რონალდინიოს „ცეცხლოვანი” შოუ
„ცეკვა ვარსკვლავებთან” – სატელევიზიო შოუს არგენტინული ვერსია ახალი სეზონის დაწყებიდან მაყურებელს დიდ სიურპრიზს უმზადებს. გადაცემაში თავისი მონაწილეობა უკვე დაადასტურეს მაიკ ტაისონმა, „ფლამენგოს” ვარსკვლავმა რონალდინიომ, „ფლეიბოის” ლეგენდამ, პამელა ანდერსონმა და საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილმა პარაგვაელმა მოდელმა, ლარისა რიკელმემ. უკვე ცნობილია, რომ რონალდინიოს მეწყვილე არგენტინელი მოცეკვავე ლორენ ნავარინე იქნება და სწორედ მას მოუწევს ფეხბურთის ბრაზილიელ ჯადოქარს არაერთი საცეკვაო ილეთი შეასწავლოს.