კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძვირფასი

 

ოდეს კიტრი გაიაფდეს“

ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ფაციფუცია (თუმცა, რაღა ფაციფუცი, როდესაც უკვე ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა) იმის გამო, რომ ესპანეთიდან იმპორტირებულ კიტრში ისეთი რამ აღმოჩნდა, რამაც ევროკავშირის მოქალაქეებს ჯანმრთელობაც შეურყია და რამდენიმე შემთხვევა ლეტალურადაც დაასრულა.

თავად იმპორტიორი (ესპანეთი) ირწმუნებოდა, რომ ამ საქმეში მათი კიტრი უბრალო იყო, ოღონდ, არავინ უჯერებდა, რის გამოც შესაბამისმა კომპანიებმა არაერთი მილიონის ზარალიც იწვნიეს. თუმცა, მოგვიანებით, გერმანელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს, რომ ესპანურ კიტრს ბრალი მართლაც არ მიუძღოდა აგორებულ სკანდალში, მაგრამ მომხმარებელს ურჩევენ, რომ კიტრი, პომიდორი და კომბოსტოს ფურცლები მაინც მხოლოდ ჩაშუშული მიირთვან.

ამ გაფრთხილების მიუხედავადაც, რფ-ს სანიტარულმა სამსახურმა ევროკავშირიდან ყველა სახეობის ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა კი ევროკავშირს ინფექციის წყაროს მოძებნა დაავალა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პირადად გააკონტროლებს იმპორტის აკრძალვის განხორციელების პროცესს.

ამ აკრძალვას ევროკავშირი შეშფოთებული (გაცილებით შეშფოთებული, ვიდრე რფ-ს მიერ აფხაზეთის აღიარებას) გამოეხმაურა და ვლ. პუტინს შეახსენა, რომ ეს გადაწყვეტილება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რფ-ის გაწევრიანების პროცესს შეაფერხებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ევროკავშირს მათთვის თითქმის ბუზიც არ აუფრენია (მეტიც, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ პრეზიდენტ სარკოზის განცხადებაც კი არ განგვიმარტა, რითაც მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ცხინვალსა და აფხაზეთს საქართველოდ აღარ განიხილავს), ევროკავშირული ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვაზე კი ლამის ტანზე შემოიხია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიტრზე იაფი ვღირებულვართ?!

 

скачать dle 11.3