სამდღიანი „ფერადი“ დიეტა
ჩვენი დღევანდელი დიეტის მთავარი პრინციპია პროდუქტის ფერი და რაოდენობა. როგორც სათაურიდან მიხვდით, დიეტა სამდღიანია, ოღონდ, ორკვირიანი შუალედის შემდეგ შეგიძლიათ, გაიმეოროთ. რაც შეეხება მის ფერადოვნებას, უნდა შეეცადოთ, რომ დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ყველა ფერის პროდუქტი მიირთვათ.
პირველი დღე
9 საათი: 1 ფინჯანი ნალექიანი ყავა (უშაქრო) – ყავისფერი;
11 საათი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი – თეთრი;
13 საათი: 1 ცალი კიტრი – მწვანე;
15 საათი: 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი – წითელი;
17 საათი: 1 ცალი საშუალო ზომის ბანანი – ყვითელი;
19 საათი: 1 ცალი ფორთოხალი – ნარინჯისფერი.
შუალედებში – თითო ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი, მწვანე ჩაი, გაზგასული მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი (საერთო რაოდენობა 2 ლიტრამდე უნდა აღწევდეს).
მეორე დღე
9 საათი: 1 ჭიქა კაკაო – ყავისფერი;
11 საათი: 1 შეკვრა უცხიმო ხაჭო (100 გრამი) – თეთრი;
13 საათი: 1 პატარა კონა სალათის ფოთლები მწვანილებით – მწვანე;
15 საათი: 10 ცალი მარწყვი – წითელი;
17 საათი: 1 ცალი ვაშლი – ყვითელი;
19 საათი: 1 ცალი საშუალო ზომის უმი სტაფილო – ნარინჯისფერი.
სითხე – იგივე.
მესამე დღე
9 საათი: 1 ფინჯანი ცხელი შოკოლადი – ყავისფერი;
11 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი – თეთრი;
13 საათი: ახალი კომბოსტოს 1 დიდი ფურცლისგან დამზადებული სალათა მწვანილებით – მწვანე;
15 საათი: 1 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი (მოხარშული) სუნელებით – წითელი;
17 საათი: 1 მრგვალი ნაჭერი ანანასი – ყვითელი;
19 საათი: 1 ცალი გრეიპფრუტი – ნარინჯისფერი.
სითხე – იგივე.