კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

დოსტოევსკი: მე წარმოდგენა არ მაქვს ისეთ მდგომარეობაზე, როცა შეიძლება, არაფერი აკეთო.

პითაგორა: რასაც არ უნდა ფიქრობდნენ შენზე, გააკეთე ის, რასაც საჭიროდ ჩათვლი; იყავი ერთნაირად გულგრილი როგორც გალანძღვის, ასევე ქების მიმართ.

რონი: ზოგჯერ ის, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება, ყველაზე გვიან იჯერებს.

სოფოკლე: ძნელბედობაც კარგი ბედი გვგონია, როცა მისი დასასრული კარგია.

დემოკრიტე: ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად, კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.

პლატონი: სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.

ვახტანგ მეექვსე: არ მოუჩანს ძესა ბრძენსა მამის სიტყვა გასამძიმად.

ლაო ძი: ოდეს შეიტყვეს ცისქვეშეთში – მშვენიერი რომ მშვენიერია, იშვა სიმახინჯე; ოდეს შეიტყვეს ცისქვეშეთში – სიკეთე რომ სიკეთეა, იშვა ბოროტებაც.

ვაჟა: მტარვალთ არ უყვართ მოძღვრება, სიბრძნისა გამომჩენელი.

გალაკტიონი: გიჟებს სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებთ.

დიკენსი: ზოგჯერ ყოვლად უმნიშვნელო ადამიანიც კი შეიძლება, კეთილი საქმის იარაღი გახდეს.

კანტი: მხოლოდ კეთილშობილ ადამიანს შეუძლია სიკეთისგან სიამოვნების მიღება.

ჰეზლიტი: ვინც სიმართლეს ამბობს, ღამისსათევს ვერსად იპოვის.

გობსი: სილამაზე ბედნიერების წინაპირობაა.

ავრელიუსი: განა სირცხვილი არ იქნება, რომ, ამ ცხოვრებას, რომელსაც შენი ხორცი უძლებს, სულმა ვერ გაუძლოს?

გარდამერი: არც ერთი ადამიანური სიტყვა სულის სრული გამოხატულება არ არის.

შექსპირი: როცა ნაკლებია სიტყვები, მაშინ აქვთ მათ წონა.

ლაროშფუკო: მაშინ, როცა ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ, ცოტა სიტყვებით ბევრის გამოხატვა, შეზღუდულ ადამიანებს – პირიქით, შეუძლიათ, ბევრი ილაპარაკონ და არაფერი თქვან.

***

ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ თავიანთ ღირსებაში, საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ, უბედურად მოგაჩვენონ თავი, რათა ამრიგად დაარწმუნონ სხვებიცა და თავიანთი თავიც, რომ გაცილებით უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.

უილკოკსი: სიყვარული უფრო დიდ ცეცხლს აჩაღებს, ვიდრე შურს შეუძლია ჩააქროს.

საადი: კაცი – არაკაცია, უკეთურობას სჩადის, თუ ის გულგრილად უყურებს სხვათა უბედურებას.

ლეონარდო და ვინჩი: თუ ყველაფერი იოლად ჩანს, ეს უცდომლად ამტკიცებს, რომ ადამიანი ძალიან ნაკლებად არის დახელოვნებული და რომ სამუშაო მის გაგებას აღემატება.

ავიცენა: უსაქმურობა და სიზარმაცე არა მარტო უპატივცემულობას ბადებს, არამედ, ამავე დროს, ავადმყოფობების მიზეზადაც გვევლინება.

ბრიუიერი: ნიჭი, გემოვნება, გონება, საღი აზრი – სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთშეთავსებადი თვისებები.

როტერდამელი: შეუძლებელი არაფერია იმისთვის, ვისაც ნებისყოფა აქვს, ოღონდ, საქმესთან ერთად.

ლაბულე: ქვეყნის ცივილიზაცია იზომება იმით, თუ რას ფიქრობენ და რა იციან ქალებმა, რომლებიც ახალ თაობას თავიანთ აზრებსა და რწმენას გადასცემენ.


скачать dle 11.3