კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედნიერება ცუდია

ასეთი დასკვნა გამოიტანეს კვლევების შედეგების ერთობლივი შესწავლისას, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იელისა და დენვერის უნივერსიტეტების და ისრაელიდან, იერუსალიმის უნივერსიტეტის სწავლულებმა. სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში იყვნენ მხიარულები, უზრუნველყოფილები, ცოცხლობენ საშუალოდ ნაკლებს, ვიდრე მათი უფრო მოწყენილი თანატოლები.

ბედნიერების გადამეტებული გრძნობა – პრობლემაა. ამ გრძნობის მაღალი ხარისხი ადამიანს აბრუებს, ისინი უფრო მეტად უზრუნველნი და რისკისადმი მიდრეკილნი ხდებიან. რისკის იქით კი, როგორც ცნობილია, ჩასაფრებულია უსიამოვნება, რომელსაც შეუძლია, შეამციროს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

სხვათა შორის, სწავლულები იმასაც ამტკიცებენ, რომ წიგნებს იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერი, არანაკლები უბედურება მოაქვს. მკითხველები იღებენ ინფორმაციას და იწყებენ ბედნიერებისთვის ბრძოლას, რომელშიც, უფრო ხშირად, წარმატებას ვერ აღწევენ და გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ბედნიერების შეგრძნება, ზოგჯერ, უბრალოდ, უადგილოა. რადგან ყველა ბედნიერი ვერ იქნება, გვიწევს მისი დათრგუნვა, თუნდაც იმიტომ, რომ არ გავანაწყენოთ უბედური მეგობრები. ამას კი სერიოზული დისკომფორტი მოაქვს.

დაბოლოს, თუ ადამიანი ბედნიერია, მაშინ მისი შესაძლებლობა, შექმნას რაიმე ღირებული, მცირდება.

ამასთან დაკავშირებით, სწავლულები გვირჩევენ: „არ იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი და სწორედ ეს მოგიტანთ ბედნიერებას“.


скачать dle 11.3