ბექჰემის ახალი გასართობი
დევიდ ბექჰემი განაგრძობს თავის კარიერას „ლოს-ანჯელეს გელექსის” რიგებში და ბოლო დროს საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთსაც აჩვენებს. ამასთან, იგი პირადი ცხოვრებისთვისაც იცლის. სულ ახლახან, ცოლ-ქმარმა ოჯახს ახალი წევრი შემატა – საუბარია ფრანგული ბულდოგის ჯიშის ძაღლზე, რომელსაც „სკარლეტი” დაარქვეს. ამბობენ, მთელ თავისუფალ დროს დევიდი და ვიქტორია ამ ძაღლთან ერთად ატარებენ. სპეციალურად „სკარლეტისთვის” ვიქტორია კოსტიუმების შექმნასაც გეგმავს.