კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მშრალი კანის მოვლა



საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე, მაკიაჟი მოიშორეთ კოსმეტიკური რძით, ლოსიონით ან ტონიკით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნადგამი ან გადადუღებული გრილი წყლით. ამის მერე, სასურველია, გადაივლოთ შემდეგი სახის ნაყენი: 1 ლიტრ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი სოდა ან რაიმე მცენარის (გვირილის, პიტნის, ოხრახუშის ან ნიახურის) ნახარში. შემშრალებისთანავე წაისვით თქვენი კანის შესაფერისი ღამის მკვებავი (თვალების გარშემო – თვალის გელი), გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ბოლოს აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

საპნით სახე უნდა დაიბანოთ მხოლოდ კვირაში ორჯერ. საღამოს, მაკიაჟის მოხსნის შემდეგ, აუცილებლად კოსმეტიკური საპნით.

დილით აუცილებელია შემდეგი პროცედურები:

ა) კოსმეტიკური რძით გაწმენდა;

ბ) გრილი წყლით ჩამობანა;

გ) დამატენიანებელი კრემის წასმა;

დ) დღის მკვებავის წასმა (დამატენიანებელის წასმიდან 10 წუთის შემდეგ);

ე) დამცავი კრემის წასმა (დღის მკვებავის წასმიდან 10 წუთის შემდეგ);

ვ) სურვილისამებრ – მაკიაჟი.

დამცავი კრემის რეცეპტი

(მშრალი კანისთვის)

საჭირო ინგრედიენტებია: 50 გრამი სპერმაცეტი, 40 გრამი თაფლის სანთელი, 30 გრამი სტეარინი, 30 გრამი კაკაოს ცხიმი, 5 გრამი თეთრი თიხა, 1 გრამი ქინაქინა ან სალოლი, 300-350 მილილიტრი წყლის აბაზანაზე გადადუღებული ზეითუნის ზეთი, 100-150 მილილიტრი 5-პროცენტიანი ბორაქსის ხსნარი.

დამზადების წესი: დაფხვნილი სპერმაცეტი, გახეხილი სანთელი, კაკაოს ცხიმი და ზეთის ნაწილი მოათავსეთ კოსმეტიკურ როდინში, დადგით წყლის აბაზანაზე და მიიყვანეთ გადნობამდე. გადმოდგით და აცალეთ, მთლიანად გაცივდეს (მაცივრის გარეშე). შემდეგ მონაცვლეობით შეაზილეთ სტეარინი, თეთრი თიხა და სალოლი; ზეთი და ბორაქსის ხსნარი – წვეთ-წვეთობით.

სანამ ამ მასაში შეაზელთ, ცალკე როდინში კარგად ასრისეთ სტეარინი, სალოლი და თეთრი თიხა და მერე შეურიეთ ძირითად შემადგენლობას.

კრემის მოზელის დროს ეცადეთ, ხელი ერთი მიმართულებით ამოძრაოთ. კატეგორიულად აკრძალულია მიქსერის გამოყენება.


скачать dle 11.3