კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ურთიერთდაჭერილები

 

მაფზე უკეთესის საიდუმლო

 

იმიტომ, რომ ისიც გვიჭერს (ჯერ ერთი, ტერიტორიულ მთლიანობაში და, რაც მთავარია, სახელისუფლო კურსში), ჩვენც არანაკლებ გამეცადინებულები ვართ, რომ მხარი ყველგანაც დავუჭიროთ და ზედაც – ყველაფერში. მანამდე კი, რომში ერთმანეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო (ოფიციალურად, მართალია, ჯოზეფია, მაგრამ ჩვენთვის მაინც „ჯოდ“ რჩება) ბაიდენი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არათუ შეხვდნენ, დაგეგმილ ნახევარ საათს ერთი იმდენიც გადაამეტეს. ბუნებრივია, არავინ მოგვიყვება დიდი პოლიტიკის იმ ნიუანსებს, რაც მათ შორის „ტეტ ა ტეტ“ ითქვა, თუმცა, ფაქტია, რომ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში შავით თეთრზე დაიწერა: „ბაიდენმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე მადლიერება გამოხატა იმ ახალი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის საქმეში შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს  შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად ხდის.“

მეორე მხრივ, შესაძლოა, მაფზე უკეთესის საიდუმლო ისიც იყოს, რომ ISAF-ში ყველაზე დიდი წვლილის შეტანის საშუალებას გვაძლევენ (ნატოს წევრობის კანდიდატობა რომ გვღირსებოდა, სავარაუდოდ, ჩვენი წვლილი ასე თვალსაჩინოც ვერ იქნებოდა). თუმცა, როგორც უნდა იყოს, ჯერჯერობით ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს – 1 550, ჩვენ კი მხოლოდ – 900-ზე მეტი. ცნობისთვის: ავსტრალიის ფართობი 8 მილიონამდე კვადრატული კილომეტრია (ჩვენსას 100 000 კვადრატულ კილომეტრამდე 40 000 უკლია), მსოფლიოში სიდიდით მეექვსეა და, ასევე, ყველაზე დიდ კუნძულადაცაა მიჩნეული. მოსახლეობის ოდენობა კი 22 მილიონია.

სავარაუდოდ, რეკორდის მიზნის მიზნითაც (ბუნებრივია, იმ დიადი და ჰუმანური მოტივის პარალელურად, რასაც ავღანელი ხალხის დემოკრატიული, მშვიდობიანი და ბარაქიანი მომავლის უზრუნველყოფა ჰქვია), წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს, სულ მცირე, 625 სამხედრო მოსამსახურით მაინც. ესეც, მაფზე უკეთესის საიდუმლო!

 

скачать dle 11.3