შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 18 სექტემბერს. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო და სამასაჟო საქმიანობა, კოსმეტოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო, მობილური სისტემები ან ბიზნესი, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა.
კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1988 წლის 13 თებერვალს. რომელი ასტროლოგიური ქვების ტარებაა მისთვის სასურველი?
პასუხი: მისთვის მისაღებია: მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი, აკვამარინი, ძოწი, საფირონი, ცირკონი, ლალი ან წითელი იასპი.
კითხვა: დავიბადე 1968 წლის 6 ივლისს. უცხოეთი თუ არის ჩემთვის მისაღები და, კერძოდ, რომელი ქვეყანა?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, მაგრამ, შეგიძლიათ, მოსინჯოთ ძალები შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილში, ჰოლანდიაში, შოტლანდიაში, თურქეთში, ახალ ზელანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, უზბეკეთში.
კითხვა: დავიბადე 1980 წლის 23 ივნისს, ჩემი რჩეული კი დაბადებულია 1988 წლის 15 ოქტომბერს. როგორი ურთიერთობა გვექნება სამომავლოდ?
პასუხი: თქვენ კირჩხიბი ხართ, ის კი სასწორი. ცვალებადი ხასიათის მქონე კირჩხიბებს უჭირთ გაორებული და მერყევი ხასიათის სასწორთან ურთიერთობა. ამიტომ, თუ კომპრომისები არ იქნება თქვენს ურთიერთობაში, გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 19 აგვისტოს. რა სფეროში მელის წარმატებები და რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ავაწყობ მომავალში სასურველ ურთიერთობას? ასევე, არის თუ არა უცხოეთი ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი ძირითადი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს, ამიტომ, უცხოეთი არც ისე კარგია თქვენთვის. სასიყვარულო პარტნიორებიდან კარგია ლომის, მორიელის, მშვილდოსნის, ვერძის, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანებთან ურთიერთობა; პროფესიებიდან კი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო სფერო; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, პედიატრია, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია; ყველა სფერო, რომელიც უკავშირდება ტექნიკა-მექანიკას; ასევე, პედაგოგიკური სფერო, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, ეთნოგრაფია და არქეოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 30 სექტემბერს. გთხოვთ, მითხრათ, რომელი ასტროლოგიური ქვაა ჩემთვის მისაღები, რა საქმიანობაში გამიმართლებს ყველაზე მეტად და რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი, რომ ბედნიერი ვიყო ოჯახურ თანაცხოვრებაში?
პასუხი: თქვენთვის კარგია მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი, ალმასი, ბრილიანტი, ლაზურიტი, ქარვა, სარდიონი და მწვანე ჟადეიტი. სასურველი პარტნიორებიდან კი მისაღებია: მორიელის, თევზების, ლომის, ტყუპების ან მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის წარმატებების მომტანია: მანქანათმშენებლობის, მანქანების ბიზნესი, საინჟინრო საქმე, სპორტი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, საგანმანათლებლო და საკონსტრუქტორო საქმე, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა და სასტუმროების ბიზნესი.