კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* გასული საუკუნის 80-იან წლებში კანადელმა ქირურგებმა შემოიღეს ნოუ-ჰაუ, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს განმეორებითი ოპერაციები ხელახალი გაჭრის გარეშე. კაცობრიობა ქირურგიის ამ „ნოუ-ჰაუს“ – „ელვა შესაკრავს“ – მეცხრამეტე საუკუნიდან იცნობს.

* წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სრულიად შიშველი ადამიანი პირში იდებს სასუნთქ მილს, თვალებზე იკეთებს სათვალეს, ცხვირს სერეცხის სამაგრით იკრავს, ფეხებს კი „სათხილამურო სამაგრებში“ ყოფს – ასე ემზადებიან ბანაობისთვის კოსმოსში.

* მეთექვსმეტე საუკუნის ცნობილ ოთხნაწილიან რუსულ ხატზე გამოსახულნი არიან ქრისტე და მთავარანგელოზი მიქაელი, რომლებიც სატანას ამარცხებენ. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ხატზე ქრისტეს მახვილი უპყრია ხელთ.

* ინგლისელი მკვლევრის აზრით, ფერხულსა და ვალსს სათავე ალქაჯების ცეკვამ დაუდო, რადგან მათი მთავარი საცეკვაო ფიგურა – წრეა.

* კალამბური ერქვა გერმანელ გრაფს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა და ისე ცუდად ლაპარაკობდა ფრანგულად, რომ ყოველი მისი ფრაზა ორაზროვანი გამოდიოდა.

* ოკეანეების სანაპიროსთან, ზოგიერთ ადგილას, ღუზებჩაშვებული მოდრეიფე ცარიელი პლატფორმებია, რომლებზეც მხოლოდ ფრინველებს შეიძლება მოჰკრათ თვალი. იქ ადამიანები წელიწადში ორჯერ – ფრინველთა ექსკრემენტების წასაღებად მიდიან, რომელიც ძვირფასი ნედლეულია.

* არა მარტო ფიზიკის, მათემატიკის განვითარებასაც დიდი იმპულსი მისცა ერთ-ერთმა იარაღმა, რომელსაც „ბალისტა“ ერქვა.

* კორიდის ძირითად მოძრაობებს „პასები“ ჰქვია და გამოიყენება განსაკუთრებულად საშიში მოქმედებების გასაკონტროლებლად. მთავარი პასებია: „ვერონიკა“, „ჩიკეტილა“ და „დერეჩაზო“.

* მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ვაშინგტონში დაზვერვის ცენტრალური ბიუროს შენობა „სახელმწიფო ტიპოგრაფიის“ აბრით ინიღბებოდა.

* 1941 წელს „მეფე-ზარბაზანი“ გადაღებეს, რომ ღამით მთვარის შუქი არ აერეკლა და ფაშისტი ბომბდამშენებისთვის სამიზნე არ გამხდარიყო.


скачать dle 11.3