კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმადური, თუ...

როცა ქალი მეუღლეზე მაქსიმალურად ზრუნავს, როცა სიყვარულითა და ყურადღებით ჰყავს გარემოცული, მამაკაცი ამას ეჩვევა და ბოლოს ფიქრობს – ეს ყველაფერი მე დავიმსახურე, ანუ, განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ვარო. ქალის განსაკუთრებული მონდომებით ამაღლებული მისი თვითშეფასების უნარი მერე ისევ ქალს უქმნის პრობლემებს. მამაკაცი მეტად თავდაჯერებული ხდება. უფრო მყარად დგება ფეხზე, აქეთ-იქით იწყებს ყურებას და აღმოაჩენს, რომ გარშემო საკმაოდ ბევრი მიმზიდველი გოგონა და ქალია. რატომაც არა, ის ხომ საუკეთესოა?! ამიტომ, ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს და... სწორედ ამ დროს უშვებს სარიოზულ შეცდომას. მამაკაცს ჰგონია, რომ ახალი ურთიერთობის გაბმით დაამტკიცებს, რომ თავად არის საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი. მაგრამ, ცოლის გამო, პრობლემები ჩნდება – მამაკაცს არ უნდა გაიგოს, რომ ვალდებულებები ეკისრება მეუღლის წინაშე. ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მისია და ცოლს იქ არაფერი ესაქმება. იგი წინააღმდეგობის გაწევას ვერ იტანს და გამოსავალს იმაში პოულობს, რომ ცოლისგან მიდის, დარწმუნებული იმაში, რომ სხვაგან ხელგაშლით დახვდებიან. არც ყოყმანი აქვს და არც სინანულის განცდა. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. ძალიან მალე მისი ილუზიები ქრება და ხვდება, როგორი ღირებული ყოფილა მისთვის ოჯახი, თუმცა, ბოდიშის მოხდა და შეცდომის აღიარება ისე უჭირს, ურჩევნია, თავის სინანულთან მარტო დარჩეს. ელოდება, იქნებ ცოლმა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯი. მაგრამ, ძალიან თავმოყვარე ქალებიც არსებობენ, რომლებიც ქმრის გაუაზრებელ ნაბიჯს პირად შეურაცხყოფად იღებენ და არასდროს პატიობენ. და მაინც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ურთიერთობაა და ის, თუ რამდენად ძვირფასია თქვენთვის ეს მამაკაცი. არ უნდა იფიქროთ მასზე, როგორც უმადურ არსებაზე, რომელმაც თქვენი ზრუნვა ვერ დააფასა. პირიქით, რომ დააფასა, იმიტომაც მოვიდა. ამიტომ, მიიღეთ და აპატიეთ.


скачать dle 11.3