„სერხიო რამოსის სინდრომის” გამეორება ჰოლანდიაში
ამსტერდამის „აიაქსმა” ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და კლუბმა ამ მოვლენის აღნიშვნა ქომაგებთან ერთად, ქუჩაში, საზეიმო მსვლელობით გადაწყვიტა. ფეხბურთელები ჩემპიონისთვის განკუთვნილ ვერცხლის ჯილდოს ავტობუსის სახურავზე, ხელში ათამაშებდნენ და ქომაგებს უჩვენებდნენ. სწორედ ამ დროს გუნდის გოლკიპერს, ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯს – მარტენ სტეკელენბურგს პრიზი ხელიდან გაუსხლტა და ასფალტზე დაეცა. თასი გზაზე გაგორდა და უკან მომავალი ავტობუსის საბურავებქვეშაც მოექცეოდა, რომ არა, გზაზე გამოფენილი გულშემატკივრები. მათ თასი ხელში აიტაცეს და სირბილით გაეკიდნენ „აიაქსის” ავტობუსს. საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე შეემთხვა, „რეალის” მცველს სერხიო რამოსს, რომელსაც მოპოვებული სამეფო თასი ხელიდან გაუვარდა და ავტობუსის ბორბლებქვეშ მოექცა. საფეხბურთო სამყაროში ახალ სინდრომზე ალაპარაკდნენ, რომელსაც ხუმრობით „სერხიო რამოსის სინდრომს” უწოდებენ.