კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირგემოშეცვლილები

 

და ღიმილშეყინულები

მართალია, ეს ამბავი ისეც არ დადასტურებულიყო, რომ ხმლისთვის კისერი შეგვეშვირა (გინდა თუ არა, ასეაო), თუმცა, თითქმის დავიჯერეთ, რომ აფხაზეთი კიდევ ერთმა ჯუჯა სახელმწიფომ – ვანუატუმ გვიღიარა (რატომ მხოლოდ აფხაზეთი?!). ის ოკეანეში შვიდ კუნძულზეა განფენილი. დამოუკიდებლობა 1980 წელს მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ სარცხვენელზე კვლავაც ჩალა აუფარებიათ, ამ თარიღითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის გამოცდილება ჩვენზე ხანგრძლივი ჰქონიათ) და მოსახლეობით 200 000-ს უკაკუნებს. მმართველობის ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკაა (აი, ისეთი, ჩვენ რომ გვექნება 2013-დან). ჰყავთ პრეზიდენტიც, ოღონდ, უფლებაშეკვეცილი. თუმცა ვანუატუს ეგზოტიკურობა მხოლოდ ამით არ ამოიწურება: უფრო ადრე, კერძოდ, 1830 წელს, მღვდელი ჯონ უილიამსი, რომელიც ვანუატუელების ქრისტიანულად მოქცევას ცდილობდა, სიტყვის უთქმელად შეუხრამუნებიათ.

მაგრამ მას შემდეგ ვანუატუელთა მენტალიტეტი შეცვლილა (მე ვიტყოდი, უფრო პირის გემო შეუცვლიათ). ამიტომაც, მათ მიერვე შეხრამუნებული ჯონ უილიამსის შთამომავლისთვის, 65 წლის ჩარლზ მილნერ-უილიამსისთვის, საჯაროდ ბოდიშიც კი მოუხდიათ, ბუნებრივია, 181 წლის წინათ ჩადენილის გამო.

ჩვენ არ ვიცით, რა ნიშნით შეარჩია რფ-მ ვანუატუ (არ გამოვრიცხავ – კანიბალიზმისკენ მიდრეკილებით), თუმცა, მთელ ამ გაუგებრობაში ვანუატუელთა გამოჩენამ სრულიად ქართველი საზოგადოება (ჩემი ჩათვლით) მეტად გაამხიარულა. მაგრამ, საბოლოოდ, გაირკვა, რომ ვანუატუმ იუარა სეპარატისტების აღიარება; მეტიც, გაეროში მათმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვანუატუს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და უახლოეს მომავალში დიპურთიერთობის დამყარებასაც აპირებს (შეგეყინათ ღიმილი სახეზე?!).

 

скачать dle 11.3