კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქათმის ფეხებზე მდგარმა ქოხმა სამი კვერცხი დადო – სამივე ხის... „არასდროს აღარ მივბრუნდები ტყისკენ ზურგით“‚ – გაიფიქრა ქათმისფეხებამ.

***

ცოლმა ქმარი ექიმთან მიიყვანა და ეუბნება:

– ძალიან ცუდად გამოიყურება‚ ხშირად ეწევა წნევა...

ექიმმა ყურადღებით გასინჯა მამაკაცი და ქალს მიმართა:

– სერიოზული არაფერი აქვს‚ თუმცა, აუცილებლად ესაჭიროება სიმშვიდე. აი‚ რეცეპტი – ძლიერი დამაწყნარებელი საშუალებაა... მკურნალობა კი აუცილებლად დღესვე უნდა დაიწყოთ.

– რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოს დღეში‚ როდის – ჭამის წინ, შემდეგ თუ შუალედში‚ წყალი მიაყოლოს?..

– ქალბატონო‚ ამან კი არა‚ თქვენ უნდა მიიღოთ თითო აბი 3-ჯერ დღეში – დილით‚ შუადღისას‚ საღამოს...

***

სტრესის მოსახსნელად ფსიქოანალიტიკოსის დახმარება‚ რა თქმა უნდა‚ კარგია‚ თუმცა, გინება გაცილებით იაფი ჯდება.

***

– ახალგაზრდა გოგონა... – რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?!

– მდიდარი ქალი‚ მეგობარი გოგონათი...

***

განცხადება:

„გაფურჩქვნის ასაკში მყოფი სიმპათიური მამაკაცი ეძებს რომანტიკულ‚ უანგარო‚ დიდ‚ წმინდა სიყვარულს... თვეში ერთხელ“.

***

„ყოფილი ცოლების კლუბში“ ბევრი საუბრის‚ ხვეწნის‚ საჩუქრების გადაცემისა და გალამაზების მიუხედავად‚ მისული სტუმარი ვერ დაითანხმეს ყოფილი ქმრის საბოლოოდ დავიწყებაზე – იგი ჯიუტად იმეორებდა – „დამიბრუნეთ ქმარი!“ ერთი კვირის შემდეგ ქალი კლუბში მივიდა‚ საშინელი შესახედავია‚ სახეზე ფერი არ ადევს და ერთიანად კანკალებს.

– ვწუხვართ‚ ვერ მოვახერხეთ თქვენი სურვილის შესრულება.

– არა‚ თქვენ კი დამიბრუნეთ‚ მაგრამ, ეს პირველი ქმარი იყო, რომელსაც თვითონ გავექეცი.

***

ორი კიბო შეხვდა ერთმანეთს.

– ძმაო‚ რა შეწუხებული ჩანხარ?

– ეჰ, ექიმთან ვიყავი და მითხრა, რომ ადამიანი მაქვს.

***

პარადოქსია‚ აბა რა: ზოგიერთი „ცისფრად“ აჩვენებს თავს‚ რათა არ მიხვდნენ‚ რომ ის მექალთანეა‚ ზოგი კი – პირიქით‚ თავს მექალთანედ აჩვენებს‚ რათა ვერავინ მიხვდეს‚ რომ ის „ცისფერია“.

***

რომან ამბრამოვიჩს პირადი ექიმი ურეკავს.

– მაპატიეთ‚ მაგრამ, ვატყობ‚ თქვენ არასწორად გაიგეთ‚ როდესაც გითხარით, რომ სპორტით დაკავებულიყავით.

***

ჩემი ცოლისთვის მე ნამდვილი სექსსიმბოლო ვარ. ზუსტად ასე მეუბნება: შენ სექსის სიმბოლიზირება შეგიძლიაო.

***

ზის კურდღელი პარკში და ტირის. ჩამოიარა ახალგაზრდა ქალმა:

– რატომ ტირი?

– ეს რა ცხოვრებაა‚ მშიააა!..

წავიდა ქალი‚ უყიდა კომბოსტო‚ სტაფილო და მოუტანა.

შეჭამა კურდღელმა და ისევ ატირდა.

– ახლა რატომღა ტირი?

– დალევა მინდააა...

მოუტანა ქალმა კონიაკი. დალია კურდღელმა და კვლავ ააღვარღვარა ცრემლები.

– ახლა რაღა გინდა? – გაუკვირდა ქალს.

– ქალი.

ისევ შეეცოდა ქალს... კურდღელი კი ისევ ტირის.

– ???

– ეს რა ცხოვრებაა‚ ირგვლივ ყველა ბოზია!..

***

ქართულის გაკვეთილზე:

– აბა‚ ბავშვებო‚ ყველაზე მეტად რა გვიშლის ხელს სიტყვების სწორად წარმოთქმაში?

– კევი‚ მასწ!..

***

ერთ ქალს მთელი 20 წელი სჭირდება‚ რომ თავისი ვაჟისგან გონიერი ადამიანი შექმნას‚ მეორე ქალისთვის კი სულ 20 წუთია საკმარისი‚ რომ იგი იდიოტი გახადოს.

***

სიყვარულიდან სიძულვილამდე... ერთი ღამეა.

***

– მე ისეთი მდიდარი ვარ‚ მთელი მსოფლიოს ყიდვა შემიძლია.

– მაგრამ, მე არ ვყიდი...

***

ექიმთან კაბინეტში ლამაზი ქალი შევიდა:

– ექიმო‚ მე მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. ხუთი წუთის შემდეგ ყველაფერი მავიწყდება‚ არა მარტო ის, რაზე ვისაუბრე‚ არამედ, ისიც, რა გავაკეთე...

– გაიხადეთ‚ ქალბატონო, და დაწექით... უნდა გაგსინჯოთ.

***

ქალებზე ყველა ზრუნავს‚ რა არ გამოიგონეს: ავტომატური სარეცხი მანქანა‚ ჭურჭლის სარეცხი‚ სამზარეულოს ტექნიკა... კაცებზე კი ვინ ფიქრობს? დაასახელებთ რამეს‚ რაც მათ შრომას უადვილებს?

– როგორ არა... – ვიბრატორი.

***

ოპტიმისტი – ეს პესიმისტია‚ რომელმაც ანტიდეპრესანტი მიიღო.

***

ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:

– რას ჰგავხარ‚ შე საწყალო!..

– მამაჩემს რომ დედაშენი მ... ვნახავდი‚ რას დაემსგავსებოდი!..

***

– მარო‚ მიხო როგორაა‚ კიდევ სვამს?

– აქლემივით.

– ეგ რაღას ნიშნავს‚ რო?

– ბევრს სვამს‚ მაგრამ, ისე ხშირად არა.

***

– რაჟიკუნა‚ რა გირჩევნია‚ ხუთასი დოლარი გქონდეს თუ ხუთი გოგო გყავდეს?

– ხუთი გოგო?

– რატომ?!

– რვა მყავს.

***

საწოლზე შიშველი ტრინიტი წევს‚ მის გვერდით – ნეო. ნეო უხერხულად ტრიალებს. შემდეგ იღებს ტელეფონს და კრეფს ნომერს.

– ოპერატორი გისმენთ!

– კამასუტრას პროგრამა‚ თუ შეიძლება...

***

სასამართლოზე განიხილავენ გაყრას.

– ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო. სიყვარულითაც სხვადასხვა ადამიანი გვიყვარს: მე – ის‚ მას კი – მე.


скачать dle 11.3