კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის დიანა ლაბაძე და როგორ აღმოჩნდა ის სპეციალური მოწვევით მოსკოვიდან ბათუმის აღლუმზე

დიანა ლაბაძე მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 22 წელი რუსულ გარემოში იზრდებოდა და იქ ცხოვრობს ამჟამადაც, მშობლიურ ენაზე ძალიან კარგად მეტყველებს. მას საქართველოში ბევრი მეგობარი და ნათესავი ჰყავს. ამიტომ, ყოველ წელს ეწვევა ხოლმე თბილისსა და ბათუმს. ამჟამად დაუგეგმავად ჩამოვიდა საქართველოში, რადგან 6 მაისს ბათუმში გამართულ აღლუმზე იყო მოწვეული, სადაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა. უფრო მეტს კი, ქართველი მომღერლის შესახებ მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

დიანა ლაბაძე: დავიბადე და გავიზარდე მოსკოვში. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, უმეტესად ზაფხულობით. საახალწლოდაც ძალიან მიყვარდა ჩამოსვლა.

– უმეტეს დროს მოსკოვში ატარებ. საქართველოში თუ გყავს ნათესავები?

– კი, ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს, ძირითადად ბათუმში. ბოლოს ბათუმის აღლუმზე დამპატიჟეს და ამ კონცერტისთვის ჩამოვედი სპეციალურად.

– რა შეასრულე?

– რამდენიმე სიმღერა შევასრულე – სიმღერა ბათუმზე, საქართველოზე და ერთიც ინგლისურენოვანი „მეიბი“.

– ვისი მოწვევით ჩამოხვედი აღლუმზე?

– მოსკოვში, თუ არ ვცდები აჭარის ტელევიზიიდან დამირეკეს. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. ორი დღით ადრე დამირეკეს და მითხრეს, აღლუმზე უნდა იმღეროო. მოსკოვშიც იმ პერიოდში დასვენების დღეები იყო და თავისუფალი დრო მქონდა.

– ამჟამად რით ხარ დაკავებული?

– წელს სწავლას ვამთავრებ. სადიპლომოს ვწერ და ვემზადები გამოცდებისთვის. ამის გამო ნაკლებად მაქვს ამ პერიოდში დაგეგმილი კონცერტები, ბოლომდე სწავლაში ვარ ჩართული.

– სად სწავლობ?

– კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ჯაზის განხრით.

– მას შემდეგ, რაც დიპლომს დაიცავ, სიმღერას გააგრძელებ თუ სხვა საქმით დაკავდები?

– რა თქმა უნდა, სიმღერას გავაგრძელებ. დროც მეტი მექნება და შეიძლება ახალი ალბომიც ჩავწერო.

– შენს რეპერტუარში ერთი სიმღერა მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტში გაქვს ნამღერი. მერაბს მანამდეც იცნობდი?

– ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტში მემღერა. იმ პერიოდში, საქართველოში ვიყავი ჩამოსული, შევეხმიანეთ მერაბს და დაგვთანხმდა სიმღერის ჩაწერაზე, რაც ძალიან გამიხარდა.

– გასულ წელს სოლო კონცერტი ბათუმში გამართე, როგორც მახსოვს.

– კი, გასულ ზაფხულს ბათუმის „შერატონში” მქონდა სოლო კონცერტი. მიყვარს ბათუმი და ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს იქ ყოფნა. კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა. იმაზე კარგად, ვიდრე ველოდი.

– მართალია წარმოშობით ქართველი ხარ, მაგრამ დაიბადე და გაიზარდე მოსკოვში. ბევრს შენს ადგილზე მშობლიური ენა დაავიწყდებოდა, შენ კი საკმაოდ კარგად საუბრობ ქართულად.

– ვცდილობ, ქართულად ხშირად ვისაუბრო, მაგრამ ხანდახან მეც მიჭირს.

– დედა ქართველი გყავს?

– კი.

– რუსული შოუ-ბიზნესის რომელიმე ცნობილ მომღერალთან თუ გაქვს დუეტში სიმღერის სურვილი?

– ამაზე არც მიფიქრია. ჯერჯერობით, არა.

– სიმღერა როდის დაიწყე?

– ბავშვობიდან ვმღერი. პირველად დედაჩემმა შემიყვანა საბავშვო სტუდიაში და მას მერე გავყევი კიდეც ხელოვნების ამ დარგს.

– მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ცხოვრობ ქართულ შოუ-ბიზნესს საკმაოდ კარგად იცნობ.

– ადრე ქართული შოუ-ბიზნესის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, მაგრამ ბოლო ორი წელია, კარგად გავიცანი. ანუ, მას შემდეგ, რაც ჩემი სიმღერები გაჟღერდა საქართველოში. ძალიან მსიამოვნებს, რომ ჩემი სიმღერები მსმენელს მოსწონს.

– ამჯერად როდის გეგმავ თბილისში ჩამოსვლას?

– როგორც კი სწავლას დავამთავრებ, მალევე ჩამოვალ საქართველოში.

– მოსკოვში თუ გაქვს ქართველ მომღერლებთან ურთიერთობა, რომლებიც მანდ საკმაოდ ბევრნი არიან.

– რომ გითხრა, აქ მცხოვრებ ქართველ მომღერლებთან ვმეგობრობ-მეთქი, არა. ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ.

– ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს დიანა ლაბაძე მომღერალია?

– რა თქმა უნდა, მხარში მიდგანან ჩემი მშობლები. მოსკოვში საკუთარი სტუდიაც გვაქვს, რომელსაც მე და დედა ვამუშავებდით. თუმცა, ჯერჯერობით დაკეტილია. ყოველ შემთხვევაში, როცა სიმღერის ჩაწერა მინდა, ამის პრობლემა არ მაქვს. გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რამდენიმე ახალი სიმღერის ჩაწერასა და კლიპის გადაღებას ვგეგმავ. მინდა, კიდევ ერთი სოლო კონცერტის გაკეთება.

– როგორია დიანა ლაბაძე? რამდენიმე სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი.

– მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. ამას, ალბათ, ჩემი მეგობრები უკეთ გეტყოდნენ. ვარ ერთგული, მიზანდასახული, მეგობრული და ასე შემდეგ.

– რაზე ოცნებობ?

– როგორც ასეთი დიდი ოცნება არ მქონია, მაგრამ პატარ-პატარა ოცნებები ყოველთვის მაქვს.

– მიზანდასახული ვარო აღნიშნე და ხშირად აღწევ დასახულ მიზანს?

– თუ რაღაც ძალიან მინდა, მას აუცილებლად მივაღწევ.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს.

– გააჩნია. ალბათ, დახმარებაზე.

– ხშირად ეხმარები სხვებს?

– ხშირად არ მთხოვენ დახმარებას, მაგრამ ვიცი, თუ მეგობარს რამეში დავჭირდი, აუცილებლად დავუდგები გვერდში, უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი დახმარებაზე.

– გათხოვილი არ ხარ, შეყვარებული თუ ხარ?

– არ მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

– მაშინ ის მითხარი, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენს ყურადღებას დაიმსახურებს, ანუ რა ტიპის მამაკაცებს აფასებ?

– უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. სასურველია, უბრალო, კეთილი, ჭკვიანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ყურადღებიანი.

– უნდა მღეროდეს?

– არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ იმღერებს კარგი იქნება.

– ახლა ის მითხარი, როგორი არ უნდა იყოს?

– მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს და არც დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თავისი თავზე.

– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

– კი, არ ვუჩივი, ბევრნი არიან.

– რით გაწონებენ თავს?

– ზოგი მართლაც ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ თუ ადამიანი არ მომწონს, მისი არაფერი მინდა. ჩემი აზრით, მარტო ყურადღება არ არის მთავარი.

– ხშირ შემთხვევაში უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებ და თეთრი ფერის სამოსს ირჩევ.

– თეთრი ფერი ძალიან მიყვარს.

– ხომ ვერ გაიხსენებ რაიმე შემთხვევას, რომელიც თაყვანისმცემელს უკავშირდება?

– ერთი კურიოზი მახსენდება – წელს 14 თებერვლის ღამეს მოხდა. ვალენტინობა თენდებოდა და ვარდით მოვიდნენ ჩემთან. ჩემს მშობლებს კი პატრულის გამოძახება უნდოდათ.

– რატომ?

– ვერ მიხვდნენ, გვიან ღამით ვინ უნდა მოსულიყო სახლში და ხმა რომ გაიგეს, თავდაცვის მიზნით, პატრულში უნდოდათ დარეკვა. მგონი, ღამის ორი საათი იყო დაწყებული. საწყალმა ბიჭმა ძლივს დატოვა ყვავილი.

– გაიგე ვინ იყო?

– არა, ვიღაცისგან იყო გამოგზავნილი, თვითონ ის ბიჭი, ვინც ყვავილი მოიტანა, არაფერ შუაში იყო.

– ანუ, ასეთი იდუმალი თაყვანისმცემლებიც გყავს.

– კი, ბევრი.

– აღლუმზეც თეთრებში იყავი გამოწყობილი?

– მთლად თეთრში არა, უფრო ოქროსფერში. თეთრი პლაში მეცვა.

– რას ეტყვი მათ, ვინც შენს სიმღერებს უსმენს საქართველოში?

– ძალიან მიხარია ჩემს სიმღერებს რომ უსმენენ, მათ აუცილებლად ვაჩუქებ კიდევ არაერთ ახალ სიმღერას.


скачать dle 11.3