კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში კანის ფორების გამწმენდი ნიღაბი-სკრაბი.

პასუხი: დაფქვით (ხელის საფქვავით) თანაბარი რაოდენობის (თითო სადილის კოვზი) ბრინჯი და „ჰერკულესი“, აურიეთ ერთმანეთში, ჩაამატეთ 15-20 წვეთი ლიმონის წვენი, დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ სქელი, ფაფისებური მასა და წაისვით სახეზე სქელ ფენად. როდესაც იგრძნობთ, რომ შეშრობა დაიწყო, დაისველეთ ხელები და 2-3 წუთის განმავლობაში სახე დაიმასაჟეთ მსუბუქი, წრიული მოძრაობით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

კითხვა: შეიძლება თუ არა ქიმიური დახვევის შემდეგ თქმა შევიღებო?

პასუხი: იმისთვის, რომ თმა შეიღებოთ, ქიმიური დახვევის შემდეგ აუცილებელია, გავიდეს მინიმუმ ორი კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური, თმის აღმდგენი ნიღბები, რომლებიც „მოაშუშებს“ თმის დაზიანებულ ზედა ფენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა არათანაბრად შეგეღებებათ.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ღამის მკვებავის ყოველ საღამოს წასმა?

პასუხი: 30 წლამდე, სანამ კანი ახალგაზრდაა და ადვილად შეუძლია აღდგენა (და თუ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ), ღამის მკვებავის წასმა დასაშვებია კვირაში ორჯერ, იმ პირობით, რომ წასმამდე სახე კარგად უნდა გაიწმინდოთ მატონიზებელი საშუალებით.

კითხვა: მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ ლიმონი და ფორთოხალი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, ამას წინათ გავიგე, რომ ეს ციტრუსები ხანდახან საშიშიც კი ყოფილა. რატომ? ვნებს თუ არა ეს პროდუქტები სახის კანს?

პასუხი: ფორთოხალი, ლიმონი და სხვა ციტრუსები შეიცავს ხილის მჟავებს, რომლებიც იწვევს გულის ძმარვას. ამიტომ, თუ მჟავიანობა მომატებული გაქვთ, ეს ხილი ნაკლები რაოდენობით უნდა მიირთვათ. სხვა მხრივ, უკუჩვენება დაფიქსირებული არ არის. საერთოდ, თუ ზომიერებას დაიცავთ და ალერგია არ გაქვთ, ციტრუსები სახის კანზე უარყოფითად არ მოქმედებს!

კითხვა: გავიგე, რომ, თურმე, არსებობს ტონიკი ტანისთვისაც. შეიძლება თუ არა მისი სახლის პირობებში დამზადება?

პასუხი: 4 სადილის კოვზ ჩაის (პაკეტების ჩაი არ გამოდგება) დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ თბილად შეფუთეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და შეურიეთ 1,5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებულ სითხეში დაასველეთ დოლბანდის მოზრდილი ტამპონი და სხეული დაიმასაჟეთ მსუბუქი დაჭერით. არ ჩამოიბანოთ, აცადეთ, შეშრეს. პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, რომ კანი მთელ სხეულზე გახდება მკვრივი, ელასტიკური და ხავერდოვანი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველი დაბანის შემდეგ.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მზადდება მკვებავი სკრაბი სხეულისთვის.

პასუხი: 1 სადილის კოვზ დაფხვნილ ნუშს შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა და 1 სადილის კოვზი მსხვილად დაფქული „ჰერკულესი“. ნარევს დაასხით იმდენი წყალი, რომ მიიღოთ არაჟანის სისქის მასა. ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანი მასაჟისთვის და ეს მასა მთელ სხეულზე თანაბრად გადაანაწილეთ, შემდეგ კი 5-7 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი. ჩამოიბანეთ თბილი შხაპით.


скачать dle 11.3