კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება, ძაღლი ჩემთან ერთად ვავარჯიშო დილ-დილობით და ერთად ვირბინოთ. ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის? ფიზიკური დატვირთვა მაქვს მხედველობაში.

პასუხი: კარგი იქნებოდა, აღგენიშნათ, რა ჯიშისაა თქვენი ძაღლი. მაშინ უფრო კონკრეტულად გიპასუხებდით. ზოგადად კი, გეტყვით, რომ ძაღლისთვის ძალიან კარგია პატრონთან ერთად სირბილი, ვარჯიში, ცურვა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ძაღლი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს. სპორტი როგორც ადამიანის ათლეტურობას და განვითარებას უწყობს ხელს, ასევეა, ძაღლის შემთხვევაშიც. ანატომიური დეფექტების გარკვეული პროცენტი შეიძლება სპორტით გამოასწორო. ხშირად მძიმე ტანის ძაღლებს, რომლებსაც მასიური ძვალი აქვთ, ზრდის პროცესში მაჯა ეღუნებათ, რაც არასწორად ვითარდება. ნებისმიერი პოროფესიონალი გირჩევთ, ასეთ შემთხვევაში, ლეკვს წონაში დააკლებინოთ. ანუ, კვებოთ მინიმალურად და ბევრი ატაროთ – დაახლოებით 3-4 კილომეტრი დღეში. შემდგომ მასთან ერთად ვარჯიში უნდა დაიწყოთ. არც ვიტამინი და არც რაიმე სხვა ვაქცინა არ არსებობს, რომელიც ძაღლს შეძენილ ნაკლს მოუსპობს. ერთადერთი საშუალება ისევ და ისევ სპორტია.

კითხვა: ოჯახის წევრებს შორის ძაღლი ყველაზე მეტად ვის შეიძლება, ემორჩილებოდეს?

პასუხი: ნებისმიერი ძაღლი ადამიანს როგორც ძაღლს ისე უყურებს, შესაბამისად, ოჯახს, სადაც ცხოვრობს ჰგონია, რომ მისი ოჯახია. ამიტომ, ვინც ოჯახის ლიდერია, ის მისთვისაც ყველაზე მთავარია. ყველაზე მეტად მისი რიდი და ხათრი აქვს და ყველაზე მეტად მისი ეშინია. მაგრამ, კონკრეტულ პერიოდში, დაახლოებით 8 თვის ასაკში, როცა ძაღლს გარდატეხის ასაკი ეწყება – იქნება ეს პუდელი თუ როტვეილერი, ის ცდილობს, თავად აიღოს ოჯახში ლიდერის ფუნქცია. ამ შემთხვევაში ის წინააღმდეგობას და ჯიუტობას დაუწყებს ოჯახის მმართველს. რა თქმა უნდა, პუდელი ადვილი მოსათვინიერებელია როტვეილერთან ან კავკასიურ ნაგაზთან შედარებით. ამიტომ, როცა სამოსამსახურეო ძაღლს ხელს ჰკიდებ, აუცილებლად უნდა იცოდე, როგორ მოუარო, აღზარდოთ და გარკვეულ ასაკში, როგორ მოათვინიერო. ასევე, ისიც უნდა იცოდეთ, როდის და ვის ჩააბაროთ აღსაზრდელად.

კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკში ამთავრებს ზრდას ქართული მთის ძაღლი და რამდენი აქვს მას ნაყარი?

პასუხი: დიდი ზომის ძაღლების ზრდა და საბოლოო დახვეწა 3-დან 4 წლამდე მთავრდება. ქართულმა მთის ძაღლმა, შეიძლება, 10-12 ლეკვი დაყაროს. როგორც წესი, წელიწადში ორჯერ არის შესაძლებელი მათი გამრავლება. სხვათა შორის, ქართული მთის ძაღლისგან შეიძლება დაახლოებით 15 ჯიშის გამოყვანა – მათში გენეტიკური პოტენციალი ძალიან დიდია. შეიძლება, „გაკეთდეს“ პატარა ქართული მთის ძაღლი, საშუალო სიმაღლის, ან, პატარა, ბანჯგვლიანი მთის ძაღლი; ასევე, ეზოს მთის ძაღლი, წყალში მოცურავე ან გლეხის ძაღლი. ალბათ, ჯერჯერობით, ჯობია, არც გავაკეთოთ ასეთი რამ, რადგან იმ ცოდნის დონე, რაც ამისთვის აუცილებელია, ჩვენში ნაკლებად არის.


скачать dle 11.3