მორჩა, არავინ აღარ დამირეკავს, ვის რაში ვჭირდები-მეთქი, სწორედ მაშინ დამირეკეს – სერიალში ეპიზოდურ როლზე გვჭირდებითო. არ იცი, რა დამემართა, სიხარულისგან მთელ სახლში დავრბოდი. ბებიაჩემი მაშინ ცოცხალი იყო, შევვარდი მასთან და დამირეკეს-მეთქი, რომ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა. მოკლედ, ძალიან ბედნიერები ვიყავით სახლში. კამერასთან ადრეც მიმუშავია, მაგრამ, „შუა ქალაქში” რომ მივედი, არ ვიცი, რა დამემართა, ძალიან ვინერვიულე, ხან „კოხის” ვუყურებდი და ხან – ირაკლი კაკაბაძეს. ბოლოს მითხრეს: კარგი, შვილო, ნუ ნერვიულობ, რა გჭირს, დაწყნარდიო. გადაღების დროს ენა დამება, ვერაფერი ვერ ვთქვი და თავიდან ჩაწერეს ის სცენა. მეორე გადაღებაზე უკვე მომეშვა და აღარც მინერვიულია. რაც დრო გადის, ვთამამდები. რამდენ ხანს დავრჩები „შუა ქალაქში” არ ვიცი – ეს, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება სერიალში მოვლენები და, რა თქმა უნდა, ჩემი გმირი. „შუა ქალაქში” რომ მივდივარ, ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა გულით მიხარია იქ ყოფნა. მინდა, რომ დიდხანს იყოს ასე (იცინის). 

– რამე მსგავსებას თუ ხედავ შენსა და ეკას, ანუ შენს გმირს შორის?

– მიუხედავად იმისა, რომ ეკას ჯერ კარგად არ ვიცნობ და მისი ცხოვრების ბიოგრაფია მე არ მაბარია, ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს. მხიარული, ხუმარა გოგოა, უცხოეთშია ნაცხოვრები და კომპლექსები არ აქვს. მოკლედ, იუმორით გაჯერებული ადამიანია. მეც მხიარული ვარ, სიცილი ისე მიყვარს, ვგიჟდები. მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ შებოჭილი არანაირად არ ვარ.

– ვფიქრობ, ძალიან გაგიმართლა: ძალზე პატარა ასაკში აგიყვანეს რუსკასთან ერთად რუსთაველის თეატრში, რაზეც ბევრი გამოცდილი მსახიობი ოცნებობს. ასევე, გიმართლებს ქასთინგებშიც?

– სხვათა შორის, ადრე ქასთინგებზე არ მიმართლებდა – ალბათ, ესეც ბედი იყო.

– როგორ ასწრებ ამდენი რამის პარალელურად კეთებას? – ბავშვი, თეატრი, სერიალი, ტელევიზია...

– მე თვითონაც არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვასწრებ. დილით 11-დან 3 საათამდე რეპეტიცია მაქვს „იმედში,” მერე, შეიძლება, გადაღება მქონდეს, მერე კიდევ სადღაც მივდივარ, საღამოს სპექტაკლი მაქვს და ასე შემდეგ. ახლახან ძიძა ავიყვანე, რომელიც ადრე არ მყავდა, ბავშვს სულ მე ვუვლიდი. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ძიძა მაშინ უნდა აიყვანო, როცა ის გჭირდება. საქმე რომ არ მქონდეს, სახლში ვიჯდე, ტელევიზორს ვუყურო და ძიძა დასდევდეს ბავშვს ასე არ მინდა. ჩემი შვილი ჩემთან უნდა გაიზარდოს. 

– ცოტა ხნის წინ იმიჯი შეიცვალე... 

– თმა მოკლედ შევიჭერი და რამდენიმე დღის წინ კისერზე ტატუ გავიკეთე.

– საკმაოდ ორიგინალური ტატუა. რას ნიშნავს?

– ბებიაჩემის სახელის პირველი ასო – „ვ” მაწერია. 

– მის პატივსაცემად ამოისვირინგე?

– დიახ. ბებიაჩემს ვალენტინა ერქვა და „ვ” დავიწერე. სვირინგი სვირინგისთვის არ გამიკეთებია. დედაჩემს რომ ვაჩვენე, მითხრა – რა გოიმი ხარ, რად გინდოდა, მეზიზღება ასეთი რაღაცეებიო. იმიტომ კი არ გავიკეთე, ხალხმა რომ ნახოს, რა მაწერია. ამ შემთხვევაში ჩემი გამართლება მაქვს: მთელი ცხოვრება ბებიაჩემი ჩემთვის ყველაფერი იყო, იგივე დედა. სულ მინდოდა, რამე ისეთი მქონოდა, რაც ყოველთვის მის თავს გამახსენებდა სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, სარკეში რომ ჩავიხედავ და ჩემს ტატუს დავინახავ, ბებიაჩემი ყოველთვის გამახსენდება და თვალწინ მიდგას ყველაფერი. მართლა ამიტომ გავიკეთე, მე მომწონს და სხვისი აზრი მართლა არ მაინტერესებს.

– ერთ ოჯახში სამი მსახიობი როგორ თავსდებით?

– სხვათა შორის, ჩემი ძმა, რომელიც ჯერ ოთხი წლისაა, რეჟისორობას აპირებს. თავის ასაკთან შედარებით, გაცილებით კარგად აზროვნებს. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსთაველის თეატრის ფანია და ყველა სპექტაკლი ნანახი აქვს. მოსწონს გია ყანჩელის მუსიკა, ლუი არმსტრონგზე გიჟდება, სტიქსზე აფრენს. რობიკო სტურუას პირადად იცნობს და ჭკუაზე არ არის. თეატრში თავისი ლოჟა აქვს. დედაჩემი გიჟდება – აღარ შემიძლია ერთი სპექტაკლის სამასჯერ ნახვაო. ამიტომ, მოჰყავს ჩემი ძმა, დასვამს თავის ლოჟაში და თვითონ მიდის. ბავშვი ისეთი ინტერესით უყურებს, გაგიჟდებით – რა პოზაშიც ზის სპექტაკლის დასაწყისში, იმ პოზაშია სპექტაკლის დასასრულსაც. ზაზა ვარ პაპუაშვილიო, გაიძახის. ზაზა ამბობს ხოლმე, ამ ბავშვის თვალებს რომ ვუყურებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯოო.

– ვისი სახელები ჰქვიათ ბავშვებს?

– ჩემს ძმას ელიზბარი ჰქვია, დედაჩემმა დაარქვა, რატომ – არ ვიცი. დაესიზმრა თუ მამა ელიზბარის პატივსაცემად, ზუსტად ვერ გეტყვით. მახსოვს, დედაჩემმა რომ თქვა – ბავშვს ელიზბარს ვარქმევო, გავგიჟდი, არ დაარქვა ეგ სახელი-მეთქი. მართალია, შევეჩვიეთ უკვე ამ სახელს, მაგრამ, მაინც არ ვეძახით. მე და რუსკამ ელიზბარს „ტაპუჩი” შევარქვით და დღემდე ასე მივმართავთ. რას ნიშნავს ეს სიტყვა, არ ვიცი, მაგრამ, შერჩა. ბებიაჩემი „ღადაობდა“: ტაპუჩი არა, სკავაროდკა! ელიზბარი დაუძახეთო. ჩემს შვილს რაც შეეხება, ნათლობის სახელი აქვს გიორგი, ისე კი ბაბუის სახელი ჰქვია, რომლის დარქმევაც ნოდარიკოს მამამ მოინდომა.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– საერთოდ არაფერი. რა პირადი, სად მაქვს პირადი ცხოვრება, როდისღა?! ვინმესთან თუ მივალ და ვთხოვ, მასაჟი გამიკეთე-მეთქი, არ ვიცი, თორემ, სხვა არაფრის თავი არ მაქვს, ისეთი დაღლილი მოვდივარ სახლში. რომ გითხრა, დღე-ღამის განმავლობაში რამდენი ხანი მძინავს, გული გაგისკდება. მთელი დღის გადარბენების შემდეგ სახლში რომ ვბრუნდები, ბავშვს 2 საათზე ვაძინებ, რადგან ადრე არ იძინებს და მხოლოდ ამის მერე იწყება ჩემი დრო, რადგან, სხვა შემთხვევაში, საკუთარი თავისთვის დრო არ მაქვს. ამიტომ, ღამის 3 საათიდან დილის 6 საათამდე პირადად ჩემი დროა – ვიცი, რომ ხელს ვერავინ „ახლებს,” რადგან ყველას სძინავს და, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. დილის 6 საათზე ძალით ვიძინებ და 10-ზე უკვე ფეხზე ვარ. სულ მეუბნებიან, ისეთ ენერგიაზე ხარ, ალბათ, თორმეტი საათი მაინც გძინავსო, არადა მართლა ოთხი საათი მძინავს.

– შენი მეუღლე იყო ბესო ზანგური. მართალია, ერთმანეთს დაშორდით, მაგრამ, ერთ თეატრში მუშაობთ და ერთ სპექტაკლში თამაშობთ. როგორი შეგრძნება გაქვს, როცა ყოფილი მეუღლის გვერდით ხარ სცენაზე?

– ორივე ძალიან პროფესიონალურად ვუდგებით ამ საკითხს: ეს პროფესიაა და საქმეს ასე სჭირდება. ქირურგი რომ იყო და თანაშემწედ შენი ექსმეუღლე გყავდეს, ვალდებული ხარ, გადაარჩინო ავადმყოფი, რომელსაც შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ აინტერესებს. თეატრშიც ასეა: პროფესია – პროფესიაა. მაგალითად, 14-ში ბებია გარდამეცვალა, 15-ში კი წავედი და სპექტაკლი ვითამაშე. მართალია, საერთოდ არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. პრობლემა ყველას აქვს, თუმცა როცა მაყურებელი სპექტაკლის სანახავად მოდის, ვერ ეტყვი: იცით, რა, სპექტაკლი მოიხსნა, რადგან მსახიობი ცუდად გახდა, ან ხასიათზე ვერ არისო. 

– ოჯახის შექმნაზე თუ ფიქრობ?

– გათხოვება აღარ მინდა, ბოლომდე კარიერაზე ვარ გადართული.

– ვიცი, რომ რუსკაც ყოველთვის გადარბენაზეა. ერთმანეთს თეატრის გარდა ხვდებით სადმე?

– თეატრშიც ვეღარ ვხვდებით. სახლში კი ამ ორი კვირის განმავლობაში გუშინ პირველად შევხვდით. „ადამსების ოჯახი“ რომ გადიოდა, ხომ გახსოვს? ეგ ხდება ჩვენთანაც. ოფიციალურად „ადამსების ოჯახი“ ვართ (იცინის).

 

скачать dle 11.3