კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბერბატოვი და მაფია

ახლახან ბრიტანულ პრესაში სკანდალური ცნობა ამოტივტივდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის” ბულგარელ ვარსკვლავს, დიმიტარ ბერბატოვის სახელს უკავშირდება. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბერბატოვს ბულგარული „ფლეიბოის” მოდელ, დილიანა პოპოვასთან ჰქონდა რომანი და ეს ჯერ კიდევ დიმიტარის „ტოტენჰემში” თამაშის დროს ხდებოდა. მავანი წყაროს ცნობით, ბერბატოვი დღეში 40-მდე ესემესს უგზავნიდა დილიანას და ლონდონში საცხოვრებლად გადასვლას თხოვდა. იმ პერიოდში დიმიტარს პრობლემები ჰქონდა მეგობარ ქალთან – ელენასთან, რომელმაც მას შემდგომში შვილი გაუჩინა. ამიტომ, ახალი სასიყვარულო თავგადასავლების ძიებაში იყო. საინტერესოა ის, რომ დილიანა პოპოვა ბერძენი კრიმინალური ავტორიტეტის, ქრისტოფორ ამანიტიდისის ქალი იყო და ბერბატოვი ამის თაობაზე გააფრთხილა ბულგარეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა დანიელ ბორიმიროვმა, მან ურჩია, ფეხბურთელს, რომ თავი აერიდებინა დილიანასთვის, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა და მაფიოზები მასზე ნადირობას გამოაცხადებდნენ. ამ ცნობის გავრცელებისთანავე, დილიანამ უარყო ყოველგვარი კავშირი დიმიტართან და აღნიშნა, რომ მისგან არანაირი ესემესები არ მიუღია.


скачать dle 11.3