აღმოჩენილია სიცოცხლის არსებობისთვის შესაფერისი ეგზოპლანეტა
ლაშა გაბელია
ვარსკვლავ Gliese 581 შესწავლამ ხელახლა მიიპყრო იმ სწავლულთა ყურადღება, სიცოცხლის ძიებით რომ არიან დაინტერესებულნი. წითელ ჯუჯასთან ახლოს, რომელიც მზიდან 20 სინათლის წლით არის დაშორებული, აღმოჩნდა ეგზოპლანეტა. მასზე სიცოცხლის არსებობის ძალზე მაღალი ალბათობაა.
ამ ვარსკვლავის ახლოს მდებარე ეგზოპლანეტა მისგან ისეთ მანძილზეა არ არის გამორიცხული, რომ ჰქონდეს ატმოსფერო წყლის მაღალი შემცველობით; აქედან გამომდინარე კი, სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები შესაბამისი პარამეტრებით. ობიექტი Gliese 581 – ამ პლანეტის დიამეტრი ორჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს, ხოლო მისი მასა ექვსი დედამიწის მასის ტოლია.
ის ჯერ კიდევ 2007 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ სწავლულებს მიაჩნდათ, რომ ის სიცოცხლის არსებობისთვის ძალზე ცივი იყო. ახლახან კი ფრანგმა ასტრონომებმა პლანეტის ატმოსფეროს კომპიუტერული მოდელირება გააკეთეს. იქიდან გამომდინარე, რომ მასში ნახშირჟანგის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, მივიდნენ დასკვნამდე – პლანეტაზე არსებული პირობები არ ეწინააღმდეგება ოკეანის, ღრუბლებისა და ნალექის არსებობას. თუმცა, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მკვრივი ატმოსფერო და ვარსკვლავის სუსტი სინათლე, მკვეთრად განასხვავებს მას გამჭვირვალე ატმოსფეროს მქონე ჩვენი პლანეტისგან. პარიზის პიერ სიმონ ლაპლასის ინსტიტუტის ასტრონომმა განაცხადა, რომ ამ აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეგზოპლანეტების მრავალფეროვნება. ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს პირველი მონაცემებია, რომელიც პლანეტაზე ორგანული სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობების არსებობაზე მიუთითებს.