არამიწიერი სიცოცხლის მოსაძებნად კოსმოსში პირველ ნანოთანამგზავრს გაუშვებენ
მომავალ წელს ამერიკელი მკვლევრები გეგმავენ, რომ კოსმოსში ისტორიაში პირველი ნანოთანამგზავრი გაუშვან, ზომით აგურის ფორმის პურის ტოლი. მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა იქნება.
„დრაპერ ლაბორატორის“ თანამშრომელმა, სიმუს ტუოხიმ მომავალი მისიის შესახებ საუბრის დროს აღნიშნა, რომ აქამდეც უამრავ პატარა თანამგზავრს უშვებდნენ, როგორც წესი, კომუნიკაციის, ან დედამიწის ზედაპირის დასაკვირვებლად. ახლა კი ნამდვილად გადაწყდა გააკეთონ ის, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ – აღმოაჩინონ არამიწიერი სიცოცხლე.
მინიატურული მოწყობილობის ღირებულება, რომლის სიგანე 10 სანტიმეტრია, სიგრძე კი – 30, დაახლოებით 4,86 მილიონი დოლარი იქნება. ექსპერტის თქმით, პატარა თანამგზავრი სპეციალურად ისეა დამუშავებული, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს, ისეთ მსხვილ აპარატთან შეთანხმებით იმუშაოს, როგორიც ზონდი „კეპლერია“, ის ორი წლის წინათ გაუშვა „ნასამ“.
ნანოთანამგზავრი მზის ბატარეებზე იმუშავებს და ვარსკვლავს იმ მომენტში გადაიღებს, როცა მის წინ ორბიტული პლანეტა გაივლის. განსაზღვრავენ რა პლანეტის სიკაშკაშეს, სწავლულები შეძლებენ გამოთვალონ მისი ზომები, დაშორება და არსებობს თუ არა მასზე სიცოცხლე.