კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაატესტატებულები

 

 

ტესტის ძალა?!

 

მართალია, ჯერჯერობით საბოლოოდ არ დაუთვლიათ, რამდენმა მოსწავლემ გადალახა საატესტატო გამოცდებში დაწესებული ბარიერი (ნებისმიერ სამ საგანში – 5,2 ქულის, დანარჩენ ხუთში კი – 5,5-ისა და მეტის ამღები ჩაატესტატდა), თუმცა გამოცდების შემკვეთსაც (სამინისტრო მყავს მხედველობაში) და შემსრულებელსაც (ერთიანი გამოცდების ცენტრს ვგულისხმობ) სახეზე ისეთი ფინალური ნეტარება  ეფინათ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი გახლდათ, რომ მიღწეულით დაკმაყოფილებულები ბრძანდებოდნენ.

თანაც, განა მხოლოდ ისინი, ორი შუაგულევროპელი განათლების მუშაკიც ფრიად ნასიამოვნები ჩანდა: ასეთი გამოცდები ჯერ არ გვინახავსო. მეტიც, მათგან ერთმა (წარმოშობით ჰოლანდიელმა) ისიც თქვა, რომ თქვენ ისე შორს გავარდნილხართ (საატესტატო გამოცდები იგულისხმა), ჩვენ თქვენ როდის მოგეწევითო და, თუმცა არც სტუმარს, მით უმეტეს, არც მასპინძელს არ დაუსვამს კითხვა, თუ ასე შორს წავსულვართ, რატომ არ აღიარებს ამ ჩვენს დიპლომ-ატესტატებს ევროპული საგანმანათლებლო სისტემაო. ასეა თუ ისე, რაკი შეგვაქეს, მოდი, შევირგოთ (მით უმეტეს, არ შეირგებ და, დედის რძესავით შეგარგებენ!).

მეორე მხრივ, რაკი, ერთიც სტუმრისკენო, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჩვენს აღტაცებულ სტუმრებს ტესტების შინაარსი არ უნახავთ (სავარაუდოდ, ეგონათ, რომ ტესტები ცოდნას ამოწმებდა) და, ამიტომაც, არანაკლებ სავარაუდოდ, ჩატარების ტექნიკით მოიხიბლნენ.

ერთი სიტყვით, მეთორმეტეკლასელებმა ექსპერიმენტი გაამართლეს, იმის მიუხედავადაც, რომ ამ საატესტატო გამოცდებს არც მათი ცოდნის დონე შეუმოწმებია და არც სკოლის მიერ მათთვის მიცემული ცოდნის ხარისხი. ხოლო, რაკი რაოდენობა, ადრე თუ გვიან, გადადის ხარისხში, იმედი ვიქონიოთ, რომ გამოცდების ჩატარების ტექნიკის დახვეწის პარალელურად, საშუალო განათლებაც განათლებას მიემსგავსება, იმის მიუხედავადაც, აღიარებენ თუ არა ამ ჩვენს ატესტატებს ევროპაში. 

 

скачать dle 11.3