კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოუნათლა შვილი ელტონ ჯონს და რამდენმა მილიონმა ადამიანმა იხილა ჯასტინ ბიბერის კლიპი „იუთუბიზე“

„ფორბსი” ყოველწლიურად ადგენს ყველაზე გავლენიანი და პოპულარული უცხოელი ვარსკვლავებისა და სელებრითების რეიტინგს, სადაც უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს არა ვარსკვლავის შემოსავალზე, არამედ მის იმჟამინდელ პოპულარობაზე. რეიტინგის შედგენის დროს „ფორბსი” დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენჯერ გამოჩნდა ესა თუ ის სელებრითი ტელევიზორში დროის იმ მონაკვეთისთვის, რამდენი თაყვანისმცემელი და მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელებში და რა რაოდენობის შემოსავალი ჰქონდა მას წლის განმავლობაში. სანამ რეიტინგის პირველ ათეულს შემოგთავაზებთ, გაცნობებთ, რომ გასული წლის მონაცემებით, პირველი ათეულის წევრმა ვარსკვლავებმა 1,1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.

ლედი გაგა

„უცხოპლანეტელის” იმიჯი მომგებიანი ბიზნესია. ამის ნათელი მაგალითია ეპატაჟური ლედი გაგა, რომელმაც გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს 22 ქვეყანაში 137 კონცერტი ჩაატარა და მოგების სახით 90 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, მსოფლიოში გაიყიდა მისი ალბომების 15 მილიონი ასლი. ლედი გაგას კონტრაქტები აქვს გაფორმებული „პოლაროიდთან”, „ვირჯინ მობაილთან”, „ვივა გლამთან” და ბრენდ „მონსტერ კაბლთან”. ამბობენ, რომ ერთ-ერთმა რუსმა მილიონერმა ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა, რომ ეპიზოდური როლი შეესრულებინა პოპ-ვარსკვლავის კლიპში.

ოპრა უინფრი

ცნობილი ტელეწამყვანის ცნობილი შოუ სექტემბერში უკანასკნელად გავა ეთერში და, სწორედ ამიტომ, მილიარდერი ოპრა ცდილობს, საკუთარი საკაბელო ტელევიზია OWN უფრო მომგებიანი გახადოს. ჯერჯერობით ტელევიზიის რეიტინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალოზე დაბალია, თუმცა ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი ოპრასთვის, რომ მას კვლავ დაეკავა ადგილი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების გვერდით თავისი 2,7 მილიარდი დოლარით.

ჯასტინ ბიბერი

16 წლის თინეიჯერმა მომღერალმა მცირე დროში შეძლო ის, რასაც ზოგიერთი შემსრულებელი წლების განმავლობაში ვერ ახერხებს. ვიდეო-პორტალ „იუთუბიზე” ბიბერის კლიპს – „ბეიბი”, 500 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ინტერნეტსივრცისთვის. წლის განმავლობაში ბიბერმა 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო სოციალურ ქსელებში მისი პოპულარობა პროცენტულად მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ლედი გაგას პოპულარობას. ცნობისთვის: თითქმის ყოველი კონცერტიდან, მხოლოდ ბილეთების გაყიდვიდან, ბიბერის პროდიუსერების საბანკო ანგარიშები 600 ათასი დოლარით ივსება.

„U2“

უბერებელი ირლანდიელი მუსიკოსები ლეგენდარული ჯგუფიდან – „U2“, მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი საკონცერტო ტურის დასასრულისთვის ემზადებიან. ტურნემ, სახელწოდებით „360 ტურ”, შემოსავლის მხრივ არნახული ციფრი შეადგინა – 554 მილიონი დოლარი. ამდენი მხოლოდ „როლინგ სთოუნზმა” დააგროვა 2007-2009 წლების ტურნეს დროს. ბონოსა და მისი მეგობრების კონცერტებზე აუდიტორიის რაოდენობამ კი, 7 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ელტონ ჯონი

ბოლო 30 წლის განმავლობაში სერ ელტონ ჯონმა 250 მილიონი დისკის ასლი გაყიდა და, როგორც ჩანს, იგი ტემპის დაგდებას არ აპირებს. გასულ წელს ლეგენდარულმა მუსიკოსმა 102 ცოცხალი კონცერტი გამართა, საიდანაც სუფთა მოგებამ 240 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ელტონ ჯონი ოჯახისთვისაც იცლის: მან თავის პარტნიორთან, დევიდ ფერნიშთან ერთად, ვაჟი აიყვანა, რომელსაც ზაქარია დაარქვა და ლედი გაგას მოანათვლინა.

ტაიგერ ვუდსი

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურმა სკანდალებმა და ავტოავარიაში დაშავებამ ლეგენდარული გოლფისტის იმიჯი შელახა, მსოფლიოში ყვანჯის საუკეთესო დამრტყმელი ჯერაც ინარჩუნებს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის წოდებას. ვუდსის დიდი ხნის პარტნიორებმა „ნაიკმა” და კომპიუტერული თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ „ელექტრონიკ ართსმა” არ მიატოვეს იგი ძნელბედობის ჟამს და, სწორედ მათთან გაფორმებული მრავალმილიონიანი კონტრაქტების წყალობით მოხვდა ვუდსი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავების რეიტინგში.

ტაილერ სვიფტი

იმედისმომცემი ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი, ტაილერ სვიფტი, ჯერაც არ გარკვეულა, თუ რომელ ჟანრშია ის საუკეთესო. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მას თაყვანისმცემლების მილიონიანი არმია ჰყავს. 21 წლის ვარსკვლავი თითო კონცერტიდან დაახლოებით 750 ათას დოლარს იღებს, რაც უპრეცედენტოდ დიდი ანაზღაურებაა ახალგაზრდა შემსრულებლისთვის.

ბონ ჯოვი

ვისაც ჰგონია, რომ ჯონ ბონ ჯოვიმ და მისმა ჯგუფმა ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები მსოფლიო მუსიკაში, მათ გასაგონად ვიტყვით, რომ გასულ წელს, ზედიზედ სამჯერ, ლეგენდარულმა მუსიკოსმა ნიუ-ჯერსის „ნიუ-მედოულენდის” სტადიონი (იტევს 82 566 კაცს) გაავსო და დაუვიწყარი შოუ შესთავაზა თავის მსმენელს. 12 თვის განმავლობაში ჯგუფმა 74 კონცერტი გამართა და 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, „ბონ ჯოვის” ფრონტმენი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.

საიმონ კოუელი

საიმონ კოუელი საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი, სამაგიეროდ, იგი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, რადგან ტელე-შოუების – „ნიჭიერისა” და „ვარსკვლავების აკადემიის” ამერიკული და ბრიტანული ანალოგების ჟიურის წევრი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებელთა შორის. ახალი სეზონის დაწყებისთანავე, „ფოქსის” ეთერში საიმონის ახალი შოუ დაიწყებს ტრანსლირებას და ამბობენ, რომ ის არაფრით იქნება უკვე გაფეტიშებულ „ამერიქენ აიდოლსა” და „ბრითან გოთ ტალენტზე” ნაკლები.

ლებრონ ჯეიმსი

კალათბურთის ვარსკვლავის მოხვედრა შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების რეიტინგში იმით არის განპირობებული, რომ ჯეიმსი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია ამერიკაში, სადაც მისი პოპულარობა ზენიტშია. „მაიამი ჰითის” მოთამაშის მაისური ყველაზე კარგად NBA-ში იყიდება, ხოლო მისი თაყვანისმცემლების რიცხვი დღითი დღე იზრდება.


скачать dle 11.3