კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუჯერეთ ბებიებს!

როგორ მივიპყროთ მამაკაცის ყურადღება? ზოგიერთ ქალბატონს ეს „საქმე“ ძალიან კარგად ხელეწიფება. თანაც პრობლემა მამაკაცის საკუთარი პერსონით დაინტერესებისა, სულაც არ გახლავთ თანამედროვე. მეცხრამეტე საუკუნეშიც კი, ამ მიზნით ქალბატონებს... დიახ, დიახ, სწორად მიხვდით, გული მისდიოდათ და კეკლუცად უვარდებოდნენ სასურველ მამაკაცს მკლავებში. თუ ბებიების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

მაგალითად, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ საკმაოდ ეფექტური ტრიუკია, დაანახვო მამაკაცს, რომ ის ძლიერია, შენ – სუსტი და უარს არ იტყოდი, თუკი თავის ძლიერ მხარს შემოგაშველებდათ საყრდენად.

თანამედროვე, ახალგაზრდა ქალბატონებს ეს ნაკლებად აწუხებთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ რისკავენ, გადადგან თამამი ნაბიჯი. მიზეზი ის დოგმებია, უნებლიეთ, მაინც რომ ვემორჩილებით. ანუ, ჩვენზე ჯერ კიდევ ახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჩვენს ბებიებს ნაკლებად აწუხებდათ. თუმცა მორალის და ზნეობის დეფიციტს არ განიცდიდნენ.

პრაქტიკამ უჩვენა, რომ, რაც უფრო აქტიურია და თამამი ქალი, მით მეტი შანსი აქვს, ჰყავდეს გვერდით სასურველი მამაკაცი. შეიძლება, ოცნების პრინცი ვერ იპოვოს, მაგრამ მარტო ნამდვილად არ დარჩება.

მამაკაცები არ ამხელენ, მაგრამ ძალიან მოსწონთ, როცა ქალი აქტიურად ცდილობს მის გაცნობას. მაშინაც კი, როცა მამაკაცი თავს ნამდვილ „მაჩოდ“ გაჩვენებს, სერიოზულად უფრთხის ქალთან სიახლოვეს, თუ არ იცის, როგორ პასუხს მიიღებს მისგან. რადგან მამაკაცების უმრავლესობა ქალის მხრიდან უარს ტრაგედიად აღიქვამს.

ასე რომ, თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი. აგრძნობინეთ მამაკაცს, რომ ის სხვებისგან გამორჩეულია. მთავარია, იცოდეთ, როდის, ანუ რა მომენტში, დაიხიოთ უკან. სწორედ ეს არ ეშლებოდათ ჩვენს ბებიებს.

скачать dle 11.3